მარგარეტ მერი ემილი ენ ჰაირა (ინგლ. Margaret Mary Emily Anne Hyra; დ. 19 ნოემბერი, 1961)[1], უკეთ ცნობილი როგორც მეგ რაიანი (ინგლ. Meg Ryan) — ოქროს გლობუსის ნომინანტი ამერიკელი კინომსახიობი, რომელმაც მთავარი როლები შეასრულა 1990–იანი წლების რომანტიკულ კომედიებში: „როცა ჰარი შეხვდა სალის...“ (1991), „უძინარნი სიეტლში“ (1993), „ფრანგული კოცნა“ (1995), „გამუდმებითი სიყვარული“ (1997) „ანგელოზების ქალაქი“ (1998), „თქვენთვის წერილია“ (1998) და „ქეითი & ლეოფოლდი (2001). ყველა ფილმმა ერთად 870 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა[2].
ბიოგრაფია
ადრეული წლები
მეგ რაიანი 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა ქალაქ ფეირფილდში, კონექტიკუტის შტატში. მეგის დედა — სუზან ჯორდანი, პროდიუსერი, ხოლო მამა — ჰარი ჰაირა, მათემატიკის მასწავლებელი იყო. რაიანს ორი და და ერთი ძმა ჰყავს. 1976 წელს როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ, მეგი და მისი და-ძმა, საცხოვრებლად მამასთან დარჩა. მაშინ მეგი 15 წლის იყო. 1979 წელს, როდესაც მეგ რაიანმა სკოლა დაამთავრა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
ადრეული კარიერა
მეგ რაიანის პირველი ფილმი, „მდიდარი და სახელოვანი“, ეკრანებზე, 1981 წელს გამოჩნდა. 1982-1984 წლებში, რაიანი, სერიალ „სანამ მსოფლიო მოტრიალდებაში“ თამაშობდა. თავდაპირველად იგი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებში. მეგ რაიანს, პირველი აღიარება მოუტანა ფილმმა — „შეპირებული ხმელეთი“, რომელიც ეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა.
პირველი ფილმი რომლის მეშვეობითაც მეგ რაიანი ოქროს გლობუსს დაეუფლა იყო „როცა ჰარი შეხვდა სალის...“ ამ უკანასკნელში, რაიანმა სალი ოლბრითი განასახიერა. ფილმი ეკრანებზე 1989 წელს გამოვიდა. რაიანს პარტნიორობას ცნობილი კომიკოსი, ბილი კრისტალი უწევდა. კაფის სცენა სადაც სალი ცრუ ორგაზმს განასახიერებს, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად ითვლება კინემატოგრაფიაში. ხოლო ფრაზა „მეც ის მომართვით — რაც მას“ (ინგ. "I’ll have what she’s having") რომელიც ამ სცენის მომსწერე ერთ-ერთმა მოხუცმა ქალბატონმა წარმოთქვა, 33 ადგილზეა ამერიკული ფილმების საუკეთესო კინოციტატების ასეულში.
ამის შემდეგ რაიანმა ითამაშა ფილმებში The Doors და კოცნის შესავალი. ორივე ფილმს ზომიერი წარმატება ხვდა წილად. აგრეთვე წარმატებული გამოდგა ფილმი „უძინარნი სიეტლში“, ამ უკანასკნელში, მეგ რაიანს პარტნიორობას, მსახიობი ტომ ჰენქსი უწევს. ტომ ჰენქსთან ერთად რაიანს უკვე ჰქონდა ნათამაშები ფილმში „ჯოი ვულკანის წინააღმდეგ“ თუმცა იგი კინოგაქირავებაში ჩავარა.
ფილმოგრაფია
ტელევიზია
წელი
|
სათაური
|
როლი
|
შენიშვნები
|
1982
|
სანამ მსოფლიო მოტრიალდება
|
ბეტსი სტიუარტ მონტგონერი ანდროპულოსი
|
|
1982
|
ABC სპეციალურად სკოლის შემდეგ]]
|
დენისი
|
ეპიზოდი „Amy and the Angel“(ემი და ანგელოზი)
|
1982
|
ერთ-ერთი ბიჭი
|
ჰეინი
|
სერიალი დაიხურა 13 ეპიზოდის შემდეგ
|
1984-85
|
ბრალდებული ჩარლი
|
მეგან პარკერი
|
2 ეპიზოდი
|
1985
|
უაილდსაიდი
|
კოლი ოაქსი
|
6 ეპიზოდი
|
1990-91
|
პლანეტის კაპიტნის გადამრჩენელთა გუნდი
|
ექიმი ბლეითი (გახმოვანება)
|
შემოქმედებითი ჯგუფის წევრი
|
2007
|
სიმფსონები
|
ექიმი სუონი (გახმოვანება)
|
1 ეპიზოდი Yokel Chords
|
2009
|
შენი ენთუზიაზმი მოკვდა
|
საკუთარი თავი
|
მეშვიდე სეზონი
|
დოკუმენტური
წელი
|
სათაური
|
როლი
|
შენიშვნები
|
1994
|
კინოს ასი წლისთავი
|
საკუთარი თავი
|
დოკუმენტური ფილმი პერსონაჟების თანხლებით
|
2002
|
დებრა ვინჯერის ძიებაში
|
საკუთარი თავი
|
როსანა ერქუითის ფილმი
|
პირადი ცხოვრება
მას შემდეგ, რაც მეგ რაიანმა დენის ქუეიდთან ერთად ორ ფილმში ითამაშა (D.O.A. და შინაგანი სამყარო), 1991 წელს, წმინდა ვალენტინის დღეს, ისინი დაქორწინდნენ. რაიანი მხოლოდ მაშინ დათანხმდა ცოლობაზე, როდესაც დევიდმა კოკაინის მოხმარებას თავი დაანება[3]. მათი საერთო შვილი, ჯეკ ქუეიდი, 1992 წლის, 24 აპრილს დაიბადა[4][5] 2000 წელს, მეგი აქტიურად იყო ჩართული ფილმ სიცოცხლის მტკიცებულების გადაღებებში რასელ ქროუსთან ერთად. ის და დენისი დაშორდნენ. საბოლოვო განქორწინება კი 2001 წლის, 16 ივლისს მოხდა[4]. 2008 წლის სექტემბერში, რაიანმა გაამხილა, რომ ქუეიდი მას ქორწინების პერიოდში, დიდი ხნის მანძილზე ღალატობდა[6].
2006 წლის იანვარში, რაიანმა, 14 თვის ჩინელი გოგონა იშვილა[7], სახელად დეიზი თრუ[8]
2011 წლის იანვრიდან, მეგ რაიანს ურთიერთობა აქვს მომღერალ — ჯონ მელენკამპთან. ჯონი საკუთარ მეუღლეს, ელენას, 18 წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა. მათი განქორწინება 2010 წლის 30 დეკემბერს მოხდა[9].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიოს სია