წითელხევი (ყოფ. სადემეტრაო) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[1] მდებარეობს მდინარე კორისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 200 მეტრი, ბაღდათიდან 7 კილომეტრი. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია და XIX საუკუნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2079 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
3075 |
1465 |
1610
|
2014[1] |
2079 |
1044 |
1035
|
ლიტერატურა
სქოლიო