საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1991

‹  საქართველოს დროშა 1995
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
26 მაისი 1991
პრეზ. კანდიდატი ზვიად გამსახურდია ვალერიან ადვაძე
პარტია მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო
მოსახლეობის ხმები 2 565 362 240 243
პროცენტი 86,14% 8,07%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1991 — პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. გაიმართა 1991 წლის 26 მაისს. არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ დიდი უპირატესობით, ხმათა 86%-ით.

ისტორია

რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ზვიად გამსახურდიას მოთხოვნით. იმავე დღეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად ღია კენჭისყრით აირჩია გამსახურდია.

პირველი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 1991 წლის 26 მაისს. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%­-ზე მეტის მხარდაჭერას.

წინასაარჩევნო მზადება

1991 წლის 14 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭსყრით დანიშნულიყო 1991 წლის 26 მაისს. იმავე დადგენილებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება[1].

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა არჩილ ჭირაქაძე, კომისიის მდივანი — ლ. მესხი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 26 მაისის არჩევნების გრაფიკის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა შემდეგი:

  1. პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა ჯგუფების განცხადებანი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის შესახებ (პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შეგროვების უფლების მოპოვება) ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღოს არა უგვიანეს 1991 წლის 23 აპრილის 22 საათისა;
  2. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიები წარედგინოს არა უგვიანეს 1991 წლის 2 მაისის 22 საათისა;
  3. შემოწმდეს პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიები და უზუსტობათა შემთხვევაში შესასწორებლად დაუბრუნდეს მათი წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში, მარა არა უგვიანეს 1991 წლის 7 მაისის 22 საათისა;
  4. პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიები ხელმეორედ წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ მხარდამჭერთა სიების დაბრუნებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1991 წლის 12 მაისის 22 საათისა;
  5. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის დამთავრება და მათთვის მოწმობების გადაცემა უზრუნველყოს მხარდამჭერთა სიების ხელმეორედ წარდგენიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1991 წლის 13 მაისის 22 საათისა;
  6. პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო კამპანია დაიწყოს 1991 წლის 14 მაისიდან და დამთავრდეს 1991 წლის 25 მაისის 24 საათამდე[2].

18 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის შესახებ[3].

24 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამართულ თავის სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატებად გაატარა:

  1. ზვიად გამსახურდია — პოლიტიკური ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოსაგან“;
  2. ირაკლი შენგელაია — პოლიტიკური ბლოკი „თავისუფლებისაგან“;
  3. გიორგი ყორღანაშვილი — „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიისაგან“;
  4. როინ ლიპარტელიანი — „სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირისაგან“;
  5. ჯიმი მიქელაძე — „საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიისაგან“;
  6. ქართლოს ღარიბაშვილი — მოძრაობის „დემოკრატიული საქართველოს“ ამომრჩეველთა ჯგუფისაგან;
  7. ვალერიან ადვაძე — „საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირისაგან“;
  8. ნოდარ ნათაძესაქართველოს სახალხო ფრონტის, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის, ამომრჩეველთა ჯგუფისაგან;
  9. თამაზ კვაჭანტირაძე — საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირისაგან“.

საქართველოს ყველა დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატს მინიჭებული ჰქონდა მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების შეგროვების უფლება. კანონის თანახმად, ეს სიები, რომლებშიც უნდა ყოფილიყო სულ ცოტა 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციისათვის არჩევნებამდე უნდა წარედგინათ არაუგვიანეს 23 დღისა ანუ 1991 წლის 2 მაისის 22 საათისა.

როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჯაბა იოსელიანის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შესახებ ამომრჩეველთა ჯგუფისაგან განცხადება არ იყო მიღებული, რადგან იგი შემოვიდა „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის შემდეგ. ამ ცვლილების თანახმად, არჩევნებში არ მონაწილეობდნენ ის პირები, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივ-საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩეული იყო აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა. ამის შესაბამისად, საინიციტიავო ჯგუფს, რომელმაც დაასახელა ეს კანდიდატურა, არ მიეცა მისის მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების შეგროვების უფლება[4].

26 აპრილს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა. კომისიამ განიხილა ჯაბა იოსელიანის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების საინიციატივო ჯგუფის განცხადება. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თითქოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გადაიცა არასწორი ინფორმაცია ამ ჯგუფის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჭირო საბუთების წარდგენის ვადასთან დაკავშირებით, და კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რადგან „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ კანონში შესწორება შეტანილ იქნა კომისიაში განცხადების წარმოდგენის შემდეგ. ამასთან ჯგუფის აზრით, თვით ეს შესწორებაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და განმარტა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ ჯაბა იოსელიანი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შესახებ განცხადება იმ ფორმით, რომელიც იძლეოდა მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლებას, კომისიაში წარმოადგინეს მიმდინარე წლის 23 აპრილს დღის მეორე ნახევარში, ანუ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“. რაც შეეხება 22 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტს, იგი არ იყო სრულყოფილი (აკლდა: კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაზე და მისი დაბადების ასლი). ამიტომ საარჩევნო კომისიამ ჯაბა იოსელიანის კანდიდატურა არ ცნო 22 აპრილს წარდგენილად, რის შესახებაც მაშინვე ეცნობა ამომრჩეველთა ჯგუფს[5].

პოლიტიკური პარტიებისაგან, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა ჯგუფებისაგან პრეზიდენტობის კანდიდატებად დასახელებული (ზვიად გამსახურდიას გარდა) რვა დანარჩენი პრეტენდენტიდან, პრეზიდენტობის კანდიდატურაზე კენჭის იყრიდა ხუთი კაცი, მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების კომისიაში შემოსვლის კვალობაზე. ესენი იყვნენ: ირაკლი შენგელაია, ჯიმი მიქელაძე, ვალერიან ადვაძე, თამაზ კვაჭანტირაძე და ნოდარ ნათაძე[6].

პრეზიდენტობის არჩევნების კანდიდატად რეგისტრაციის დასასრულს გამოიკვეთა 6 პრეტენდენტი: 1) ზვიად გამსახურდია, 2) ირაკლი შენგელაია, 3) ჯემალ მიქელაძე, 4) ვალერიან ადვაძე, 5) თამაზ კვაჭანტირაძე და 6) ნოდარ ნათაძე.

რეგისტრაციაზე უარი ეთქვა როინ ლიპარტელიანს, რადგან კანონით დადგენილ ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ იქნა 10 000-ზე ნაკლები მისი მხარდამჭერის ხელმოწერა.

გივი ყორღანაშვილმა მხარდამჭერთა ხელმოწერების წარმოდგენამდე მოხსნა თავისი კანდიდატურა.

ქართლოს ღარიბაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ წარმოადგინა მხარდამჭერთა ხელმოწერები[7].

საქართველოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად რუსეთის ქალაქებში მოსკოვსა და ლენინგრადში შეიქმნა საარჩევნო უბნები[8].

არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-შიც[9].

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო მეთვალყურეები. მათი სიტყვებით „არჩევნებმა თავისუფალი ნება გამოხატა და დემოკრატიული არჩევნების საყოველთაოდ მიღებული ნორმების მიხედვით, წესისამებრ წარიმართა. ამომრჩევლებზე ზეგავლენის და საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევები არ ყოფილა. რამდენიმე მეთვალყურემ უმნიშვნელო გადახრები შეამჩნია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, იყო უმნიშვნელო დარღვევებიც, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენდა საარჩევნო პროცესზე, ხმის მიცემაზე ან კიდევ არჩევნების საბოლოო შედეგზე. საქართველოში დემოკრატიული არჩევნების მცირე გამოცდილების გათვალისწინებით არჩევნები ჩინებულად იყო ორგანიზებული[10].

შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 1991 წლის 26 მაისს ჩატარებული საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები.

ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა:

  1. საქართველოს რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი — 3 594 810. არჩევნების მონაწილეთა რიცხვი — 2 978 247, კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი — 2 968 945, ბათილად ცნობილი ბიულეტინების რიცხვი — 39 918;
  2. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა: ზვიად გამსახურდია — 2 565 362, ირაკლი შენგელაია — 26 886, ჯემალ მიქელაძე — 51 717, ვალერიან ადვაძე — 240 243, თამაზ კვაჭანტირაძე — 8 553, ნოდარ ნათაძე — 36 266;
  3. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის თანახმად,
ა) საქართველოს რესპუბლიკის არჩევნები ჩატარებულად იქნა ცნობილი;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ზვიად გამსახურდია[11][12].
პრეზიდენტობის კანდიდატები პარტია ხმები %
ზვიად გამსახურდია მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო 2 565 362 86,14
ვალერიან ადვაძე საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი 240 243 8,07
ჯემალ მიქელაძე საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტია 51 717 1,74
ნოდარ ნათაძე საქართველოს სახალხო ფრონტი 36 266 1,22
ირაკლი შენგელაია ბლოკი „თავისუფლება“ 26 886 0,9
თამაზ კვაჭანტირაძე საქართველოს დემოკრატიული ბლოკი 8 553 0,29
ყველას წინააღმდეგ 9 302 0,31
ბათილად ცნობილი ხმები 39 918 1,34
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 978 247 100,00
აქტივობა 2 978 247 82,85
არ მივიდა არჩევნებზე 616 563 17,15
დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა/აქტივობა 3 594 810 100,00
წყარო: საქართველო - არჩევნების ისტორია 1990-2010[მკვდარი ბმული]


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

Artikel ini perlu dikembangkan agar dapat memenuhi kriteria sebagai entri Wikipedia.Bantulah untuk mengembangkan artikel ini. Jika tidak dikembangkan, artikel ini akan dihapus. Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Kwarcab Pati – berita · surat kabar · ...

 

 

Оболонский заказникукр. «Оболонський заказник» Категория МСОП — IV (Территория управления видами или местообитаниями) Основная информация Площадь400 га  Дата основания20 августа 1996 года  Управляющая организациячастное предприятие «Оболонь»[1] Расположени...

 

 

Pour les articles homonymes, voir Lamoureux et Lucien Lamoureux. Lucien Lamoureux Lucien Lamoureux, député de l'Allier, en 1929. Fonctions Député 1919-1940 Gouvernement IIIe République Groupe politique PRRRS Ministre des Colonies 21 février 1930 – 2 mars 1930(9 jours) Président du Conseil Camille Chautemps Gouvernement Chautemps I Prédécesseur François Piétri Successeur François Piétri Ministre du Budget 31 janvier 1933 – 26 octobre 1933(8 mois et 25 jour...

Pour les articles homonymes, voir Mozambique (homonymie). République du MozambiqueRepública de Moçambique Drapeau du Mozambique Armoiries du Mozambique Hymne en portugais : Pátria Amada (« Patrie aimée ») Fête nationale 25 juin · Événement commémoré Indépendance vis-à-vis du Portugal (1975) Administration Forme de l'État République présidentielle sous régime de parti dominant Président de la République Filipe Nyusi Premier ministre Adriano Maleia...

 

 

Cristo che porta la croce, di Bartolomeo Coda o di Bertucci, ora al Museo civico di Rimini Giovanni Battista Bertucci detto il Giovane (Faenza, 15 febbraio 1539 – 19 febbraio 1614) è stato un pittore italiano, conosciuto anche come Giovan Battista dei Pittori o Giovanni Battista da Faenza. Indice 1 Biografia 2 Opere 3 Note 4 Bibliografia 5 Collegamenti esterni Biografia Giovanni Battista Bertucci, detto il Giovane per distinguerlo dal nonno, ugualmente pittore, Giovanni Battista Bertucci i...

 

 

AirportLuxor International AirportIATA: LXRICAO: HELXSummaryAirport typePublic, MilitaryOperatorEgyptian Airport CompanyServesLuxor, EgyptElevation AMSL294 ft / 90 mCoordinates25°40′15″N 32°42′23″E / 25.67083°N 32.70639°E / 25.67083; 32.70639MapLXRLocation of airport in EgyptRunways Direction Length Surface m ft 02/20 3,000 9,843 Asphalt Sources: Airport web site[1] and DAFIF[2][3] Luxor International Airport (IATA: L...

في-رالي 2 V-Rally 2 المطور إيدن ستوديوز الناشر إلكترونيك آرتس سبايك إنفوجرامز سلسلة اللعبة نيد فور سبيد النظام ويندوز بلاي ستيشن دريم كاست تاریخ الإصدار 31 أكتوبر 1999 نوع اللعبة سباق السيارات النمط لعبة فيديو فرديةلعبة فيديو جماعية الوسائط قرص مرن قرص جي دي مدخلات مقبض،  ولوح...

 

 

Questa voce o sezione sugli argomenti giornalisti e scrittori cileni non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. José Donoso nel 1981 José Donoso Yáñez (Santiago del Cile, 5 ottobre 1924 – Santiago del Cile, 7 dicembre 1996) è stato uno scrittore e giornalista cileno. Firma di José Donoso Indi...

 

 

Сельское поселение России (МО 2-го уровня)Новотитаровское сельское поселение Флаг[d] Герб 45°14′09″ с. ш. 38°58′16″ в. д.HGЯO Страна  Россия Субъект РФ Краснодарский край Район Динской Включает 4 населённых пункта Адм. центр Новотитаровская Глава сельского пос�...

فيرنر هايزنبيرغ (بالألمانية: Werner Karl Heisenberg)‏    معلومات شخصية الميلاد 5 ديسمبر 1901 [1][2][3][4][5][6][7]  فورتسبورغ[8]  الوفاة 1 فبراير 1976 (74 سنة) [1][2][3][4][5][6][7]  ميونخ[9]  سبب الوفاة سرطانة الخلية الكلوية، &#...

 

 

Huddersfield Town 2005–06 football seasonHuddersfield Town2005–06 seasonChairmanKen DavyManagerPeter JacksonLeague One4thPlay-offsSemi-finals(knocked out by Barnsley)FA CupThird round(knocked out by Chelsea)League CupSecond round(knocked out by Blackburn Rovers)League TrophyFirst round(knocked out by Boston United)Top goalscorerLeague: Andy Booth (13)All: Andy BoothGary Taylor-Fletcher(15 each)Highest home attendance19,223 vs. Barnsley (16 May 2006)Lowest home attendance5,518 vs. Welling...

 

 

الممثلية النرويجة لدى السلطة الفلسطينية النرويج فلسطين البلد دولة فلسطين  السَفير تورون فيزتي الموقع الالكتروني الموقع الرسمي  تعديل مصدري - تعديل   الممثلية النرويجية لدى السلطة الفلسطينية هي الجهة الدبلوماسية العُليا النرويجية لدى دولة فلسطين، تأسست عام 1999 وي�...

Girl's christening cap, embroidered tulle, 1828, coll. Livrustkammaren, Stockholm, Sweden. Christening celebration Headgear Christening cap was a headgear of 18th-and early 19th-century.[1][2][3][4][5][6][7] The smallest cap in the collections of Den Gamle By is made of striped silk with linen in tabby weave. It has the measurements approximately a size of woman's fist, from forehead to the back of the neck it measures around 15.5 c...

 

 

Glider equipped with a motor for launch See also: Glider (sailplane) DG-808B 18m self-launching A motor glider is a fixed-wing aircraft that can be flown with or without engine power. The FAI Gliding Commission Sporting Code definition is: a fixed-wing aerodyne equipped with a means of propulsion (MoP), capable of sustained soaring flight without thrust from the means of propulsion.[1] History Carden-Baynes Auxiliary engine In 1935, an occasional or auxiliary motor that could be retra...

 

 

No debe confundirse con Gran Bretaña o Reino Unido. InglaterraEnglandPow Sows Nación constituyenteBanderaEscudo Lema: Dieu et mon droit(francés: Dios y mi derecho) Himno: God Save the King (de facto,[7]​ no de jure)noicon¿Problemas al reproducir este archivo? Coordenadas 53°N 1°O / 53, -1Capital Londres • Población 8 799 800 (2021)Idioma oficial InglésEntidad Nación constituyente • País  Reino UnidoReyPrimer ministro Carlos IIIRishi...

11th Edition of Maccabiah Games 11th MaccabiahHost cityTel Aviv, IsraelNations35[1]Debuting countries Bermuda  Puerto Rico  New ZealandAthletes3,500[1]Events31 sports[1]OpeningJuly 7, 1981[1]ClosingJuly 16, 1981, in Jerusalem; Israeli President Yitzhak Navon[1]Opened byTorch lit by Tal Brody[2]Main venueRamat Gan Stadium← 10th Maccabiah12th Maccabiah → The 11th Maccabiah Games brought 3,450 athletes to Israel...

 

 

This article is about the current incarnation of the team. For previous incarnations of the team, see Hamilton Redbirds and New Jersey Cardinals. Minor league baseball teamState College SpikesFounded in 1958 State College, Pennsylvania Team logo Cap insignia Minor league affiliationsClassCollegiate summer (2021–present)Previous classesClass A Short Season (1958–2020)LeagueMLB Draft League (2021–present)Previous leaguesNew York–Penn League (1958–2020)Major league affiliationsTeamUnaf...

 

 

العلاقات الصينية الكمبودية الصين كمبوديا   الصين   كمبوديا تعديل مصدري - تعديل   العلاقات الصينية الكمبودية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين الصين وكمبوديا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة الص�...

ルイ・ジョリエ ケベックシティのパーラメントビル前にあるルイ・ジョリエの銅像(アルフレッド・ラリベルテ作)生誕 1645年9月21日カナダ、ケベックシティ付近死没 1700年ケベックからアンティコスティ島への道中職業 フランス人探検家署名 テンプレートを表示 ルイ・ジョリエ(Louis Jolliet、1645年9月21日 - 1700年)は、北アメリカ大陸を探検したフランス系カナダ人の...

 

 

Device for making musical sounds Anne Vallayer-Coster, Attributes of Music, 1770. This still life painting depicts a variety of French Baroque musical instruments, such as a natural horn, transverse flute, musette, pardessus de viole, and lute. A musical instrument is a device created or adapted to make musical sounds. In principle, any object that produces sound can be considered a musical instrument—it is through purpose that the object becomes a musical instrument. A person who plays a m...