|
ტერმინს „ხანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხანი.
|
ხანი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: კაკასხიდი).[1] მდებარეობს მდინარე ხანისწყლისა და ლაიშურას შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 750 მეტრი, ბაღდათიდან 25 კილომეტრი.
სოფელში დგას ისტორიული ძეგლი: 12 მოციქულის სახელობის ეკლესია, რომელიც ამჟამად მოქმედია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 525 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
817 |
435 |
382
|
2014[1] |
525 |
271 |
254
|
ლიტერატურა
სქოლიო