Recorded Music NZ (ადრე — ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (ინგლ. Recording Industry Association of New Zealand), შემოკლ. RIANZ)[1] — არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ჩანაწერის პროდიუსერებს, ლეიბლების ხმისჩამწერებს, დისტრიბუტორებს და მუსიკოსებს — ყველას, ვინც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოებების გაყიდვასთან ახალ ზელანდიაში. წევრობა Recorded Music NZ-ში ღიაა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი წონა აქვთ «დიდი სამეულის» ლეიბლებს (Sony, Universal და Warner), დანარჩენ კომპანიებს აქვთ აფილირებული სტატუსი[2].
2013 წლის ივნისამდე ასოციაცია ცნობილი იყო როგორც «ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია» (RIANZ). RIANZ და PPNZ Music Licensing გაერთიანდნენ და სახელად დაირქვეს Recorded Music NZ[3].
პრემიები
«New Zealand Music Awards» — Recorded Music NZ-ის ყოველწლიური პრემიაა ხმისჩამწერ სფეროში დიდი მიღწევებისათვის; ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულად ახალ ზელანდიაში. ენიჭება 1965 წლიდან[4].
ჩარტები
Recorded Music NZ აქვეყნებს ახალი ზელანდიის ალბომების და სინგლების ოფიციალურ ჩარტებს. სინგლების ტოპ-40 შედგება, როგორც გაყიდვების მონაცემებისგან, ასევე კომპოზიციების რადიოში მაუწყებლობის შესახებ ინფორმაციებისგან (ე. წ. airplay) პროპორციით 3:1. რადიომაუწყებლობის მონაცემების შეკრებას ახორციელებს სააგენტო Radioscope.
Recorded Music NZ ასევე აქვეყნებს წლის ბოლოს არსებულ ჩარტებს. დღეისათვის ისინი ყალიბდება რელიზის გაყიდვების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო ადრე ხმარებაში იყო ქულების სისტემა: კვირაში № 1 იღებდა 50 ქულას, № 2 — 49 ქულას და ასე შემდეგ, წლის ბოლოს ეს ქულები ჯამდებოდა.
სერთიფიკაციები
სინგლს ან ალბომს შეუძლია მიიღოს პლატინის სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 15 000 ასლზე უფრო მეტი, და ოქროს სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 7500 ასლზე უფრო მეტი; DVD-ის კრიტერიუმი (ადრე — კლიპების) — შესაბამისად 5000 და 2500 ასლი[5].
ალბომები და სინგლები
|
მუსიკალური DVD
|
ოქრო
|
პლატინა
|
ოქრო
|
პლატინა
|
7500
|
15 000
|
2500
|
5000
|
სხვა
Recorded Music NZ — ISRC-ის ეროვნული სააგენტოა ახალ ზელანდიაში. ორგანიზაცია ასევე შედის IFPI-ში.
რეკორდები
№ 1 ჰიტების მქონე ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის შემსრულებლები
- The Beatles (15) — Michelle; Paperback Writer; Yellow Submarine; Eleanor Rigby; Penny Lane; All You Need Is Love; Hello, Goodbye; Lady Madonna; Hey Jude; Revolution; Ob-La-Di, Ob-La-Da; Get Back; The Ballad of John and Yoko; Something; Come Together; Let It Be
- მაიკლ ჯექსონი (9) — Don’t Stop 'Til You Get Enough; Beat It; We Are the World; Black Or White; Remember the Time; Give in to Me; Scream; You Are Not Alone; Blood on the Dance Floor
- U2 (8) — Pride (In the Name of Love); Where the Streets Have No Name; One Tree Hill; Desire; Angel of Harlem; The Fly; Hold Me, Thrill Me, Kiss Me, Kill Me; Discothèque
- ბი ჯიზი (7) — Spicks and Specks; Massachusetts; I Started A Joke; Don't Forget to Remember; Stayin' Alive; Too Much Heaven; Tragedy
- მერაია კერი (7) — Vision of Love; «I’ll Be There»; «Without You»; Endless Love; Fantasy; One Sweet Day (Boyz II Men-თან); Heartbreaker (ჯეი-ზისთან)
- ეიკონი (7) — Lonely; Moonshine (Savage-თან); Smack That (ემინემთან); The Sweet Escape (გვენ სტეფანისთან); Don't Matter; Bartender (with T-Pain); Sexy Bitch
- ემინემი (6) — Without Me; Lose Yourself; My Band; Just Lose It; Smack That (ეიკონთან); We Made You
- ABBA (6) — I Do, I Do, I Do, I Do, I Do; SOS; Fernando; Dancing Queen; Money, Money, Money; Chiquitita
- ელტონ ჯონი (6) — Crocodile Rock; Goodbye Yellow Brick Road; Philadelphia Freedom; Don't Go Breaking My Heart; Nikita; Candle in the Wind
- UB40 (5) — Food For Thought; Red Red Wine; I Got You Babe; I'll Be Your Baby Tonight; I Can’t Help Falling In Love With You
- მადონა (5) — Into the Groove; Like a Prayer; Vogue; Music; Don’t Tell Me
- კრის ბრაუნი (5) — Run It!; Kiss Kiss; With You; No Air (ჯორდინ სპარქსთან ერთად); Forever
- Black Eyed Peas (5) — Where Is the Love?; Shut Up; Don't Phunk with My Heart; My Humps; I Gotta Feeling
- ტიმბალენდი (5) — Promiscuous (ნელი ფურტადოსთან); SexyBack (ჯასტინ ტიმბერლეიკთან); Ayo Technology (50 Cent-თან); Apologize (OneRepublic-სთან); If We Ever Meet Again (კეტი პერისთან);
პირველ პოზიციაზე ყველაზე უფრო ხანგრძლივად მყოფი სინგლები
მიმდევრობით
- 14 კვირა
- Boney M. — „Rivers of Babylon“, 1978.
- 11 კვირა
- უიტნი ჰიუსტონი — „I Will Always Love You“, 1992—1993.
- Smashproof და ჯინ უიგმორი — „Brother“, 2009.
- 10 კვირა
- Tony Orlando and Dawn — „Tie a Yellow Ribbon Round the Ole Oak Tree“, 1973.
- Pussycat — „Mississippi“, 1976.
- UB40 — „Can't Help Falling in Love“, 1993.
- ლედი გაგა — „Poker Face“, 2008—2009.
- Stan Walker — „Black Box“, 2009—2010.
- 9 კვირა
- Black Eyed Peas — „I Gotta Feeling“, 2009.
- All of Us — „Sailing Away“, 1986.
შესვენებებით
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო