კალაუნდრა (ინგლ. Caloundra) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 70 040 ადამიანს[1]. ფართობი შეადგენს 1107 კმ²-ს. კალაუნდრა 90 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ქალაქიდან 45 წუთის სავალში მდებარეობს ბრიზბენის აეროპორტი. კალაუნდრა დაარსდა 1912 წელს. გაშენებულია ტასმანიის ზღვის ნაპირებზე. კალაუნდრას ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და შეადგენს 1578,1 მმ-ს.
გალერეა
-
კინგს-ბიჩი, კალაუნდრა
-
კალაუნდრა
-
ბელკოკ-ბიჩი, კალაუნდრა
-
ქალაქის ხედი ზღვიდან
-
პაბი „იტამოგო“
-
კალაუნდრა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო