სევა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში (ფარახეთის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ზღვის დონიდან 960 მეტრი, ონიდან 9 კილომეტრი.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. 1725 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის ბრძანებით დაანგრიეს სევის თავდაცვითი კოშკები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 84 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
97 |
49 |
48
|
2014[1] |
84 |
40 |
44
|
ლიტერატურა
სქოლიო