Dangerous — ამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1991 წლის 26 ნოემბერს. იგი ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის ჩარტში გამოსვლისთანავე #1 ადგილზე მოხვდა, სადაც ასევე შემდეგი ოთხი კვირა გაატარა. 17 წლის განმავლობაში იგი 32 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა - აქედან 7 მილიონი გაიყიდა მხოლოდ აშშ-ში, რამაც ალბომი ყველაზე სწრაფად გაყიდვად დისკად აქცია, წინა სტუდიურ ნაშრომთან Bad შედარებით. ალბომმა მაიკლს მოუტანა 'გრემის' ჯილდო საუკეთესო ხმის ინჟინერის კატეგორიაში.
პროექტი
ალბომის რემასტერინგული გამოცემის ანოტაციის მიხედვით, ჩაწერა დაიწყო 1990 წლის 25 ივნისს, ლოს ანჯელესში, სტუდიაში Ocean Way/Record One. სესიები დასრულდა იმავე სტუდიაში, შემდეგი წლის 29 ოქტომბერს. მაიკლის ხმისჩამწერი სესიებიდან ეს ყველაზე ხანგრძლივი იყო.
1991 წლის მარტში მუსიკოსმა მოაწერა ხელი ლეიბლთან Sony Music 15 წლიან კონტრაქტს. ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში მაიკლმა მიიღო 1 ბილიონი დოლარი, მაგრამ ეს არ დადასტურდა. იმ პერიოდში კომპანიამ გათვალა, რომ თუ ახალი კონტრაქტით გამოცემული ალბომები გაიყიდება ისევე, როგორც ყველა წინა დისკი, მაშინ მთლიანობაში გაყიდვები შემოიტანეს 1 ბილიონ დოლარს. 2006 წლის მარტისათვის, როდესაც კონტრაქტი ამოიწურა, კომპანიამ მას 45 მილიონი დოლარი გადაურიცხა (წელიწადში 1 მილიონი, ასევე 5 მილიონი ყოველი ალბომისთვის). ეს ციფრები არ მოიცავდა ალბომების, სინგლების, ვიდეოფილმების და სხვა პროდუქციის გაყიდვიდან შემოსულ თანხას. კონტრაქტის მიხედვით, მაიკლმა დაახლოებით 175 მილიონი დოლარი მიიღო - მხოლოდ ამ ალბომის გაყიდვიდან.
Dangerous უკვე იწერებოდა, კუინსი ჯონსის რჩევით მოყვანილი პროდიუსერების ტედი რაილისა და ბილი ბოტრელის ხელმძღვანელობით. პირველი მათგანი ე.წ. 'ნიუ ჯეკ სვინგის' გამომგონებელი იყო, ხოლო მეორე - 'გრემის' გამარჯვებული. წინა ალბომი Bad იყო უკანასკნელი დისკი, რომელიც სპეციალურად გრამფირფიტის ფორმატისათვის იწერებოდა, 50-წუთიანი პროგრამისათვის, ხოლო ახალი უკვე 77 წუთს შეადგენდა - 14 სიმღერით დაბოქს-სეტებულ კრებულს, რომლითაც თითქმის იწურებოდა დაშვებული 80-წუთიანი ლიმიტი. გრამფირფიტისათვის იგი ორ დისკად გამოიცა.
თავდაპირველი გამოცემა წარმოადგენდა დიდ ყუთს, ჯექსონის თვალებით. მისი გაშლის დროს უკვე ნამდვილი ყდა ჩანდა, სიურეალისტი მხატვრი მარკ რაიდენის მიერ შექმნილი. Dangerous-ს ყველა მსმენელი დიდი ინტერესით ელოდა. ამ ინტერესს ხაზი გაუსვა ლოს ანჯელესის აეროპორტიდან მოპარულმა ალბომის 30.000 პირველმა ასლმა.
კომერციული წარმატება
Dangerous გამოიცა 1991 წლის 26 ნოემბერს. იგი იქცა მის ყველაზე გაყიდვად დისკად შტატებში - პირველი ორი თვის განმავლობაში იქ მხოლოდ 4 მილიონი დისკი გაიყიდა. ამან ბევრად გაუსწრო დისკის Bad (1987) წარმატებას.
ალბომი მოხვდა ბილბორდის 200 უახლესი ალბომის ჩარტის #1 ადგილზე. პირველ კვირაში უკვე გაიყიდა 326.000 ასლი. იგი კვლავ იმყოფებოდა საუკეთესო ათეულში გამოსვლიდან 65-ე კვირას. 1993 წლის 'გრემის' დაჯილდოებაზე მაიკლის მიერ ჯილდოს მიღების შემდეგ იგი კვლავ იმყოფებოდა #10 ადგილზე. იმ დროისათვის მან ბილბორდის ჩარტში 117 კვირა გაატარა. RIAA-ს შეფასებით, მან მიიღო 7x პლატინის სტატუსი, რადგან მხოლოდ შტატებში გაიყიდა მისი 7 მილიონი ასლი.
ბრიტანეთში იგი კიდევ უფრო პოპულარული იყო. იგი ჩარტების მოხვდა #1 ადგილზე და უკან დატოვა U2-ს Achtung Baby. თუმცა, მეორე კვირას მას ჩაენაცვლა Queen-ის Greatest Hits II - პოპულარობა გამოიწვია ფრედი მერკურის გარდაცვალებამ.
ალბომის პოპულარობამ გამოიწვია საკონცერტო ტურნეს Dangerous ჩატარება. მაიკლის შემდეგი ალბომის HIStory: Past, Present and Future, Book I გამოსვლამდე დისკი უკვე გაიყიდა 22 მილიონი ასლის ოდენობით.