ცხმორი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბაჯიხევი, ფსორი, ღუნდა). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჯეჯორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1280 მეტრი, ონიდან 10 კილომეტრი. სოფელში საბჭოთა კავშირის დროს იყო საშუალო სკოლა, ბიბლიოთეკა, კლუბი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 31 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1911[2] |
938 |
|
|
2002[3] |
59 |
25 |
34
|
2014[1] |
31 |
20 |
11
|
ლიტერატურა
სქოლიო