მოა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბარაკოადან ჩრდილო-აღმოსავლეთით და გუანტანამოს ჩრდილოეთით.
გეოგრაფია
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია. გადაკვეთილია რამდენიმე მდინარით, რომელთა შორისაა კასტრო, პუნტა-გორდა, იამანიგუეი, კაიო-გუანი და ა. შ.
ეკონომიკა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება ნიკელის დეპოზიტები, რომელსაც კუბურ-კანადური კომპანია ამუშავებს.
დემოგრაფია
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 75 015 ადამიანს შეადგენდა.[1] 730 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 97,4 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო