ფარახეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალი ჩორდი, სევა, შარდომეთი, ჭიბრევი). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, ონიდან 13 კილომეტრში.
დემოგრაფია
1901 წლის მონაცემებით ფარახეთის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 4 სოფელს და 3016 ადამიანს.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
105 |
40 |
65
|
2014[1] |
49 |
24 |
25
|
სქოლიო