ქარა აჰმედ-ფაშა (დ. დაახლ. 1500 - 29 სექტემბერი, 1555) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1553 წლის 6 ოქტომბერიდან, 1555 წლის 29 სექტემბრამდე. ქარა აჰმედ-ფაშას თანამდებობა ეკავა სულთან სულეიმან I-ის მმართველობის დროს.
დიდი ვეზირის თანამდებობის დაკავებამდე იყო რუმელიის ბეგლარბეგი. დაქორწინებული იყო სელიმ I-ის ასულ ფატმა სულთანზე. 1553 წლის 6 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც დამატი რუსტემ-ფაშა გადააყენეს თანამდებობიდან, აჰმედ-ფაშამ დაიკავა მისი ადგილი[1]. 1555 წელს რუსტემ-ფაშამ ჰიურემთან ერთად დაგეგმილი შეთქმულების შედეგად დაადანაშაულა მექრთამეობაში და სულეიმან I-მა იგი სიკვდილით დასაჯა[2]. დაკრძალულია მიმარ სინანის მიერ, მის პატივსაცემად აგებულ მეჩეთში[3].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო