ბენდერლი ალი-ფაშა (თურქ. Benderli Ali Paşa; დ. ? — გ. 1821, კვიპროსი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი მაჰმუდ II-ის მმართველობის პერიოდში.
მისი დაბადების თარიღი უცნობია. ბენდერლი ალი-ფაშა დიდ ვეზირად დაინიშნა 1821 წლის 23 მარტს მაჰმუდ მეორის მმართველობის პერიოდში. 21 აპრილს ის ჩავიდა კონსტანტინოპოლში და ფაქტობრივად მხოლოდ 9 დღე ეკავა თანამდებობა.[1]
ოსმალეთის იმპერიის ბიოგრაფიული წიგნის Sicill-i Osmani-ის მიხედვით 1821 წლის 12 აპრილს სულთანმა მაჰმუდ მეორემ ჩამოაქვეითა ბენდერლი ალი-ფაშა და ის როდოსში გადაასახლა. სამეფო ისტორიკოსის ვაკა-ნიუვის აჰმეტ ჯევდეტ ეფენდის ჩანაწერების მიხედვით კი ის კვიპროსზე გადაასახლეს. ის დაკრძალეს კარაჯააჰმეტის სასაფლაოზე სტამბოლში.
ლიტერატურა
- Sinanoğlu, Mustafa, "Ali Paşa (Benderli)" (1999), Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.1 s.223 ISBN 975-08-0072-9
- Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN 975-333-0383 C.III s.257-258 [1]
- Ahmet Cevdet Pașa:
- (1309 [1893]) Tarih-i Cevdet, Dersaadet [Istanbul] : Matbaa-yi Osmaniye, (Osmanlıca) eski yazı
- Tarih-i Cevdet (12 cilt 6 kitap) Istanbul: Üçdal Neşriyat (თურქული)
- (2006), Tarih-i Cevdet (6 cilt) Istanbul: Hikmet Neşriyat (თურქული)
სქოლიო
- ↑ İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971, p. 72. (თურქული)