მაიარი (ესპ. Mayarí) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციაში.
ქალაქი სათავეს იღებს 1757 წლიდან, როდესაც მის ამჟამინდელ ტერიტორიაზე პირველი ფერმები დაარსდა. 1879 წლის 19 იანვარს ქალაქი მუნიციპალური ცენტრი გახდა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს სიერა-კრისტალის ეროვნული პარკის (ესპ. Parque Nacional Sierra Cristal) გარკვეული ნაწილი, დანარჩენი კი მეზობელ საგუა-დე-ტანამოს მუნიციპალიტეტში. სხვა ატრაქციებს შორისაა კაიო-საეტია — რომელიც მაიარის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ქალაქის სახელი ფიგურირებს 1940-ანი წლების სიმღერაში „Voy para Mayari“.
დემოგრაფია
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 105 505 ადამიანს შეადგენდა.[1] 1 307 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 80,7 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო