ხიბარა (ესპ.Gibara) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციაში. ქალაქი დაარსდა 1817 წლის 16 იანვარს. მას ხშირად „თეთრ ქალაქს“ (ესპ.La Villa Blanca) უწოდებენ. იგი ფლობს მდიდარ ისტორიასა და კულტურას, გამოირჩევა ლამაზი და მდიდარი ლანდშაფტით, არქიტექტურული მოედნებით, ლამაზად ჩამწკრივებული ქუჩებით.