მეტროპოლიტენის ოპერის ასოციაცია (Metropolitan Opera Association), შემოკლებით მეტროპოლიტენ-ოპერა, ან მეტინიუ-იორკში დაარსდა 1880[1] წლის აპრილში და გრანდ ოპერის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. ეს ამერიკის უდიდესი კლასიკური მუსიკის ორგანიზაციია, რომელიც ყოველწლიურად 240 საოპერო წარმოდგენას მართავს. კომპანიის ბინა მეტროპოლიტენის ოპერის სახლი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საოპერო სცენაა. მეტი თერთმეტ სხვა ორგანიზაციასთან ერთად ამჟამად განთავსებულია ლინკოლნის ცენტრში.