ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია — ეპარქია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოიცავს ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებს.
ისტორია
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2006 წლის 21 დეკემბერს ჩამოყალიბდა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია.[1] საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე.
ეპარქიაში არსებული მოქმედი ეკლესია-მონასტრები
- თერჯოლის წმიდა გიორგის ეკლესია
- გოგნის წმიდა გიორგის ეკლესია
- სიმონეთის წმიდა გიორგის ეკლესია
- ოდილაურის წმიდა გიორგის ეკლესია
- ტყიბულის წმიდა გიორგის ეკლესია
- გურნის წმიდა გიორგის ეკლესია
- ნაბოსლევის წმიდა გიორგის ეკლესია
- წყირის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია.
- კისორეთის წმიდა გიორგის ეკლესია (ტყიბული)
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| საქართველოს ტერიტორიაზე | |
---|
| საზღვარგარეთ | |
---|
|