ქარამანლი მეჰმედ-ფაშა (თურქ. Karamanlı Mehmed Paşa; დ. 1458, ქარამანი — გ. 1481, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, 1477-1481 წლებში დიდი ვეზირი.
ადრეული წლები
იგი დაიბადა ქარამანში, შემდეგ გაემგზავრა კონსტანტინოპოლში (დღევანდელი სტამბოლი), რათა განათლება მიეღო ველი მაჰმუდ ფაშას მიერ დაარსებულ მედრესეების სასწავლებელში. მოგვიანებით სწორედ აქ, მედრესეების სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. იგი ასევე დაინიშნა სასამართლო კალიგრაფად. ქარამანი ასევე მაღალი ღირებულების წერილების წერაში დაეხმარა აყ-ყოიუნლუს სულთან უზუნ-ჰასანს.
დიდი ვეზირის თანამდებობაზე
კონსტანტინოპოლის დაპყრობის და ჩანდარლი ჰალილ-ფაშას აღსრულების შემდეგ, მეჰმედ II-მ ეთნიკური თურქების ნაცვლად, დევშირმული წარმოშობის ხალხის დანიშვნა მოისურვა დიდი ვეზირის თანამდებობაზე, რათა შესაძლო კრიზისის თავიდან აცილება მოეხერხებინათ. ქარამანლი დიდი ვეზირის თანამდებობაზე მეჰმედ II-მ დანიშნა 1477 წელს. ქარამან მეჰმედ ფაშამ, თანამდებობაზე თავისი მოკლევადიან ყოფნის დროს, ბევრჯერ სცადა ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციის რეფორმირება.
მეჰმედ II-ის გარდაცვალება
1481 წელს, მეჰმედ II გარდაიცვალა. ამ დროს ჯერი დიდ ვეზირებზე მიდგა: მათ უნდა გამოეცხადებინათ სულთნის გარდაცვალების შესახებ, ვიდრე ტახტის მოსამართლე ჩამოვიდოდა დედაქალაქში, იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ ქაოსი. თუმცა, ამ შემთხვევაში,სულთნის ვაჟები დედაქალაქიდან შორს იყვნენ: ბაიაზიდი (შემდგომში ბაიაზიდ II) ამასიაში იყო, ხოლო ჯემ სულთანი - ქარამანში. ქარამან მეჰმედ-ფაშამ გაგზავნა მაცნეები ორივე პრინცთან, მაგრამ რადგანაც ქერმანი დედაქალაქთან ახლოს იყო, ჯემ სულთანს იქ თავის უფროს ძმაზე - ბაიაზიდზე ადრე ჩასვლის შანსი მიეცა. მიუხედავად ამისა, იანიჩრებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ბაიაზიდს, შეიტყვეს სულთნის სიკვდილის შესახებ და იეჭვეს, რომ ქარამან მეჰმედი ჯემ სულთანს ემხრობოდა. იანიჩრები აღშფოთდნენ და მეჰმედ II-ის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქერმან მეჰმედ-ფაშა მოკლეს.
ლიტერატურა
- Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
- Tektaş, Nazım (2002) Sadrazamlar-Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Kitapları.