როკითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: დიდველა).[2] მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 140 მეტრი, ბაღდათიდან 10 კილომეტრი. 1980-იანი წლებისთვის სოფელში შემორჩენილი იყო ძელქვის ცალკეული ეგზემპლარები.
ისტორია
1684 წელს სოფელთან გაიმართა როკითის ბრძოლა, რომელშიც იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიის მთავარი გიორგი III გურიელი და შეინარჩუნა ტახტი. XIX საუკუნის 30-იან წლებში სოფელი მეჩხრად იყო დასახლებული. დიუბუა დე მონპერემ სოფელში, ერთ-ერთ მამულში ნახა ზეთისხილის ხე, რაც იშვიათობა იყო. იოჰან გიულდენშტედტის ცნობით ზეთისხილის მოშენება ამ მიდამოებში სცადეს ახალციხელმა ოსმალებმა, მაგრამ უშედეგოდ.
ეკლესია
სოფელში დგას შუა საუკუნეების ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ეკლესია შემკულია რელიეფებითა და ქართული წარწერებით. გარსშემოვლებული ჰქონდა მომწვანო ქვიშაქვის გალავანი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 477 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
619 |
279 |
340
|
2014[1] |
477 |
225 |
252
|
ლიტერატურა
სქოლიო