ტუნისი (ქალაქი)

ქალაქი
ტუნისი
تونس
ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ვილაიეთი ტუნისი
კოორდინატები 36°48′00″ ჩ. გ. 10°11′00″ ა. გ. / 36.80000° ჩ. გ. 10.18333° ა. გ. / 36.80000; 10.18333
მერი აბას მოჰსენი
ფართობი 212.63 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4
მოსახლეობა 1,200,000 კაცი (2008)
აგლომერაცია 3,980,500
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 71
საფოსტო ინდექსი 1000
ოფიციალური საიტი commune-tunis.gov.tn
ტუნისი (ქალაქი) — ტუნისი
ტუნისი (ქალაქი)

ტუნისი (არაბ. تونس) — ტუნისის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს ამავე სახელწოდების ვილაიეთის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2008 წლის აღწერის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 1 200 000 ადამიანი, ხოლო ტუნისის ურბანულ არეალში დაახლოებით 3 980 500.

ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, რაც აქ არსებულ კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს. აქვე არის ტუნისის ყურე. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ტუნისის ტბა. ამ დასახლებული პუნქტის სიახლოვეს არის ქალაქი ჰალკ-ელ-უედი. ქალაქ ტუნისის სიახლოვეს მდებარეობს ანტიკური დასახლება კართაგენი, რომელიც 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.

ქალაქის სიახლოვეს არსებობს მრავალი ძველი, სამარხი, აბანო და ამფითეატრი. ამ ტერიტორიაზე ადამიანები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 8 000 წლის წინ დასახლდნენ. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში აქ ბერბერები სახლობდნენ. მოგვიანებით უკვე აქ არსებული ქალაქი შევიდა კართაგენისა და ნუმიდიის სახელმწიფოების შემადგენლობაში. ნუმიდიის სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, ეს დასახლება უშუალოდ კართაგენის ნაწილი გახდა. მესამე პუნიკური ომის შემდეგ, კართაგენი დამარცხდა რომთან, რომაელებმა აქ არსებული ქალაქი დაანგრიეს. ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნისთვის ჩრდილოეთი აფრიკა, მათ შორის ტუნისიც მოექცა არაბების გავლენის ქვეშ. აქ დაარსდა პორტი, რამაც ვაჭრობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 973 წლიდან ამ ტერიტორიას ზირედების დინასტია მართავდა. 1121 წლიდან ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე შეიქმნა ალმოჰადების სახალიფო, ქალაქი ტუნისი ამ ახალ სახელმწიფოში გაერთიანდა. 1229-1574 წლებში ტუნისს განაგებდნენ ჰაფსიდები. ამ პერიოდში ქალაქის ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწორედ ტუნისს ეკისრებოდა ვაჭრობის მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ამ რეგიონში. XVI საუკუნესთვის ტუნისი შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალთა მმართველობის შემდეგ, ქალაქი 1881 წელს ფრანგების ხელში გადავიდა, ფრანგულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ ტუნისის ფართობი.

დემოგრაფია

დამოუკიდებლობის შემოდგომ წლებში, ქალაქის მოსახლეობის ზრდა გრძელდებოდა: 21,1% -ით, 1956 წლიდან 1966 წლამდე, ხოლო 1966 წლიდან 1975 წლამდე კი 28,5% -ით .[1] ამ სტაბილურ ზრდას თან ახლდა ცვლილებები, რაც ბუნებრივია დიდ გავლენას ახდენდა ქალაქზე. ქალაქ ტუნისის მოსახლეობა დღესდღეობით 2 000 000 ადამიანს აჭარბებს. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ტუნისის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა ქალაქისა და ქვეყნის მოსახლეობის ზრდის დაბალ მაჩვენებელთან გასამკლავებლად, კერძოდ, მთავრობა ხელს უწყობდა ოჯახების შექმნას და ატარებდა სხვადასხვა ღონისძიებებს. ამასთან, 1994 წლიდან 2004 წლამდე ტუნისის მოსახლეობა წლიურად იზრდებოდა 1,03% -ით. 2004 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქი ტუნისი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 9,9%-ს შეადგენდა. [2] როგორც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, განათლების სისტემა ტუნისშიც სწრაფად განვითარდა XX საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში და მიაღწია ისეთ დონეს, რომელიც ოდნავ აღემატება ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს.

განათლება

ტუნისსა და მის გარეუბნებში არის ქვეყნის მრავალი უნივერსიტეტი, მათ შორის ტუნისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტუნისის კერძო უნივერსიტეტი, კართაგენის უნივერსიტეტი, მანუბას უნივერსიტეტი და სხვა. შესაბამისად, ქალაქში სტუდენტების დიდი რაოდენობა იყრის თავს, 2006 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა დაახლოებით 75 597-ს შეადგენდა.[3]

ქალაქში ასევე მდებარეობს მრავალი სხვა საშუალო დონის სასწავლო დაწესებულება, მაგალითად: ტუნისის ინჟინრების ეროვნული სკოლა, მეცნიერების ეროვნული სკოლა, ტუნისის კომუნიკაციების სამაგისტრო სკოლა და ტუნისის კომუნიკაციებისა ტექნოლოგიური კვლევების უმაღლესი ინსტიტუტი. გარდა ამისა, კერძო სასწავლო ინსტიტუტებში შედის ტუნისის ღია უნივერსიტეტი, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის კერძო სკოლა და ჩრდილოეთ აფრიკის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი. დედაქალაქის საშუალო სკოლებს შორის ყველაზე ცნობილია „Lycée de la Rue du Pacha“, რომელიც დაარსდა 1900 წელს.

გეოგრაფია

ქალაქი ტუნისი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ტუნისში, ტუნისის ტბაზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვას უერთდება ტუნისის არხით, რომელიც მთავრდება „La Goulette“-ს პორტში. უძველესი ქალაქი კართაგენი ტუნისის ჩრდილოეთით ნაწილშია, სანაპირო ზოლის გასწვრივ. ქალაქი მდებარეობს ანალოგიურ გრძედზე, ისევე როგორც ევროპის სამხრეთ წერტილები. ქალაქი ტუნისი აგებულია გორაკიან ფერდობზე. ტუნისის ტერიტორიას უჭირავს 300 000 ჰექტარი ფართობი, აქედან 30 000 არის ურბანიზირებული, დანარჩენი ნაწილდება წყლის ობიექტებზე, აქედან 20 000 ჰექტარი უჭირავს ტბებს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს უჭირავს 250 000 ჰექტარი. ამასთან ურბანიზებული ზონა მუდმივად იზრდება, წელიწადში დაახლოებით 500 ჰექტარით.

ტრანსპორტი

ტუნისის რკინიგზის სადგური.

ქალაქს ემსახურება ტუნის-კართაგენის საერთაშორისო აეროპორტი. მზარდ მეტროპოლიტენს ასევე ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფართო ქსელი, მათ შორის ავტობუსები, მეტრო, აგრეთვე რეგიონალური მატარებელი, რომელიც ქალაქის ცენტრს აკავშირებს ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნებთან. ქალაქში გზები დიდ მასშტაბებზეა განლაგებული და უზრუნველყოფს მზარდი ავტომობილების რაოდენობას, რომელთა უმეტესობაც კერძო საკუთრებაში იმყოფება.

21 -ე საუკუნის დასაწყისისათვის ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტირების სისტემა, რომელიც განვითარდა კომპანია „Société des transports de Tunis“ ხელმძღვანელობით. დაახლოებით 200 ავტობუსის მარშრუტის გარდა, პირველი მსუბუქი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა 1985 წელს. დედაქალაქი ასევე მის ჩრდილოეთ გარეუბნებს უკავშირდება ამ სარკინიგზო ხაზით, რომელიც კვეთს ტუნისის ტბას, და ტბა ამ ხაზით ორ ნაწილად იყოფა. სამხრეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა გაგრძელდა 2008 წლის ნოემბერში და დაგრძელდა 6,8 კილომეტრით. გეგმის თანახმად ქსელის მთლიანი სიგრძე საბოლოოდ დაახლოებით 84 კილომეტრი იქნება.[4]

კლიმატი

ტუნისში არის ცხელი ზაფხული. ხმელთაშუა ზღვის რეგიონებისათვის დამახასიათებელი კლიმატი,[5] რომელიც ხასიათდება, როგორც ცხელი და მშრალი, გახანგრძლივებული ზაფხულითა და ზომიერი ნალექით. ადგილობრივი კლიმატი ბუნებრივია მოქმედებს ქალაქის რელიეფზეც.

ქალაქში ზამთარი არის ყველაზე ნალექიანი სეზონი, სწორედ ამ პერიოდში წვიმების წლიური რაოდენობის მესამედზე მეტი მოდის, საშუალოდ ყოველ ორ ან სამ დღეში სისტემატურად წვიმს. საშუალოდ ზამთრის პერიოდში შეიძლება ტემპერატურა 7 ° C- დან (დილას) 16 ° C- მდე (დღის მეორე ნახევარი) გაიზარდოს. ყინვები მეტად იშვიათია. გაზაფხულზე, ნალექი ორჯერ მცირდება. მზის შუქი იმატებს მაისში, როდესაც საშუალოდ დღეში 10 საათს აღწევს. მარტში ტემპერატურა მერყეობს 8 °C-დან 18° C-მდე , ხოლო მაისში 13 °C-დან 24 °C-მდე შორის. ამასთან, ჩვეულებრივია, რომ ტემპერატურა გაიზარდოს აპრილის დასაწყისში, ხოლო რეკორდული ტემპერატურა აღწევს 40 °C- ს. ზაფხულში, წვიმა თითქმის არ მოდის და მზის სხივები მაქსიმალურად ანათებს. ივნისის, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეების საშუალო ტემპერატურა ძალიან მაღალია. ტემპერატურა დამოკიდებულია ხმელთაშუა ზღვიდან წამოსულ ქარზე. შემდეგ თვეებში ნალექი იმატებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს წაყალდიდობები და დატბოროს მიმდებარე ტერიტორიები.[6][7] ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა 11 °C -დან 20 ° C -მდეა.

კულტურა

ეროვნული მუზეუმი

მუსიკა

ქალაქ ტუნისის მუსიკალური დასი შეიქმნა 1954 წელს სალაჰ ელ მაჰდის მიერ. 1955 წელს დასი გაერთიანდა რადიო ტუნისის ანსამბლთან.[8] ამ ჯგუფმა ხელი შეუწყო მრავალი ტუნისელი მომღერლის, მათ შორის ოულაიასა და ვარსკვლავების გაჩენასა და აღიარებას.

ქალაქ ტუნისის არაბული ორკესტრის ასოციაციამ თავისი საქმიანობა 1982 წლის აპრილის თვის ბოლოს დაიწყო. ასოციაცია მუშაობდა არაბული მუსიკის პოპულარიზაციაზე, მუსიკის სწავლებასა და ტრენინგებზე, სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორც ტუნისის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კულტურის მინისტრის მიერ 1969 წელს შექმნილი ტუნისის სიმფონიური ორკესტრი ყოველთვიურ კონცერტებს ატარებს მუნიციპალურ თეატრსა და ქალაქში არსებულ სხვადასხვა კულტურულ სივრცეში.

საშემსრულებლო ხელოვნება

ქალაქი ტუნისი ქვეყნის კულტურული ცენტრია. ტუნისის მუნიციპალური თეატრი, რომელიც გაიხსნა 1902 წლის 20 ნოემბერს, აჩვენებს საოპერო, საბალეტო, სიმფონიურ კონცერტებსა და ა.შ. ამ თეატრის სცენაზე მრავალი სპექტაკლი რეგულარულად იმართება ადგილობრივი და საერთაშორისო მსახიობების მიერ.[9] ტუნისის ეროვნული თეატრი მნიშვნელოვანი შენობაა.[10] თეატრი 1988 წლიდან მდებარეობს ხაზნადარის სასახლეში. ყოველი „კულტურული სეზონის“ განმავლობაში (1 ოქტომბრიდან 30 ივნისის ჩათვლით) თეატრში იმართება 80-ზე მეტი ღონისძიება.[10] ალ-ჰამრის თეატრი იყო მეორე თეატრი, რომელიც გაიხსნა ტუნისში, ელ-ჯაზიირას გზაზე. ალ-ჰამრა დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეატრი იყო 1930-იან და 1940-იან წლებში.[11] აქვე უნდა აღინიშნოს „El Teatro“ და „iletoile du Nord“ თეატრალური ჯგუფები.

ხელოვნების ეროვნულმა ცენტრმა ქალაქში თოჯინების თეატრი გახსნა 1976 წელს.[10] ხელოვნების ეროვნული სკოლა დაარსდა 1998 წელს ეროვნული თეატრის დირექტორსა და ხელოვნების ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდგომ.

განათლება

ტუნისსა და მის გარეუბნებში არის უნივერსიტეტი, მათ შორის: „ტუნისის უნივერსიტეტი“, „ტუნისის კერძო უნივერსიტეტი“, „ეზ-ზიტუნას უნივერსიტეტი“, „ტუნისის უნივერსიტეტი - ელ-მანარი“, „კართაგენის უნივერსიტეტი“ და „მანუბას უნივერსიტეტი“. შესაბამისად, ქალაქში სტუდენტთა ყველაზე მაღალი რაოდენობაა, ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით. სტუდენტთა რაოდენობა 2006 წლის მონაცემებით 75 597-ს შეადგენდა.[12]

ასევე არსებობს მრავალი სხვა საშუალო დონის სასწავლებელი, მაგალითად: „ტუნისის ინჟინერიის ეროვნული სკოლა“, „მეცნიერების ეროვნული სკოლა“, „ტუნისის კომუნიკაციების სამაგისტრო სკოლა“ და „ტუნისის ტექნოლოგიური კვლევების უმაღლესი ინსტიტუტი“. გარდა ამისა, კერძო სასწავლო დაწესებულებებში შედის „ტუნისის ღია უნივერსიტეტი“ და „ჩრდილოეთ აფრიკის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი“.

დედაქალაქის საშუალო სკოლებს შორის ყველაზე ცნობილია „Lycée de la Rue du Pacha“ (სკოლა დაარსდა 1900 წელს). დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, „ სადიკის კოლეჯი“ (დაარსდა 1875 წელს) და „ხალდუნია“ (დაარსდა 1896 წელს) ასევე იყო აღიარებული. ქვეყანაში საფრანგეთის კვალი დარჩა და ქალაქმა დაიტოვა მრავალი ფრანგული სკოლა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „Lycée Pierre Mendes-France at Mutuelleville“.

რესურსები ინტერნეტში

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Sebag, Paul (1998). Tunis: Histoire d'une ville. Histoire et Perspectives Méditerranéennes. Paris: L'Harmattan. p. 608. ISBN 9782738466105.
  2. Population, répartition proportionnelle et taux d'accroissement par gouvernorat (Institut national de la statistique) დაარქივებული 2013-12-07 საიტზე Wayback Machine.
  3. Statistiques officielles (Ministère de l'éducation nationale) დაარქივებული 2014-02-07 საიტზე Wayback Machine.
  4. Chokri Gharbi, La métamorphose d'une capitale au cœur de la Méditerranée, La Presse de Tunisie
  5. http://koeppen-geiger.vu-wien.ac.at/pics/kottek_et_al_2006.gif
  6. http://www.lapresse.tn/index.php?opt=15&categ=1&news=57211 Imen Haouari, « Pluies torrentielles sur la capitale », La Presse de Tunisie, 25 septembre 2007]
  7. Mongi Gharbi, « Trombes d'eau sur Tunis et certains gouvernorats du pays », La Presse de Tunisie, 14 octobre 2007
  8. Musique et conservatoires (Municipalité de Tunis). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-29. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  9. Théâtres (Municipalité de Tunis). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-25. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  10. 10.0 10.1 10.2 Théâtres (Municipalité de Tunis) დაარქივებული 2009-07-15 საიტზე Wayback Machine.
  11. Théâtres (Municipalité de Tunis). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-15. ციტირების თარიღი: 2020-07-31.
  12. Statistiques officielles (Ministère de l'éducation nationale) დაარქივებული 2014-02-07 საიტზე Wayback Machine.

Read other articles:

Daftar ini belum tentu lengkap. Anda dapat membantu Wikipedia dengan mengembangkannya. Bendera Frisia. Daftar berikut menuliskan para penguasa Frisia. Dari para penguasa Frisia yang secara historis dapat diverifikasi, baik mereka disebut adipati maupun raja, dinasti kerajaan terakhir di bawah ini didirikan oleh keturunan dari raja-raja Merovingian dari kaum Frank, yang sezaman dengan mereka. Daftar penguasa Raja Informasi lebih lanjut: Kerajaan Frisia Finn Folcwalding Audulf Adgillus I (Aldeg...

 

 

العلاقات السويدية الباربادوسية السويد باربادوس   السويد   باربادوس تعديل مصدري - تعديل   العلاقات السويدية الباربادوسية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين السويد وباربادوس.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: و�...

 

 

Infraorder of true bugs Pentatomomorpha Squash bug, Coreidae Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Arthropoda Class: Insecta Order: Hemiptera Suborder: Heteroptera Infraorder: Pentatomomorpha Superfamilies 5–7, see text The Pentatomomorpha comprise an infraorder of insects in the true bug order Hemiptera. It unites such animals as the stink bugs (Pentatomidae), flat bugs (Aradidae), seed bugs (Lygaeidae and Rhyparochromidae), etc. They are closely related to ...

12th and 14th governor of Washington Arthur Langlie12th and 14th Governor of WashingtonIn officeJanuary 12, 1949 – January 16, 1957LieutenantVictor Aloysius MeyersEmmett T. AndersonPreceded byMonrad WallgrenSucceeded byAlbert RoselliniIn officeJanuary 15, 1941 – January 10, 1945LieutenantVictor Aloysius MeyersPreceded byClarence D. MartinSucceeded byMonrad WallgrenChair of the National Governors AssociationIn officeAugust 9, 1955 – June 24, 1956Preceded byRobe...

 

 

Political party in Rhodesia Rhodesian White People's Party AbbreviationRWPPPresidentKen RodgerFounded30 January 1976BannedNovember 1976Split fromRhodesian FrontIdeologyNeo-Nazism White nationalism White supremacism Anti-communism Anti-liberalism[1] Antisemitism Anti-ZionismInternational affiliationWorld Union of National Socialists Kenneth Rodger in 1970 The Rhodesian White People's Party (RWPP) was a Rhodesian neo-Nazi political party led by James Kenneth Ken Rodger and the...

 

 

Shinkansen 700Shinkansen seri 700 melewati Stasiun Maibara di Tokaido ShinkansenBeroperasi1999–presentPembuatHitachi, Kawasaki Heavy Industries, Kinki Sharyo, Nippon SharyoDigantikan olehShinkansen seri 0, Shinkansen seri 100, Shinkansen seri 300Tahun pembuatan1997–2006Mulai beroperasi13 Maret 1999Tahun diafkirkan2011–Jumlah sudah diproduksi1,328 vehicles (91 sets)Jumlah beroperasi160 kereta (18 rangkaian)[1]Jumlah disimpan1 keretaJumlah diafkirkan1,164 kereta (73 rangkaian)Form...

Angsa Putih Sepasang Angsa Putih Status konservasi Risiko Rendah (IUCN 3.1)[1] Klasifikasi ilmiah Domain: Eukaryota Kerajaan: Animalia Filum: Chordata Kelas: Aves Ordo: Anseriformes Famili: Anatidae Genus: Cygnus Spesies: C. olor Nama binomial Cygnus olor(Gmelin, 1789) Peta persebaran (laporan dari eBird)     Persebaran sepanjang tahun     Persebaran musim panas     Persebaran musim dingin Sinonim An...

 

 

Questa voce o sezione sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Varese Football ClubStagione 1991-1992Sport calcio Squadra Varese Allenatore Alfredo Magni Presidente Giulio Nidoli Serie C23º nel girone A. Coppa Italia Serie CSemifinal...

 

 

Ripa Teatinacomune Ripa Teatina – VedutaComplesso monumentale di Porta Gabella LocalizzazioneStato Italia Regione Abruzzo Provincia Chieti AmministrazioneSindacoRoberto Luciani[1] (Lista civica RIPA per Ripa) dal 13-6-2022 TerritorioCoordinate42°21′N 14°14′E / 42.35°N 14.233333°E42.35; 14.233333 (Ripa Teatina)Coordinate: 42°21′N 14°14′E / 42.35°N 14.233333°E42.35; 14.233333 (Ripa Teatina) Altitudine199 ...

Урядник 1-го и обер-офицер 2-го Украинских казачьих полков, в 1812 — 1815 годах.[1] Украи́нские ула́нские полки́ — формирования (уланские полки) Русской императорской армии Вооружённых сил Российской империи, образованные в результате переименования в 1816 году четырёх п...

 

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (أبريل 2019) فيتو ريتشي معلومات شخصية الميلاد سنة 1947 (العمر 76–77 سنة)[1]  كندا[2]  مواطنة الولايات المتحدة[1]  الحياة العملية المهنة ملحن  المواقع ال�...

 

 

Tiara WestlakeLahirTiara Anne Westlake11 Juli 1995 (umur 28)Jakarta, IndonesiaNama lainTiara 7BPekerjaanPemeranTahun aktif2008—sekarang Tiara Anne Westlake (lahir 11 Juli 1995) adalah adalah pemeran Indonesia keturunan Inggris. Filmografi Film Tahun Judul Peran Catatan Ref. 2015 Nenek Siam Kikan Badoet Nikki 2017 Tommi n Jerri Serial televisi Tahun Judul Peran Catatan Ref. 2008 Pelangi Pelangi Anggraini Karya debut 2008—2009 Kasih dan Amara Amara Wiraguna 2010 Seruni Ratu ...

NGC 2468   الكوكبة الوشق[1]  رمز الفهرس NGC 2468 (الفهرس العام الجديد)2MASX J07580247+5621346 (Two Micron All-Sky Survey, Extended source catalogue)IRAS F07540+5629 (IRAS)MCG+09-13-095 (فهرس المجرات الموروفولوجي)PGC 22325 (فهرس المجرات الرئيسية)UGC 4110 (فهرس أوبسالا العام)Z 0754.0+5630 (فهرس المجرات وعناقيد المجرات)Z 287-16 (فهرس المجرات وع�...

 

 

Fencing at the Olympics This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Fencing at the 1968 Summer Olympics – Women's team foil – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2018) (Learn how and when to remove this message) Women's team foilat the Games of the XIX OlympiadVenueFernando Montes de Oca F...

 

 

Official declaration For the racehorse, see Proclamation (horse). Proclamation of King William III of the Netherlands regarding his accession, 1849 Handbill publishing the royal proclamation of King George I, dated 23 September 1715, for the discovery and apprehension of Sir William Wyndham, 3rd Baronet, the Jacobite leader A proclamation (Lat. proclamare, to make public by announcement) is an official declaration issued by a person of authority to make certain announcements known. Proclamati...

Australian cricketer Fred HackPersonal informationFull nameFrederick Theodore HackBorn(1877-08-24)24 August 1877Aldinga, Adelaide, South AustraliaDied10 April 1939(1939-04-10) (aged 61)Brisbane, Queensland, AustraliaBattingRight-handedRelationsAlfred Hack (son)Reginald Hack (son)Domestic team information YearsTeam1898-99 to 1908-09South Australia Career statistics Competition First-class Matches 39 Runs scored 2147 Batting average 29.41 100s/50s 3/11 Top score 158 not out Balls bowl...

 

 

Texture in music This article is about the musical term. For other uses, see Homophony (disambiguation). Homophony in Tallis' If Ye Love Me, composed in 1549. The soprano sings the melody (the primary line) while the lower voices fill out the harmony (as supporting lines). The rhythmic unison in all the parts makes this passage an example of homorhythm. In music, homophony (/həˈmɒf(ə)niː, hoʊ-/;[1][2], Greek: ὁμόφωνος, homóphōnos, from ὁμός, homós, same ...

 

 

Salanoia Musang berekor coklat Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Chordata Kelas: Mamalia Ordo: Carnivora Famili: Eupleridae Subfamili: Galidiinae Genus: SalanoiaGray, 1864 Spesies Salanoia concolor Salanoia durrelli[1] Wilayah persebaran Salanoia Salanoia adalah sebuah genus dari carnivora eupleridae dengan dua spesies yang saat ini dideskripsikan yang ditemukan di Madagaskar.[1] Mereka tampak seperti musang, yang terefleksikan dalam versi lama dari nama Inggris me...

Church in Detroit, Michigan, United States ChurchSt John's Episcopal ChurchDenominationEpiscopal ChurchChurchmanshipHigh ChurchWebsitewww.stjohnsdetroit.orgHistoryDedicationSaint John the ApostleAdministrationProvinceVDioceseEpiscopal Diocese of MichiganClergyRectorThe Rev. Steven Kelly, SSCCurate(s)VacateAssistantThe Rev. Michael Bedford, SSCLaityOrganist/Director of musicDr. Huw R. Lewis, FRCOSt. John's Episcopal ChurchU.S. National Register of Historic PlacesMichigan State Historic Site Lo...

 

 

International hippie camping event Rainbow GatheringTrading circle at Rainbow GatheringStatusActiveGenreFestivalFrequencyAnnually, July 1–7InauguratedJuly 1, 1972Next eventFor 2024, in a US National Forest or National Grassland in California, Oklahoma, or Washington[1]PeopleRainbow Family Rainbow Gatherings are temporary, loosely knit communities of people, who congregate in remote forests around the world for one or more weeks at a time[2] with the stated intention of livin...