მერიბორო (ინგლ. Maryborough) — ქალაქი ავსტრალიაში, მდებარეობს აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 21 777 ადამიანს[1]. მერიბორო 256 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ქალაქ ბანდაბერგს 114 კილომეტრით. მერიბორო დაარსდა 1847 წელს. ქალაქი გაშენებულია ტასმანიის ზღვის სანაპიროზე.
ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ხოლო ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 1155,6 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო