ჩინური მითოლოგია

ჩინური მითოლოგია აერთიანებს ძველი ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ მითებსა და ლეგენდებს. კლასიკაში, უძველეს ჩინურ წიგნსა და კონფუციურ სახელმძღვანელოებში ჩვენ ვნახულობთ მოთხრობს ადამიანებზე, მეფეებსა და დიდგვაროვნებზე, ჯარისკაცებსა და გლეხებზე (ასევე ბევრია დრაკონებსა და არაამქვეყნიურ სულებზე), მაგრამ არა ღმერთებზე, რაც ჩინურ მითოლოგიას გარკვეულწილად განასხვავებს სხვა მითოლოგიებისაგან.

ზოგადი მიმოხილვა

„ისტორიის წიგნში“, მიუხედავად იმისა, რომ იგი სავარაუდოდ ნახევრად ლეგენდარულია, არაა ჩაწერილი შესაქმის ისტორიები და ის ძირითადად ეხება ადამიანის საქმიანობას. სახელგანთქმული „ცვლილებათა წიგნი“ სიმბოლურია, მაგრამ თხრობითი ფორმა არ გააჩნია და ტრადიციულად განმარტებულია, როგორც რეალურ მოვლენებთან დაკავშირებული. „სიმღერების წიგნი“ ძირითადად ეხება ხალხურ სიმღერებს, მაგრამ რიტუალურ საგალობლებში არის მითოლოგიის კვალი, კლასიკა გადაჭრით ანტიმითოლოგიურია, ასახავს კონფუცის მიმდევარი სწავლულების იდეალებს.

ადრეული დინასტიების დამაარსებლები ამტკიცებდნენ, რომ ჰქონდათ ზებუნებრივი ან ღვთაებრივი წარმომავლობა და ეს ყველაფერი კლასიკაში იყო დამოწმებული. მაგალითად სამეფო გვარის პირველი იმპერატორი, რომელმაც შანის დინასტია დააარსა, მაშინ ჩაისახა, როდესაც დედამისმა კვერცხი გადაყლაპა. ჯიანგ იუანი, ჰოუ-ჯის დედა, ჟოუს მბრძანებლის წინაპარი, დაორსულდა მაშინ, როცა მან ღმერთის ფეხის თითის ნაკვალევს უყურადღებოდ დააბიჯა. ასეთი ისტორიები სავარაუდოდ ასახავს კიდევ უფრო ადრინდელ მითებს, რომლებიც შეიძლება ოფიციალური ლიტერატურის სტრიქონებს შორის დავინახოთ. თანამედროვე ჩინეთის ტომებში (ე.წ. ეროვნული უმცირესობები) შეგროვებული მითები სავარაუდოდ ასახავს სხვადასხვა ხალხის ტრადიციას, რომლისგანაც განვითარდა ჰანი, ანუ ჩრდილოეთ ჩინეთში არსებული ძირითადი ჩინური ჯგუფები. ისინი სავსეა შესაქმის ამბებითა გამოჩენილ მითოლოგიურ გმირთა პერსონებით.

მითური პერსონები

გუან ინის ქანდაკება

ჩანაწერები ცხადყოფს, რომ უძველეს ჩინელებს ჰყავდათ გაისტორიებული მითური პერსონები. განსხვავებით ძველი ბერძნებისგან, რომლებიც ევჰემეროსის (დაახლ. ძვ. წ. 300 წ.) თანახმად, კაცებს ღმერთებად აქცევდნენ, უძველესი ჩინელები ღმერთებს აქცევდნენ კაცებად. კონფუცის მიმდევარ, ტრადიციების შემნახველ სწავლულებს აინტერესებდათ საზოგადოება, ხელისუფლება და ზნეობრივი მოძღვრება. ამ სწავლულებს ისტორია უფრო უკეთ ემსახურებოდა ამ სფეროებში, ვიდრე - მითოლოგიური ცნებები.

ყველაზე ადრეული ჩანაწერები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია უძველესი ჩინეთიდან, არის სამარჩიელო ძვლების მოკლე წარწერები ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან და ისინი გვიჩვენებს უამრავ არსებას, რომლებსაც მსხვერპლს სწირავდნენ. ძალიან მცირე რამ არის ცნობილი თითოეულ მათგანზე. ისინი ძლევამოსილებად მიიჩნეოდნენ და მათი სახელები გვიჩვენებს, რომ აღმოცენდნენ ბუნების მითებიდან, თუმცა მათი ისტორიები სამუდამოდ დაკარგულია. როგორც დერკ ბოდე, ჩინური მითებისა და რიტუალების ავტორიტეტული მცოდნე ამბობს, უძველეს ჩინეთში, რა თქმა უნდა, იყო მითები, მაგრამ არა ერთიანი მითოლოგია. დაოისტური ტრადიციის ადრეული ჩანაწერები - დაო დე ჯინგი და ჟუანგზი, შეიცავს ცნობებს მისტიკურ პერსონებზე, რომლებიც, შესაძლოა მომდინარეობდნენ ტრადიციული მითოლოგიიდან. მათი სახელები გვარწმუნებს, რომ ისინი ალეგორიული ან სიმბოლური ფიგურები. მაგალითისთვის, ჟუანგზიში არის ამბავი ქაოსზე, რომლის მეგობრებიც ცდილობდნენ მის დახმარებას მის სხეულში ხვრელების გაკეთებით, რათა შეძლებოდა სუნთქვა, ხედვა, სმენა და ჭამა და მას ძალიან მოაბეზრეს თავი. ეს მოთხრობები თავის დანიშნულებას კარგად ასრულებდა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ცნობიერ ლიტერატურულ ნაწარმოებს წარმოადგენდა და არა მითების სიუჟეტებს, რომლებიც ჩინური ტრადიციების უფრო ღრმა, არაცნობიერი და დამწერლობამდელი წყაროებიდან მომდინარეობს.

გავლენა ჩინურ მითოლოგიაზე

დაახლოებით ჩვ. წ. I საუკუნეში ინდური რელიგიის, ბუდიზმის, ჩინეთში შეღწევამ ჩინური მითოლოგიის ტრანსფორმაცია მოახდინა. ბუდასა და ინდური ღმერთების სიცოცხლისა და ბუდას წინა სიცოცხლის ამბები, საოცარი მოვლენები, რომლებიც ბუდისტურ სუტრებში გვხვდება, ჩინურად ითარგმნა და ბაზრის მთხრობელების რეპერტუარი გახდა. მათ გავლენა მოახდინეს პოპულარულ მითოლოგიაზე, ხალხურ რელიგიურ სწავლებაზე და ჩამოაყალიბეს დაოისტური რელიგია, რომელმაც ძველი ჩინური ტრადიციები განავითარა და მათი სისტემატიზაცია მოახდინა. მათ ასევე მოიტანეს ახალი ინტერესები თავდაპირველ წარმოშობაში, კოსმოგონიაში (საიდან მვიდა ჩვენთვის ცნობილი სამყარო) და კოსმოლოგიაში (როგორია სამყარო).

ჩინურ ხალხურ რელოგაში ძალიან ძნელია გარკვევა, რომელი მოდის კონფუციანიზმის, დაოიზმისა და ბუდიზმის ტრადციებიდან და რომელი - ადგილობრივი, უძველესი წყაროებიდან. ყველა სოფელსა თუ მიდამოს გააჩნია საკუთარი „ადგილის ღმერთი“ (ტუდიგონგ) და მათი სალოცავები გვხვდება ქუჩებსა და ტაძრებში მთლ ჩინურ დიასპორაში, ხოლო ახლა უკვე სახალხო რესპუბლიკაშიც. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი მოთხრობა და მითი. მაგრამ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალაქის ღმერთების შემთხვევაში, ხშირად გვხვდება, რომ ესენი არიან გაღმერთებული ადამიანები, სამართლიანი მოხელეები, გენერლები და წარსულის გირები. ჩინურ ღმერთებს აქვთ დაბადების დღეები, ჰყავთ ცოლები, შვილები და მოხელეები, რომლებიც მათ ემსახურებიან. ისევე, როგორც ყველა საზოგადოებაში, ჩინური მითბი ახლო კავშირშია რიტუალებთან და დღესასწაულებთან. არსებობს მითები და ლეგენდები, რომლებიც დაკავშირებულია ახალ წელთან, გაზაფხულის მოსვლასთან, მოსავლის აღების დროსთან, ნეფრიტის იმპერატორის დაბადების დღეებთან, კონფუცისთან, ბუდასთან და ლაო-ძისთან, ფარნების დღესასწაულთან, დრაკონის ნავის დღესასწაულთან და „მშიერი მოჩვენების დღესასწაულთან“.

კონფუციური მითოლოგია

კლასიკურ „სიმღერების წიგნის“ 245 სიმღერაში არის საგალობელი, რომელიც სავარაუდოდ აკომპანემენტს უკეთებდა ჯოუს დინასტიის (ტრადიციულად თარიღდება ძვ. წ. 1122- 221) მეფეების მსხვერპლშეწირვის რიტუალს. ის ზეიმობს ჯოუს სამეფო ოჯახის წარმოშობას და პირველი დედაქალაქის დაარსებას ტაიში, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ისინი მთელ ჩრდილოეთ ჩინეთს დაიპყრობდნენ. ეს არის კლასიკური საგმირო მითი, რომელშიც პროტაგონისტს აქვს საიდუმლო, შესაძლოა ღვთაებრივი წარმოშობა, უჩვეულო დაბადება, ის მიტოვებულია, გადარჩენილია, სწრაფად იზრდება და აღასრულებს საგმირო საქმეებს. თუმცა მისი დიდი მიღწევები მხოლოდ ჩინურია - ის გამოიგონებს გლეხურ ცხოვრებას და აწესებს ცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სტილს. ეს ჰიმნი გვიჩვენებს თუ როგორ გახდა ჰუ-ჯის მითი ყოველწლიური გაზაფხულის მსხვერპლშეწირვის საფუძველი, რათა მომავალი სასოფლო წელიწადი იკურთხოს. „კლასიკაში“ გაცილებით დამახასიათებელია ამბები ჩინეთის ბრძენი მეფეების პოვნაზე, რაც აღმოჩენილია „ისტორიის წიგნში“. თავდაპირველად, დაახლოებით 5000 წლის წინ ცხოვრობდა სამი მთავარი, სახელად: ფუ ქსი, შენ ნონგი და უანგ დი (ყვითელი იმპერატორი). ისინი, შესაბამისად იყვნენ გამომგონებლები წერის, სოფლის მეურნეობისა და კალენდრისა - ჩინური ცივილიზაციის ყველა ფუნდამენტური მხარისა. არ არსებობს ისტორიული მოწმობა ამგვარი პირების არსებობის შესახებ, მაგრამ დაახლოებით ჩვ. წ. მესამე ათასწლეულში, შესაძლოა უფრო ადრეც კი, ეს სამივე ძირითადი გამოგონება უეჭველად მოხდა. ალბათ ეს უფრო თანდათანობითი განვითარება იყო, ვიდრე პირების მიერ გამოგონება, მაგრამ მათ აღნიშნეს, ჩინეთში ცივილიზაციის დასაწყისი ზუტი მნიშვნელობით. ასე რომ, ეს პირები არიან „გმირები“, რომლებიც გახდნენ მამები ჩინური ცივილიზაციის მთავარი მხარეებისა (აქ არ არიან „დედები“, განსხვავებით მრავალი სხვა ეროვნული მითოლოგიებისგან).

სამ მთავარს მოჰყვა ხუთი იმპერატორი, რომელთაგან ბოლო ორი იაო და შუნი იყო, ის სამი ბრძენი მეფე, რომელთაც დაიწყეს ჩინური იმპერიის შექმნა. იაომ თავის მემკვიდრედ შუნი აარჩია, როდესაც მან გაიგო, თუ როგორ ახერხებდა ის მშვიდობით ცხოვრებას თავის საშინელ ოჯახთან, რომელთაც სხვა მრავალთან ერთად მისი მოკვლაც კი სცადეს. როდესაც ის ჭის შეკეთებაში იყო გართული, ზემოდან ლოდი დააგდეს. იაომ გამოსცადა შუნი სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებით, შემდეგ ის თავის ორ ქალიშვილზე დააქორწინა, რათა ენახა თუ როგორ მოახერხებდა ის ორივეს გაბედნიერებას. შუნმა ეს ძნელი ამოცანები ჩააბარა და იქნა მეფედ არჩეული იაოს უსაქმური ვაჟიშვილის მაგივრად. ასე დაიწყო ყველაზე ქველი ადამიანის იმპერატორად არჩევის ტრადიცია. შუნის მემკვიდრე იყო იუ, პირველი დინასტიის - სიას დამაარსებელი. ნათქვამია, რომ იუს უდიდესი მიღწევა იყო წყალდიდობის მართვის გაკონტროლება. „იუ რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ყველანი თევზები ვიქნებოდით“, არის ძველი ჩინური გამონათქვამი.

„ისტორიის წიგნი“ აგრძელებს თხრობას იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყეს გადაგვარება სიას მეფეებმა და როგორ შეცვალეს შანის მეფეებმა, რომლებიც მაღალი ღმერთის მიერ იყვნენ არჩეულნი. შანებმა დაკარგეს ზეცის ნდობა და შეიცვალნენ ჯოუს დინასტიის დამაარსებლების მიერ, რომლებიც მაშინ მართავდნენ ქვეყანას, როდესაც დაიწერა „კლასიკა“. თუკი ეს არის მითოლოგია და არა ლეგენდა მაშნ ეს პოლიტიკური მითოლოგიაა და არა რელიგიური. ხაზს უსვამს ჩინეთის მმართველის ლეგიტიმურობასა და ღვთაებრი მოწმობას, მისი მიზანი ცხადად იდეოლოგიურია. ის არ ესადაგება „მითის“ ჩნურ განმარტებას, რომელიც არის შენჰუა (ლაპარაკი სულების შესახებ). თუმცაღა ის არც ისტორიაა და აშკარად ჯდება იმ ფარგლებში, რასაც დასავლეთი „მითოლოგიას“ უწოდებს. მაგალითდ სიას დინასტიის ბოლო მეფის ამბავი აშკარად მითოლოგიურია, რადგანაც ჯი გუი დახატულია, როგორც ბოროტი ურჩხული. ის იმდენად ღონიერი იყო, რომ შეეძლო რკინის ზოდები თოკებად დაეგრიხა, ის ყველას ეომებოდა, და თავისი ქვეშევრდომები მბრძანებლობით დაქანცა. მისგან რომ თავი დაეღწია, ერთმა დიდებულმა მთავართაგანმა მას თავისი ქალიშვილი წარუდგინა დასაქორწინებლად. ჯი გუი ისე აღფრთოვანდა ახალი ცოლით, რომ მას სპილოს ძვლითა და ძვირფასი თვლებით შემკული საწოლი გაუკეთა და გააშენა ბაღი, სადაც მათ შეეძლოთ ზაფხულის ცხელი თვეების მანძილზე გართობა, გააკეთა აუზი და ღვინით აავსო, ხეებზე ხორცი ჩამოკიდა და გარშემო ეგზოტიკური საჭმელები შემოიწყო. ჯი გუი ისე გაირყვნა, რომ მისი ქვეშევრდომები - შანგები, მისი ეგოისტური ქმედებებით დაიღალნენ და მიხვდნენ, რომ სხვა არჩევანი აღარ დარჩენოდათ გარდა მისი ჩამოგდებისა.

შესაქმის მითოლოგია

პან-გუს პორტრეტი

ჩინური შესაქმის მითოლოგია არ იძებნება ყველაზე არდეულ წყაროებში, მაგრამ შესაძლებელია მისი რეკონსტრუქცია გვიანდელი ნაწილების მიხედვით, ისეთით, როგორიცაა „მთათა და ზღვათა კლასიკა“, სადაც ჩინურმა მითებმა უკვე განიცადა ბუდიზმისა და კონფუციური ისტორიზმის გავლენა, თუმცა მათი გადამოწმება შესაძლებელია მომთაბარე ხალხში, როგორიცაა მიაო, შემორჩენილი ზეპირმეტყველების ტრადიციით.

ჩანაწერები შემოქმედის შესახებ, რომელიც უპირისპირდება შესაქმის უპირობო პროცესს, პირველად იძებნება ძვ. წ. მესამე საუკუნეში, ნიშანდობლივია ინდური იდეების შემოტანის შემდეგ, მამრობითი პან-გუსა და მდედრობითი ნუ-გუას შემოქმედთა სახით. პან-გუ მრავალი თვალსაზრისით მესოპოტამიური და ინდური შემქმედი პერსონაჟის მსგავსია. ერთ ჩანაწერში ის აცალკევებს ზეცასა და მიწას, ხოლო მეორეში სამყარო ვითარდება მისი სხეულისგან.

დაოისტური მითოლოგია

ძვ. წ. IV საუკუნის დაოისტურ ტექსტებს მიაწერენ ჟუანგ ჟოუს ანუ მასწავლებელ ჟუანგს (ჟუანგზი). ისინი მოგვითხრობს მუდმივად ცვალებადი სამყაროს შესახებ. ჩრდილოეთ უფსკრულში არის თევზი, სახელად კუნი. ის გიგანტურია და არავინ იცის, რამდენ ათას ლიზეა (მითური საზომის ერთეული) გადაჭიმული. ის ფერიცვალებას განიცდის და იქცევა ჩიტად, სახელად პენგი, რომელსაც იმდენად დიდი ზურგი აქვს, რომ არავინ იცის რამდენი ათასი ლის სიგანისაა. პენგი ჰაერში ხტება და მიფრინავს, მისი ფრთები ზეცაში მოლივლივე ღრუბლების მზგავსია. ეს ჩიტი ტალღების თავზე ლივლივებს და მიემართება ზეციური აუზისაკენ. ეს შეიძლება იყოს ჟუანგის ექსტრაორდინალური წარმოსახვის შედეგი, მაგრამ ისე იკითხება, როგორც კოსმოლოგიური მითი. ჩვ. წ. პირველი საუკუნიდან დაოიზმი გახდა ორგანიზებული რელიგია, ქურუმებით, დისციპლინური და მორალური კანონებით, რიტუალებით და მონანიების ადათ-ჩვევებით. მან სწრაფად განავითრა ღმერთებისა და ქალღმერთების პანთეონი. ყველაზე მაღლ საფეხურზე იდგა სამება, რომელშიც შედიოდა: პირველადი საწყისი ზეციური სიწმინდე, ნეფრიტის იმპერატორი და მაღლა ზეცაში მცხოვრები მბრძანებელი ლაო, რომელიც სხვა არა იყო, თუ არა ლაო-ძი, სავარაუდოდ, ავტორი წიგნისა „წიგნი გზისა და სათნოებისა“. ეს პერსონები და უამრავი სულიერი არსება აღწერილია დიდი რაოდენობის წმინდა წერილებში, რომლებიც ბოლო დროსაა გამოკვლეული. დაოისტური ტრადიციის გასაოცარი მახასიათებელია მდედრობით სქესზე ხაზგასმით აღნიშვნა, რომელიც ლაოძიდან იღებს სათავეს. „წიგნი გზისა და სათნოებისა“ ყველაფრის დასაბამს აღწერს, როგორც „იდუმალი ქალის ჭიშკარს“

ეს ასახულია ერთი კულტის რევოლუციაში რაც ფართოვდება მითოლოგიით დასავლეთის დედა-დედოფლის შესახებ. იგი დასავლეთში საოცრად მაღალ მთაზე ცხოვრობდა და უკვდავების ცოდნის საიდუმლოს ფლობდა. დასავლეთის დედა-დედოფლის სასახლეს ჰქონდა ცხრა სართული და მთლიანად ნეფრიტისგან იყო აშენებული. სასახლის გარშემო განსაცვიფრებელი ბაღებია, სადაც უკვდავების ატმის ხე იზრდება. ამბობენ, რომ აქ ცხოვრობენ უკვდავები და დაუსრულებენ წვეულებებსა და გართობაში არიან. დაოიზმმა ასევე განავითრა რვა უკვდავის მითოლოგია და იკონოგრაფია, რაც გახდა ჩინური რელიგიის განუყოფელი ნაწილი. დაოისტებს სჯერათ, რომ ადამიანებს შეუძლიათ უკვდავები (ქსაინ) გახდნენ სპეციალური წვრთნის შედეგად და მრავალ ამ უკვდავთაგანს სცემდნენ თაყვანს.

საბოლოოდ დაახლოებით XIII საუკუნეში, ეს რვა უკვდავი ადამიანი გამოიყო და მათი გამოსახულებები და სიმბოლოები ტაძრებში გვხვედება მაშინ, როდესაც მათი ისტორიები კვლავაც ვრცელდება, როგორც ბეჭდვითი სახით, ასევე ოპერებში, ხოლო უფრო ახალ დროში - ფილმებში. დაოიზმის რვა უკვდავი; ესენი არიან:

ლუ ტონგბინი

ეს უკვდავი გამოსახულია, როგორც სწავლული, რომელსაც ხელთ ხმალი და მათრახი უპყრია. ლუ შესაძლოა ერთ-ერთი ყვლეზე პოულარულიი უკვდავთაგანი, მრავალი მითის სუბიექტია, როგორიცაა მაგალითად, მის მიერ ყვითელი დრაკონის მოკვლა, მის მიერ კურტიზანის გარდაქმნა - თეთრ ყაყაჩოდ, ყვითელი ფეტვის ხილვა - ზმანება, რომელიც წინასწარ განჭვრეტს წარმატებულ კარიერას და რომელიც მისი მკვლელობით სრულდება.

ჟონგ ლიქუანი

დღეგრძელობის უკვდავი, რომელმაც უძველეს დროს, როგრც ამბობენ აღმოაჩიანა სიცოცხლის ელექსირი. მას ყოველთვის უჭირავს მარაო მიცვალებულების გასაცოცხლებლად და ზოგჯერ უკვდავების ხიდან ატამი მოაქვს.

ცაო გუოჯიუი

ეს ფიგურა ყოველთვის გამოსახულია მოსამართლის სამოსში. ამბობენ, რომ ის ქალი იმპერატორის ძმა იყო, როგორც მსახიობების მფარველი, ის წყვილ კასტანეტს ატარებს. აქვს ბოროტი მკვლელის რეპუტაცია.

ლი ტიეგუაი

ლი ყოველთვის გამოსახულია როგორც მათხოვარი, ყავარჯნითა და სამათხოვრო თასით. ის იყო პირველი უკვდავი, რომელიც სიღარიბისგან თვით დასავლეთის დედა-დედოფამა იხსნა. ის ასევე ცნობილია როგორც „რკინის ყავარჯენი“.

ჟანგ გუოლაო

ჩვეულებრივ, ეს უკვდავი თეთრ ჯორზე ზურგშექცეული იჯდა და ბამბუკისგან დამზადებულ, ცილინდრულ მუსიკალურ ინსტრუმენტს ატარებდა. ის მოხუცად დაიბადა, მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი ოჯახისგან იდევნებოდა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ ნეფრიტის იმპერატორის მიერ უკვდავებით დაჯილდოვდა. ის თავის ჯორს ქაღალდივითკეცავდა და ჯიბეში იდებდა, მხოლოდ მაშინ იღებდა, როდესაც მოოწყალების საქმეების ჩასადენად გაფრენა სჭირდებოდა.

ჰან ქსიანძი

მუსიკოსების ამ მფარველს აყვავებული ატმები და ნეფრიტის ფლეიტა უჭირავს. მან უკვდავება საჩუქრად მას შემდეგ მიიღო, რაც მისი საყვარელი ატმის ხიდან ჩამოვარდა.

ლან ცაიჰე

გაურკვეველი სქესის სათხოვარსა და ქუჩის მომღერალ ლანს ყვავილების კალათა უჭირავს. ისტორიები მისი საინტერესო ფიგურის შესახებ წარმოადგენს მას (ქალს ან კაცს) სიმღერისას, რომელიც ცხოვრებისეულ სიამოვნებებს ესხმის თავს.

ჰე ქსიანგუ

მდედრობითი სქესის უკვდავი, რომელიც ხშირად გამოსახულია ლოტოსით ან სამზარეულოს ჩამჩით ხელში. მრავალი წლის შემდეგ ის გათავისუფლდა ბოროტი დედინაცვლის სამზარეულოში მსახურობისგან. მან უძველესი უკვდავების ხიდ ატმის ჭამით მოიპოვა უკვდავება.

ბუდისტური მითოლოგია

ბუდას ბრინჯაოს ქანდაკება ლაოსიდან

ჩინური ბუდიზმი აგრძელებდა ისტორიული სიდჰართას მითურ ბუდად გამითოლოგების პროცესს, რაც ინდოეთში დაიწყო. უძველესი ჩინური ჩანაწერები ხაზგასმით აღნიშნავს მისი სიცოცხლის სასწაულმოქმედ მოლენებს ინდოეთში, ჩინეთისგან შორს, სადაც ბუდიზმზე არაფერი იცოდნენ ვიდრე ხუთი-ექვსი საუკუნე არ გაივლიდა. მაგალითად, მისი დაბადების ჟამს ამბობენ, რომ ჩინური მდიარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, მთები დაინგრა და მეტეორები გამოჩნდა. იმ დროს იმპერატორმა სწავლულები მოიწვია რჩევისთვის და მათაც მოუთხრეს დიადი ბრძენის შესახებ, რომელიც ჩრდილოეთში დაიბადა. დაოისტებს სხვა ვერსია ჰქონდათ, რომ ბუდა ნამდვილად ლაო-ძი იყო, რომელიც მოხუცებულობისას დასავლეთშ გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც თავისი ნაშრომი - „წიგნი გზისა და სათნოებისა“ დაამთავრა (დასავლეთი უძველესი ჩინეთისთვის ინდოეთი იყო და არა ევროპა).

ყველაზე საინტერესო ჩინური ბუდისტური მითები გუან იინს - საქვეყნოდ ცნობილ მდედრობითი სქესის ღვთაებას ეხება. ისტორიკოსებმა გუან იინის ევოლუციას მიაკვლიეს ინდურ მამრობითი სქესის ბოდჰისატვა ავალოკიტესვარაში, ჩინური ნაყოფიერების ფიგურების გავლენით. სერიოზულად მოაზროვნე ბუდისტებმა გადაარჩინეს მისი (ქალის) ძალაუფლება იმ განცხადებით, რომ ბოდჰისატვას შეუძლია საკუთარი ნებისამებრ შეიცვალოს ფორმა ან სქესი. ერთი მოთხრობა მოგვითხრობს თუ როგორ აღმოაჩენს, რომ კაცები სერიოზულად არ აღიქვამენ მას ქალურობის გამო, მაშინ ის გადაიქცევა კაცად და შემდეგ ისევ საწყის ფორმას უბრუნდება, რათა აჩვენოს, რომ სულიერი ძალისთვის სქესობრივი განსხვავებები უმნიშვნელოა. თუმცაღა ჩინელი ქალები მის ქალურობაში ნახულობენ თანაგრძნობას, როცა სურთ იღბლიანი ქორწინება ან ვაჟების გაჩენა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Renato BongioniInformationsNaissance 14 octobre 1941 (82 ans)BresciaNationalité italienneÉquipes professionnelles 1963-1964Molteni1965G.B.C.1965Vittadello1966Queen Anne1967Vittadello1968 Pepsi-ColaPrincipales victoires Champion du monde sur route amateurs (1962)modifier - modifier le code - modifier Wikidata Renato Bongioni (né le 14 octobre 1941 à Brescia) est un coureur cycliste italien. Professionnel de 1963 à 1968, il a notamment été Champion du monde sur route amateur en 1962...

 

 

Provincial electoral district in Nunavut, CanadaBaker Lake Nunavut electoral districtBoundaries of Baker LakeTerritorial electoral districtLegislatureLegislative Assembly of NunavutMLA    Craig SimailakDistrict created15 February 1999First contested1999Last contested2021DemographicsCensus division(s)Baker Lake Baker Lake (Inuktitut: ᖃᒪᓂᑦᑐᐊᕐᒃ,[1] Inuinnaqtun: Qamanittuaq)[1] is a territorial electoral district (riding) for the Legislative Assembly...

 

 

Questa voce o sezione sull'argomento storia della Francia non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Voce principale: Rivoluzione francese. Quella che segue è la cronologia dei fatti della Rivoluzione francese e delle guerre rivoluzionarie francesi. Indice 1 Eventi precedenti la Rivoluzione 2 Rivoluzione francese 3 Note 4 Bibliografia 5 Voci correl...

Questa voce sull'argomento calciatori italiani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Enrico Cavalieri Nazionalità  Italia Altezza 183 cm Peso 80 kg Calcio Ruolo Portiere Termine carriera 1992 Carriera Squadre di club1 1974-1976 Bologna0 (0)1976-1977 Clodia Sottomarina21 (-24)1977 Bologna0 (0)1977-1979 Avellino0 (0)1979-1980 Genoa11 (-11)1980-1981 Monza11 (-...

 

 

US Navy active rear admirals The shoulder stars, shoulder boards, and sleeve stripes of a U.S. Navy rear admiral (Line officer) This is a list of active duty rear admirals (two-star rear admiral, abbreviated RADM) serving in the United States Navy, United States Coast Guard, United States Public Health Service Commissioned Corps and National Oceanic and Atmospheric Administration Commissioned Officer Corps. Joint positions Department of Defense Office of the Secretary of Defense Position insi...

 

 

Branch of mathematics In three-dimensional Euclidean space, these three planes represent solutions to linear equations, and their intersection represents the set of common solutions: in this case, a unique point. The blue line is the common solution to two of these equations. Linear algebra is the branch of mathematics concerning linear equations such as: a 1 x 1 + ⋯ + a n x n = b , {\displaystyle a_{1}x_{1}+\cdots +a_{n}x_{n}=b,} linear maps such as: ( x 1 , … , x n ) ↦ ...

Pour les articles homonymes, voir Mitchell. Joni Mitchell Joni Mitchell en 1983.Informations générales Nom de naissance Roberta Joan Anderson Naissance 7 novembre 1943 (80 ans)Fort Macleod (Alberta), Canada Genre musical Folk, country rock, folk rock, jazz Instruments Guitare, piano, voix, dulcimer Années actives 1964–20022006–20072013Depuis 2022 Labels Reprise (1968-1972, 1994-2001)Asylum (1972-1981)Geffen (1982-1993)Nonesuch (2002)Hear Music (2007) Site officiel jonimitchell.co...

 

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Piacenza Cathedral – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2022) (Learn how and when to remove this message) Church in Piacenza, ItalyPiacenza Cathedral45°03′01″N 9°41′50″E / 45.05028°N 9.69722°E / 45.05028; 9...

 

 

Emoia caeruleocauda Status konservasi Risiko Rendah  (IUCN 3.1)[1] Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Chordata Subfilum: Vertebrata Kelas: Reptilia Ordo: Squamata Subordo: Sauria Infraordo: Scincomorpha Famili: Scincidae Subfamili: Eugongylinae[2] Genus: Emoia Spesies: E. caeruleocauda Nama binomial Emoia caeruleocauda(De Vis, 1892) Sinonim Mocoa caeruleocauda De Vis, 1892 Lygosoma cyanurum werneri T. Vogt, 1912 Lygosoma werneri triviale Schüz, 1929 Emoia...

一中同表,是台灣处理海峡两岸关系问题的一种主張,認為中华人民共和国與中華民國皆是“整個中國”的一部份,二者因為兩岸現狀,在各自领域有完整的管辖权,互不隶属,同时主張,二者合作便可以搁置对“整个中國”的主权的争议,共同承認雙方皆是中國的一部份,在此基礎上走向終極統一。最早是在2004年由台灣大學政治学教授張亞中所提出,希望兩岸由一中各表�...

 

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Bagian dari seriIslam Rukun Iman Keesaan Allah Malaikat Kitab-kitab Allah Nabi dan Rasul Allah Hari Kiamat Qada dan Qadar Rukun Islam Syahadat Salat Zakat Puasa Haji Sumber hukum Islam al-Qur'an Sunnah (Hadis, Sirah) Tafsir Akidah Fikih Syariat Sejarah...

 

 

American actress (born 1952) Alfre WoodardWoodard at the 19th Screen Actors Guild Awards in 2013Born (1952-11-08) November 8, 1952 (age 71)Tulsa, Oklahoma, U.S.EducationBoston University (BFA)OccupationsActressproducerYears active1973–presentPolitical partyDemocraticSpouse Roderick Spencer ​(m. 1983)​Children2AwardsFull list Alfre Woodard (/ˈælfri ˈwʊdərd/;[1] born November 8, 1952) is an American actress. Known for portraying strong-wille...

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يوليو 2019) هيزل كرين معلومات شخصية الميلاد سنة 1951 [1]  بلفاست  الوفاة 10 نوفمبر 2003 (51–52 سنة)  مواطنة المملكة المتحدة[2] رودسيا[2] جنوب إفريقيا[2] ...

 

 

German zoologist, botanist, and natural historian (1741–1811) Pall. redirects here. For the ancient Roman writer, see Rutilius Taurus Aemilianus Palladius. Peter Simon PallasBorn22 September 1741Berlin, PrussiaDied8 September 1811(1811-09-08) (aged 69)Berlin, PrussiaAlma materUniversity of GöttingenUniversity of HalleUniversity of LeidenKnown forPallasite meteoriteElevation crater theory[1]Scientific careerFieldsZoologyBotanyGeographyGeologyEthnographyNatural history...

 

 

County in Washington, United States This article is about the county in the U.S. state of Washington. For Washington D.C.'s county, see Washington County, DC and District of Columbia County, DC. County in WashingtonColumbia CountyCountyColumbia County Courthouse in Dayton SealLocation within the U.S. state of WashingtonWashington's location within the U.S.Coordinates: 46°18′N 117°55′W / 46.3°N 117.92°W / 46.3; -117.92Country United StatesState Washing...

Solomon BonnahNazionalità Paesi Bassi Altezza165 cm Calcio RuoloDifensore Squadra Austria Klagenfurt CarrieraGiovanili 2008-2012 Zeeburgia2012-2019 Ajax2019-2021 RB Lipsia Squadre di club1 2021-2022 RB Lipsia1 (0)2022- Austria Klagenfurt24 (2) Nazionale 2017-2018 Paesi Bassi U-156 (0)2018 Paesi Bassi U-164 (0)2019-2020 Paesi Bassi U-178 (1)2021- Paesi Bassi U-192 (0) 1 I due numeri indicano le presenze e le reti segnate, per le sole partite di campionato.Il...

 

 

The OriginalsLogo della serieTitolo originaleThe Originals PaeseStati Uniti d'America Anno2013-2018 Formatoserie TV Genereorrore, fantasy, sentimentale, dramma adolescenziale Stagioni5 Episodi92 Durata42 min (episodio) Lingua originaleinglese Rapporto16:9 CreditiIdeatoreJulie Plec Interpreti e personaggi Joseph Morgan: Niklaus Mikaelson Daniel Gillies: Elijah Mikaelson Claire Holt: Rebekah Mikaelson Phoebe Tonkin: Hayley Marshall Charles Michael Davis: Marcel Gerard Daniella Pined...

 

 

Ashkenazi Jewish cake Krantz cake Krantz cake (Hebrew: עוגת קראנץ) is an Ashkenazi Jewish cake prepared using yeast-risen dough.[1] It has been described as the most popular cake in the west side of Jerusalem, and as potentially being the most popular cake in all of Israel.[1] See also Babka (cake) List of cakes List of Israeli dishes References ^ a b Ottolenghi, Y.; Tamimi, S. (2012). Jerusalem: A Cookbook. Potter/TenSpeed/Harmony. p. pt545. ISBN 978-1-6077...

Ruisseau du Sébec Le Sébec à Saint-Siméon. Caractéristiques Longueur 10,9 km [1] Bassin collecteur Risle Débit moyen 1,62 m3/s (Aval rû de Selles (04/12/2012)) [1] Cours Source près des lieux-dits La Moinerie et le Bois l'Abbé · Localisation Épaignes · Altitude 171 m · Coordonnées 49° 15′ 29″ N, 0° 28′ 40″ E Confluence Ruisseau de Tourville · Localisation Tourville-sur-Pont-Audemer · Altitude 34 m · Coordonnées 49�...

 

 

Pour les articles homonymes, voir Consistoire. Cet article est une ébauche concernant le protestantisme. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Le consistoire était, dans les régions protestantes, un organe judiciaire mi-laïc, mi-ecclésiastique, formé des pasteurs et des anciens de l'Église, laïcs élus. Ils avaient pour but de diriger l'église locale et de contrôler les mœurs des citoyens[1]...