ერმინიო მასანტონიო (ესპ. Herminio Masantonio; დ. 5 აგვისტო, 1910, ენსენადა, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა — გ. 11 სექტემბერი, 1956, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა „ურაკანის“, „დეფენსორ სპორტინგის“, „ბანფილდისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, გატანილი გოლების რაოდენობით არგენტინის პროფესიული საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს.[1][2]
ბიოგრაფია
დაიბადა 1910 წლის 5 აგვისტოს იტალიელი ემიგრანტების ოჯახში ბუენოს-აირესის პროვინციის პატარა ქალაქ ენსენადაში. ფეხბურთის თამაშს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ პლატენსეს ლიგის მონაწილე „სპორტივა ვილია ალბინოს“ შემადგენლობაში იწყებს. მისი თამაში ყურადღებას იქცევს და მასანტონიოს გასასინჯად „ესტუდიანტესისა“ და „ხიმნასია ლა-პლატას“ მესვეურები უკავშირდებიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე კლუბები ვერ მიდიან. ერთ-ერთი ასეთი მორიგი გასინჯვის დროს საფეხბურთო კლუბ „ხიმნასია ლა-პლატას“ რიგებში, რომელსაც მასანტონიო ბავშვობიდან გულშემატკივრობდა, მისი თამაში „ურაკანის“ პრეზიდენტმა, ლეიტენანტმა ტომას ადოლფო დუსიმ შეამჩნია და კლუბში მიიწვია.[3]
სანაკრებო კარიერა
1935–1942 წლებში იყო არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და 21 ბურთი გაიტანა.[4][5]
მიღწევები
საკლუბო
- ურაკანი
სანაკრებო
- არგენტინა
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო