„Celebration Day“ |
---|
|
რეჟისორი |
დიკ კარაზერსი |
---|
მუსიკა |
ლედ ზეპელინი |
---|
სტუდია |
Three P Films Limited |
---|
დისტრიბუტორი |
Omniverse Vision |
---|
გამოსვლის თარიღი |
- 17 ოქტომბერი, 2012 (2012-10-17)
|
---|
ხანგრძლივობა |
124:00 |
---|
ქვეყანა |
ბრიტანეთი |
---|
ენა |
ინგლისური |
---|
შემოსავალი |
2 მილიონი აშშ დოლარი [1] |
Celebration Day — ინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის საკონცერტო ფილმი, რომელიც გადაღებული იქნა 2007 წლის 10 დეკემბერს, ლონდონის დარბაზში O2. იგი გამოიცა ვიდეოფორმატებში 2012 წლის 19 ნოემბერს. 17 ოქტომბრიდან ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა. იგი ასევე გამოვიდა საკონცერტო ალბომის სახით.
გამოსვლა და ჩაწერა
2007 წელს ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა აჰმეტ ერტეგუნის, ლეიბლის Atlantic Records დირექტორის ხსოვნას. ამ კონცერტისათვის ჯგუფის დარჩენილი სამი წევრი გაერთიანდა ჯონ ბონემის შვილ ჯეისონ ბონემთან. მიუხედავად იმისა, რომ მასალა იწერებოდა, ფილმი ან ალბომი ამ ჩანაწერით არ გამოცემულა.
2012 წლის სექტემბერში ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში ადმინისტრაციამ დაიწყო ციფრების გამოქვეყნება, რომლებიც აღებული იქნა ჯგუფის სხვადასხვა ალბომიდან. ყოველდღე ქვეყნდებოდა თითო სურათი, დაწყებული ციფრიდან 5. 2012 წლის 13 სექტემბერს იმავე გვერდზე გამოქვეყნდა როგორც ფილმის პოსტერის ნაწყვეტი, ასევე ვიდეოს სარეკლამო ტრეილერი.
სიმღერების სია
- სეტი
- Good Times Bad Times (ჯონ ბონემი, ჯონ პოლ ჯოუნსი და ჯიმი პეიჯი) – 3:12
- Ramble On (პეიჯი და რობერტ პლანტი) – 5:45
- Black Dog (ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი) – 5:53
- In My Time of Dying (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი) – 11:11
- For Your Life (პეიჯი და პლანტი) – 6:40
- Trampled Under Foot (ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი) – 6:20
- Nobody's Fault but Mine (პეიჯი და პლანტი) – 6:44
- No Quarter (ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი) – 9:22
- Since I've Been Loving You (ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი) – 7:52
- Dazed and Confused (პეიჯი; ჯეიკ ჰოლმსის შთაგონებით) – 11:44
- Stairway to Heaven (პეიჯი და პლანტი) – 8:49
- The Song Remains the Same (პეიჯი და პლანტი) – 5:47
- Misty Mountain Hop (ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი) – 5:08
- Kashmir (ბონემი, პეიჯი, პლანტი) – 9:07
- პირველი ბისი
- Whole Lotta Love (ბონემი, უილი დიქსონი, ჯოუნსი, პეიჯი და პლანტი) – 7:26
- მეორე ბისი
- Rock and Roll (ბონემი, ჯოუნსი, პეიჯი, პლანტი) – 4:35
- ვიდეოს დამატებები
- შეპერტონის რეპეტიცია
- BBC-ს კადრები
შეფასება
ალბომი
პროფესიონალური რეიტინგებიმიმოხილვების ქულები |
---|
წყარო | რეიტინგი |
---|
Allmusic | [2] |
კრიტიკოსებისგან ალბომმა ძირითადად დადებითი შეფასები მიიღო. მიმოხილვათა აგრეგატორ Metacritic-ზე მას აქვს საერთო მიმოხილვებზე დაფუძნებული 81%, რაც „უნივერსალურ აღიარებას“ ნიშნავს.
Billboard 200-ში ალბომი გამოსვლისას მეცხრე ადგილზე მოხვდა.[3]
სერტიფიცირებები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო