კომანდელი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სომიწო, სხიერი, ქორთა, ქრისტესი, ხირხონისი), მდებარეობს მდინარეების რიონისა და ჯეჯორის შესართავთან, ზღვის დონიდან 880 მეტრი, ონიდან 2 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 55 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
74 |
37 |
37
|
2014[1] |
55 |
24 |
31
|
ისტორია
სოფელი წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე (XVIII ს.) აღნიშნულია გამყრელიძის სახელწოდებით. კომანდელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევები.
ლიტერატურა
სქოლიო