სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916 (ესპ. Campeonato Sudamericano de Selecciones 1916) — ამერიკის საფეხბურთო თასის პირველი გათამაშება. ჩატარდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში (ბოლო მატჩის გარდა) 1916 წლის 2-19 ივლისს. ტურნირის გამარჯვებული გახდა ურგვაის ეროვნული ნაკრები[1].
მონაწილეები
ფორმატი
ტურნირი შედგებოდა ჯგუფური ეტაპისგან. ჯგუფში 4 გუნდი იყო, რომლებსაც ერთმანეთთან თითო მატჩი უნდა ეთამაშათ. გამარჯვებისთვის გუნდი იღებდა 2 ქულას, ფრისთვის -1, ხოლო წაგებისთვის-არცერთს. ჩემპიონატი მეტად თავისებური სათამაშო გრაფიკით ჩატარდა. თავდაპირველად თავისი სამი მატჩი ჩილემ ითამაშა, შემდეგ კი ურუგვაის და არგენტინის ნაკრებებს ბრაზილია შეერკინა. საბოლოო ჯამში, ტურნირის უკანასკნელმა მატჩმა არგენტინისა და ურგვაის შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან სწორედ ეს გუნდები იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გამარჯვებულის თასით დაჯილდოების საპატიო ცერემონიალი არ გაითვალისწინეს, რის გამოც კონტინენტის უპირველესი საფეხბურთო სანაკრებო შეჯიბრების გამარჯვებული ნაკრებისთვის გადასაცემი თასი მხოლოდ მომდევნო ტურნირის სტარტის წინ დაამზადეს.
თამაშები
სატურნირო ცხრილი
სქოლიო
|
---|
| ტურნირები | |
---|
| ფინალები | |
---|
| ყველა დროის ბომბარდირები | |
---|
|