Pop — ირლანდიურიროკ-ჯგუფU2-ს ექსპერიმენტული სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 3 მარტს. იგი აღსანიშნავია 1990-იანი წლების მუსიკალური ტენდენციების ელემენტების (ძირითადიელექტრონული) და როკ-მუსიკის შერწყმით. ალბომი 32 ქვეყნის ჩარტებში #1 ადგილზე მოხვდა, მათ შორის ბრიტანეთსა და აშშ-ში. კრიტიკოსები განხილვებში სხვადასხვა აზრის იყვნენ მის თაობაზე, მაგრამ ყველამ ერთხმად ჩათვალა, რომ ეს იყო კოლექტივის ყველაზე ექსპერიმენტული ალბომი.
ჩაწერა
ამ ალბომისთვის ჯგუფმა გადაწყვიტა ელექტრონული მუსიკის ელემენტების გამოყენება, ისევე როგორც ეს იყო ალბომებზე Achtung Baby და Zooropa, მაგრამ უფრო დიდი რაოდენობით. გიტარისტმა ეჯმა დაახასიათა იგი, როგორც U2-სგან ყველაზე შორს მყოფი ალბომი. განწყობა ამ ალბომზე უფრო ბნელი და ექსპერიმენტულია, თუმცა, თავად ალბომის სახელწოდება კარგად მოწმობს მასში შეტანილი სიმღერების ჟანრზე.
დისკზე მუშაობა დაიწყო 1996 წლის დასაწყისში. თავდაპირველად თავი იჩინეს პრობლემებმა. წინ საკონცერტო ტურნეც იყო, რომლისთვისაც ოთხეული პარალელურად ემზადებოდა. ალბომის გამოსვლის პირველი თარიღი იყო 1996 წლის ნოემბერი, მაგრამ მისი გამოცემა გადაიდო 1997 წლისათვის. ცნობილია, რომ ბოლო დღეს, როდესაც ალბომი უნდა გაეგზავნათ ბეჭდვაში, კვლავ იწერებოდა ვოკალი სიმღერისათვის Last Night on Earth.
Pop-ში აგრეთვე არის ჯგუფის ყველაზე პოლიტიზირებული ტექსტები. ასეთია Please და Wake Up Dead Man. ბონოს თქმით, ალბომი იწყება წვეულებით და მთავრდება სამგლოვიარო სვლით.
ალბომზე All That You Can't Leave Behind (2000) მუშაობისას ოთხეული დაუბრუნდა ჩვეულ სტილს. ტურნეზე Elevation Tour, მიუხედავად ამისა, მაინც სრულდებოდა Discothèque, Gone, Please, Staring at the Sun და Wake Up Dead Man. ტურნეზე Vertigo Tour ეს სიმღერები უფრო იშვიათად სრულდებოდა. Discothèque შესრულდა მხოლოდ ორჯერ (ტურის მესამე ეტაპზე). სიმღერის Bullet the Blue Sky შესრულებისას ბონო ხშირად ამატებდა Please-ის ტექსტს.
2005 წელს ჟურნალმა Q სიმღერა Miami შეიტანა დიდი მუსიკოსების 10 ყველაზე ცუდი სიმღერის სიაში.
ალბომის იაპონურ გამოცემაში შეტანილია Holy Joe (Guilty მიქსი), სინგლის Discothèque B-მხარე. მალაიზიურ გამოცემაში შეტანილია სიმღერის Wake Up Dead Man სხვა ვერსია, საიდანაც ამოღებულია ფრაზა fucked (up).
სინგლები
Discothèque, Staring at the Sun, Last Night on Earth, Please, If God Will Send His Angels, და Mofo გამოვიდა ინდივიდუალური სინგლების სახით (ეს იყო ჯგუფის ალბომიდან გამოშვებული ყველაზე დიდი რაოდენობის სინგლების პრეცედენტი).
პირველი სინგლი, Discothèque წარმატებით სარგებლობდა აშშ და ბრიტანეთში. გადაღებული იქნა ვიდეოკლიპიც, რომელშიც ჯგუფის წევრები ჩაცმულები არიან სხვადასხვა კოსტიუმებში (უფრო მეტად ჯგუფის Village People მსგავსად).