Musiikkituottajat, Musiikkituottajat – IFPI Finland ან The Finnish Group of IFPI — ფინური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება მისი წევრების მიერ და წარმოადგენს მუსიკალურ ინდუსტრიას ფინეთში. ორგანიზაცია წარმოადგენს 23 ისეთი ლეიბლის ინტერესებს, რომლებიცაა, EMI, Sony Music, Universal Music Group და Warner Music Group.[1]
Musiikkituottajat – IFPI Finland-ის მიზანია ფინეთში ხმისჩამწერი ინდუსტრიის წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემო პირობების უზრუნველყოფა. მიზანი მიიღწევა ხმისჩამწერი ინდუსტრიის დაცვისათვის ეფექტიანი წესებისა და სამართლიანი და კონკურენტუნარიანი სავაჭრო გარემოს უზრუნველყოფის გზით.[1]
ორგანიზაცია დაკავებულია მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვების სერტიფიკაციის, ანუ ოქროს და პლატინის დისკების, მინიჭებით.[2]
Musiikkituottajat ფინეთის მუსიკალური ინდუსტრიის ადგილობრივი ასოციაციაა, რომელიც შედის ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის შემადგენლობაში.[3]
Musiikkituottajat აქვეყნებს ჩარტებს: კერძოდ, Suomen virallinen lista – Albumit (ტოპ-50, ალბომები), Suomen virallinen lista – Singlet (ტოპ-20, სინგლები), Suomen virallinen lista – Mid–price (ტოპ-10) და Suomen virallinen lista – Musiikki DVD:t (ტოპ-10, ალბომები, ვიდეო).[4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო