ტუვუმბა (ინგლ. Toowoomba) — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 96 567 კაცს[1], ქვეყნის ქალაქებს შორის მოსახლებობის მხრივ ამ დასახლებას 15-ე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 828,90 კაცს. ტუვუმბადან 132 კილომეტრში მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ბრიზბენი[2]. ამ ტერიტორიაზე დასახლება შეიქმნა 1840 წელს, ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1940 წელს.
ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 691 მეტრზე.[3] კლიმატის თვალსაზრისით აქ ყველაზე ცხელი თვეებია: იანვარი და თებერვალი[4], ხოლო ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 944 მმ-ს.
დაძმობილებული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო