| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი) |
1995 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები — პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნები ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა ედუარდ შევარდნაძემ.
ეუთო-ს დასკვნით, არჩევნებმა საბოლოო ჯამში კარგად ჩაიარა და სხვადასხვა პრობლემას მისი შედეგებისთვის ჩრდილი არ მიუყენებია.[1] თუმცა, ზოგიერთი წყარო მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.[2]
საფუძველი
1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაწესდა პრეზიდენტის თანამდებობა. იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.
კანდიდატები
არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა:
შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 106 557. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 139 369 ადამიანმა. 7980 ბიულეტენი (მონაწილეთა 2,7%) ბათილად ჩაითვალა.
კანდიდატი |
ხმების რაოდენობა |
%
|
ედუარდ შევარდნაძე |
1,589,909 |
74,04
|
ჯუმბერ პატიაშვილი |
414,313 |
19,58
|
აკაკი ბაქრაძე |
31,350 |
1,48
|
პანტელეიმონ გიორგაძე |
10,697 |
0,50
|
ქართლოს ღარიბაშვილი |
10,023 |
0,47
|
როინ ლიპარტელიანი |
7,948 |
0,37
|
ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაცია იმავე წლის 25 ნოემბერს შედგა.
საპარლამენტო არჩევნები
იმავე დღეს პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომელშიც სამმა პარტიამ მოახერხა 5%-იანი ზღვარის გადალახვა. ესენი იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული აღორძინების კავშირი.
სქოლიო