ცენტრალური ლუსონი
ცენტრალური ლუსონი (ასევე ცნობილი როგორც I რეგიონი ; პანგ : Pegley na Luzon ; ტაგ : Gitnang Luzon ; ილოკ : Tengnga a Luzon ) — ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინებში . ძირითადად მოიცავს კუნძულ ლუსონის ცენტრალურ ვაკეებზე მდებარე პროვინციებს: აურორა , ბატაანი , ბულაკანი , ნუევა-ესიხა , პამპანგა , ტარლაკი , სამბალესი .[ 2] რეგიონი ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის უმსხვილესი მწარმოებელია, რის გამოც ხშირად „ფილიპინების ბრინჯის ბეღელს“ უწოდებენ.[ 3]
ეტიმოლოგია
რეგიონის სახელწოდება დაკავშირებულია კუნძულ ლუსონზე მის მდებარეობასთან. ტერმინი ამერიკელმა კოლონიზატორებმა ფილიპინების პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ შემოიღეს. არსებობს დღევანდელი რეგიონის სახელის გადარქმევის ვერსიებიც. ერთ-ერთი ვერსიით, რეგიონს ლუსონესის რეგიონი შეიძლება ეწოდოს, რაც კუნძულ ლუსონის ძველ სახელწოდებასთანაა (Luções ) დაკავშირებული. ლუსონესს თავდაპირველად მთელ ლუსონს უწოდებდნენ, შემდეგ კი კუნძულის ცენტრალურ ნაწილს, ჩრდილოეთით პანგასინანიდან სამხრეთით პამპანგისკენ .[ 4] [ 5]
მიმოხილვა
ცენტრალური ლუსონის რეგიონი მდებარეობს მანილიდან ჩრდილოეთით. რეგიონს ჩრდილოეთიდან ილოკოსის რეგიონი და კაგაიანის ხეობა ესაზღვრება, სამხრეთით — ეროვნული დედაქალაქის რეგიონი , კალაბარსონი და მანილის ყურის წყლები, დასავლეთით — სამხრეთ ჩინეთის ზღვა , აღმოსავლეთით — ფილიპინის ზღვა .[ 6] ისტორიულად, კულტურულად და გეოგრაფიულად პანგასინანი რეგიონის ნაწილი იყო, თუმცა 1973 წლის 22 ივნისს, ფერდინანდ მარკოსის გადაწყვეტილებით ილოკოსის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[ 7]
რეგიონის შემადგენლობაში თოთხმეტი ქალაქი შედის: ბალანგა ბატაანში; მალოლოსი , მეიკაუაიანი და სან-ხოსე-დელ-მონტე ბულაკანში; კაბანატუანი , გაპანი , მუნიოსი და სან-ხოსე ნუევა-ესიხაში; ანხელესი , მაბალაკატი და სან-ფერნანდო პამპანგაში; ტარლაკი ტარლაკში და ოლონგაპო სამბალესში.
რეგიონი ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ჭარბი ბრინჯი ფილიპინების სხვა რეგიონებში გააქვთ.[ 8]
ცენტრალური ლუსონის რეგიონული ცენტრის ფუნქციას პამპანგის პროვინციული დედაქალაქის სან-ფერნანდო ასრულებს. 2002 წლის მაისში N103 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად აურორის პროვინცია სამხრეთ ტაგალოგის რეგიონიდან ცენტრალური ლუსონის რეგიონის შემადგენლობაში გადავიდა.[ 9]
ადმინისტრაციული დაყოფა
ცენტრალური ლუსონის პოლიტიკური რუკა
ცენტრალური ლუსონი მოიცავს 7 პროვინციას , 2 მაღალურბანიზებულ ქალაქს , 12 შემადგენელ ქალაქს , 116 მუნიციპალიტეტსა და 3 102 ბარანგაის .[ 10]
პროვინცია ან მუქ
დედაქალაქი
მოსახლეობა
ფართობი[ 11]
ქალაქები
მუნი.
ბარ.
კმ2
sq ml
/კმ2
/sq ml
აურორა
ბალერი
&&&&&&&&&&&&&&01.900000 1,9%
214336
3,147.32
3.38775× 1010
0
8
151
ბატაანი
ბალანგა
&&&&&&&&&&&&&&06.800000 6,8%
760650
1,372.98
1.47786× 1010
1
11
237
ბულაკანი
მალოლოსი
&&&&&&&&&&&&&029.300000 29,3%
3292071
2,796.10
3.00970× 1010
3
21
569
ნუევა-ესიხა
პალაიანი
&&&&&&&&&&&&&019.200000 19,2%
2151461
5,751.33
6.19068× 1010
5
27
849
პამპანგა
სა-ფერნანდო
&&&&&&&&&&&&&019.600000 19,6%
2198110
2,002.20
2.15515× 1010
2
19
505
ტარლაკი
ტარლაკი
&&&&&&&&&&&&&012.200000 12,2%
1366027
3,053.60
3.28687× 1010
1
17
511
სამბალესი
იბა
&&&&&&&&&&&&&&05.300000 5,3%
590848
3,645.83
3.92434× 1010
0
13
230
ანხელესი
†
—
&&&&&&&&&&&&&&03.700000 3,7%
411634
60.27
648,700,000
—
—
33
ოლონგაპო
†
—
&&&&&&&&&&&&&&02.100000 2,1%
233040
185.00
1.9913× 109
—
—
17
ჯამი
11,218,177
22,014.63
2.3696350517701× 1011
14
116
3,102
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority , 2021.
↑ Central Luzon, Region III, Philippines . flagspot.net.
↑ Edenhofer, Ottmar; Wallacher, Johannes; Lotze-Campen, Hermann; Reder, Michael; Knopf, Brigitte; Müller, Johannes (June 25, 2012) Climate Change, Justice and Sustainability: Linking Climate and Development Policy (en). Springer Science & Business Media, გვ. 206. ISBN 9789400745407 .
↑ http://opinion.inquirer.net/95645/change-name-will-good-philippines
↑ http://news.abs-cbn.com/news/06/13/17/should-the-philippines-be-renamed-historian-weighs-in
↑ Region III, Central Luzon, Geographical Location . evis.net.ph.
↑ Presidential Decree № 224 . ციტირების თარიღი: November 5, 2016.
↑ REGION III (Central Luzon) . National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
↑ Executive Order No. 103; Dividing Region IV into Region IV-A and Region IV-B, Transferring the Province of Aurora to Region III and for Other Purposes (May 17, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2016. ციტატა: „SECTION 4. The Province of Aurora is hereby transferred to and shall form part of Region III.“ ციტირების თარიღი: March 29, 2016.
↑ List of Regions . National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2008. ციტირების თარიღი: January 9, 2011.
↑ PSGC Interactive; List of Provinces . დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2013. ციტირების თარიღი: March 29, 2016.