„Wherever I May Roam“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეხუთე სიმღერა და მეოთხე სინგლი მათივე მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica.
მუსიკა
ყველა სიმებიანი ინსტრუმენტი, რომელიც ამ სიმღერაშია წარმოდგენილი, აწყობილია სტანდარტული ტიუნინგით: E A D G B e. სიმღერის თავდაპირველი ჩანაწერი გამოირჩევა მისი საინტერესო ინსტრუმენტული გაფორმებით: გამოყენებულია აზიური ინსტრუმენტები, როგორებიცაა გონგი და სითარი, რომლებიც ჯეისონ ნიუსტედის თორმეტ-სიმიან ბას-გიტარის ფონზე უკრავენ.[2][3] ეს ინსტრუმენტი მხოლოდ სიმღერის შესავალ ნაწილში იქნა გამოყენებული, დანარჩენი ნაწილი ჩვეულებრივი ოთხ-სიმიანი ბას-გიტარით იქნა ჩაწერილი. ფონის ჟღერადობის გასამდიდრებლად ლარსმა გამოიყენა სხვაგვარი დასარტყამი საკრავები და ელექტრონული ეფექტები.[4] გიტარის რამდენიმე აკორდი სიმღერის დასასრულისკენ ნასესხებია ჯიმი ჰენდრიქსის სოლოდან, რასაც ჰემეტი ღიად ადასტურებს.[3]
ტექსტი
ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმენაირად შეიძლება. გავრცელებული მოსაზრებით, ტექსტის თემას წარმოადგენს ცხოვრება გზაზე. მასში საუბარია ტურნეზე მიმავალ ჯგუფზე, რომლის წევრებიც იძულებულნი არიან, დატოვონ შეყვარებულები, ნათესავები და ახლობლები. ტექსტში ჯგუფი შედარებულია მოხეტიალე მაწანწალას, რომლის სული განაგრძობს ხეტიალს სიკვდილის შემდეგაც კი.[4] მოთხრობილია მოგზაურობაზე დაღლილ მდგომარეობაში ტურნეს დასასრულისთვის. კირკ ჰემეტმა Wherever We May Roam ტურნეს დასრულებისას თქვა: „მე სახლი ვიყიდე გასულ წელს, რომელიც ჯერაც არ მინახავს!“[3]
სხვა ვერსიებით, ტექსტი, შესაძლოა, შეზღუდულ თავისუფლებაზე, ან თავისუფლების საერთოდ არ ქონაზე იყოს.[4]
მუსიკალური ვიდეო
მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი, შეიცავს სცენის მიღმა კადრებს კონცერტებიდან, ასევე დამონტაჟებულ კადრებს შოუებიდან, გადაღებულს 1992 წლის იანვარში სან-დიეგოში, კალიფორნია და Wherever We May Roam ტურნეს დროს 1992 წლის მარტში ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში. პრემიერა გაიმართა იმავე წლის 21 მაისს MTV-ზე.[4][5]
საკონცერტო შესრულება
სიმღერა ხშირად სრულდება მეტალიკის კონცერტებზე. პირველად იგი შესრულდა 1991 წლის 12 ოქტომბერს ოკლენდში, კალიფორნია.[6] სიმღერა შესრულდა 1999 წლის 21-22 აპრილს სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით (დირიჟორი მაიკლ კემენი) და შევიდა ამ კონცერტის ჩანაწერში S&M, რომელიც გამოიცა ორმაგი ალბომისა და DVD-ის სახით. ცოცხლად შესრულებისას ჯგუფი ყოველთვის იყენებდა სითარის პირვანდელ ჩანაწერს შესავალში (მეტი დრამატული ეფექტისათვის, ჯგუფი სცენაზე შემოდიოდა პირველ მახვილ ნოტაზე), თუმცა S&M კონცერტზე გიტარისტმა კირკ ჰემეტმა გამოიყენა Danelectro-ს ელექტრული სითარი, სანამ გადაერთვებოდა თავის ESP ელექტრო გიტარაზე.[3][4] ჯეისონ ნიუსტედი ყოველთვის 12-სიმიან ბას-გიტარას იყენებდა შესავალში.
ქავერები
სიმღერა პოპულარულ კულტურაში
სიმღერების სია
- აშშ სინგლი
- Wherever I May Roam – 6:42
- Fade to Black (საკონცერტო) – 7:43
- საერთაშორისო სინგლი
- Wherever I May Roam – 6:43
- Fade to Black (საკონცერტო) – 7:43
- Wherever I May Roam (demo) – 5:35
- საერთაშორისო დიჯიპაკ სინგლი
- Wherever I May Roam – 6:45
- Last Caress (საკონცერტო)/Am I Evil? (საკონცერტო)/Battery (საკონცერტო) – 11:59
- იაპონური EP
- Wherever I May Roam – 6:44
- Fade to Black (საკონცერტო) – 7:44
- Last Caress (საკონცერტო)/Am I Evil? (საკონცერტო)/Battery (საკონცერტო) – 11:59
პერსონალი
ჩარტები
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| კავერების ალბომები | |
---|
| ერთობლივი ალბომები | |
---|
| EP-ები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| პრომო-სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეო ალბომები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|