ანასტასია (ანიმაციური ფილმი)

„ანასტასია“
რეჟისორი დონ ბლუთი
გერი გოლდმანი
პროდიუსერი დონ ბლუთი
გერი გოლდმანი
კომპოზიტორი დევიდ ნიუმენი
მონტაჟი ბობ ბენდერი, ფიონა ტრეილერი
სტუდია 20th Century Fox Animation
Fox Animation Studios
დისტრიბუტორი 20th Century Fox
პრემიერა
  • 14 ნოემბერი, 1997 (1997-11-14) (ნიუ-იორკი: პრემიერა)
  • 21 ნოემბერი, 1997 (1997-11-21) (აშშ)
ხანგრძლივობა 94 წთ[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 50 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 139.8 მილიონი აშშ დოლარი[2]

ანასტასია (ინგლ. Anastasia) — რეჟისორ დონ ბლუთის ამერიკული მუსიკალური ანიმაციური ფილმი. იგი გამოვიდა 1997 წლის 14 ნოემბერს. შექმნის იდეა მომდინარეობს 20th Century Fox-ის 1956 წლის ამავე სახელწოდების ისტორიული დრამადან. ამერიკულმა კინოსტუდიამ შესთავაზა ბლუთსა და გოლდმენს შეექმნათ ზემოთხსნებული ფილმის ანიმაციური ადაპტაცია, ანდა მიუზიკლისა ჩემი მშვენიერი ლედი.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1916 წელს, რუსეთში, პეტერბურგში, ცარი ნიკოლოზ II რომანოვების საიმპერატორო დინასტიის 300 წლიანი მმართველობის აღსანიშნავად მეჯლისს მართავს. საპატიო სტუმრებს შორისაა ცარის დედა, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა. იგი საყვარელ შვილიშვილს, ანასტასიას, მუსიკალურ ყუთსა და ყელსაბამს (ამავე ყუთის გასაღებს) ჩუქნის, წარწერით ”ერთად პარიზში”. მხიარულება სასახლეში ერთ დროს სამეფო კარის უახლოესი პირის, შემდგომ კი ცარის მიერ ”მოღალატედ” შერაცხილი და გაძევებული თვითმარქვია ბერის - გრიგორი რასპუტინის გამოჩენისთანავე ქრება. იგი შურის საძიებლადაა დაბრუნებული. რასპუტინმა ეშმაკს მიჰყიდა სული რომანოვების სამეფო ოჯახის განადგურების მიზნით. შავი მაგიის დახმარებით იგი რუსეთის რევოლუციას წამოიწყებს. ალყაშემორტყმული სასახლიდან გაქცევის წინ ანასტასია ნაჩუქარი მუსიკალური ყუთის ასაღებად ბებიასთან ერთად შერბის ოთახში. განწირულ მარიესა და ანასტასიას მსახური ბიჭი ეხმარება, რომელსაც საიდუმლო კარის გავლით, სასახლის გარეთ გაყავს ისინი. მატარებლამდე მიღწევის მიზნით იძულებულნი არაინ ფეხით გადაკვეთონ გაყინული მდინარე. ამის შემხედვარე რასპუტინი შეეცდება მათ შეჩერებას, თუმცა თხელი ყინული უეცრად ტყდება და გაყინულ წყალში იძირება. დაძრულ მატარებელზე ასვლას მხოლოდ მარიე ახერხებს, პატარა ანასტასია ფეხდაფეხ მისდევს მას, უეცრად ძირს ეცემა და გონებას კარგავს. ხალხით სავსე მატარებელში გამომწყვდეული მარიე კი იძულებულია მიატოვოს შვილიშვილი. ათი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დედოფალი დაკარგული ანასტასიას პოვნას...

ტრაგედიიდან 10 წლის შემდგომ, საიმპერატორო კარის ყოფილი ორი მსახური - დიმიტრი და ვლადიმერი, დედოფლისაგან ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით, ახალგაზრდა გოგონას პოვნასა და პრინცესა ანასტასიად გასაღებას გადაწყვეტენ. ამასობაში, ქალიშვილი, სახელად - ანია, რომელიც ჯერ კიდევ ფლობს წარსულიდან შერჩენილ ყელსაბამს, წარწერით ”ერთად პარიზში”, მიატოვებს უპატრონო აღსაზრდელთა დაწესებულებას და პეტერბურგისაკენ მიდის, წარსულის მოგონებების კვალდაკვალ. ამნეზიის შედეგად მისი მეხსიერებიდან სრულად ამოიშალა ბავშვობისდროინდელი მოგონებანი. იგი საყვარელ ძაღლ ”პუკასთან” ერთად მიდის პეტერბურგში, სადაც ხვდება დიმიტრისა და ვლადიმირს, რომლებიც გაოცდებიან მშვენიერი ქალიშვილისა და სასახლის სურათზე გამოსახული ახალგაზრდა პრინცესა ანასტასიას მსგავსებით. ისინი გადაწყვეტენ ანიას - ანასტასიად გასაღებას. პარიზისაკენ მიმავალ გზაზე დიმიტრი და ვლადიმირი ასწავლიან მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს დედოფალთან შეხვედრის ჟამს. ამავე დროს დიმიტრისა და ანიას თავდავიწყებით უყვარდებათ ერთმანეთი. მგზავრობისას დიმიტრის თან აღმოაჩნდება მუსიკალური ყუთიც...

ამასობაში ირკვევა, რომ ბოროტი რასპუტინი ჯერ ისევ ცოცხალია. იგი ლიმბოს დემონურ სამეფოშია დატყვევებული, როგორც ცოცხალი გვამი და არ ძალუძს სიკვდილი რომანოვების უკანასკნელი მემკვიდრის განადგურებამდე. მოღალატე ბერს მისი მსახური ალბინოსი ღამურა - ბარტოკი უნებლიეთ გადასცემს ე.წ. ჯადოსნურ რელიქვიას. ამგვარად რასპუტინი კვლავ აღიდგენს შავ ძალებსა და ანიას მოსაკლავად დემონებს გააგზავნის. ორი უშედეგო ცდის შემდგომ კი იძულებულია თავად გაემგზავროს რომანოვების უკანასკნელი შთამომავლის მოსაკლავად.

ანია, დიმიტრი და ვლადიმირი კი პარიზში ჩადიან, სადაც მარიეს ფრეილინას - სოფის ხვდებიან. ამ უკანასკნელს ”ანასტასიებთან” გასაუბრება ევალება, ვინაიდან მრავალჯერ იმედგაცრუებულმა და გულმოკლულმა მარიემ უარი განაცხადა ამ საქმის შესრულებაზე. დიმიტრის მიერ ”გაწვრთნილი” ანია დავალებას მშვენივრად ართმევს თავს. შეკითხვაზე, თუ როგორ შეძლო სასახლიდან გაქცევა (კითხვა, რომელზეც პასუხი წინასწარ არ ჰქონდა მომზადებული), ანია სოფის უამბობს მოსამსახურე ბიჭსა და საიდუმლო გასასვლელის შესახებ... მიუხედავად იმისა, რომ თავადვეა დარწმუნებული თავისივე ნაამბობის სიმცდარეში, დიმიტრი შოკირებულია ანიას პასუხით. მოგვიანებით იგი გაუმხელს ვლადიმირს, რომ ის ბიჭია, ვინც დედოფალი და პატარა ანასტასია საიდუმლო კარის გავლით სამშვიდობოს გაიყვანა და რომ ანია ნამდვილი ანასტასიაა. ამასთან ერთად, დიმიტრი გულგატეხილია, ვინაიდან იცის, რომ პრინცესები ”სამზარეულოს ბიჭებზე” არ ქორწინდებიან...

მიუხედავად ამისა, დიმიტრი ყოველნაირად ცდილობს დედოფლისათვის ანიას წარდგენას, თუმცა მარიეს მისი მოსმენაც კი არ სურს. ანია შემთხვევით ყურს მოკრავს მათ საუბარს. შეიტყობს რა, რომ თავადვეა დიმიტრის გეგმის ნაწილი, გაბრაზებული იჩხუბებს გულისსწორთან და პარიზიდან წასვლას დააპირებს. დიმიტრი იძულებულია მანქანით მოიტაცოს იმპერატრიცა, რომელსაც სწორედ იმ სასტუმროსთან მიიყვანს, სადაც ანია წასასვლელად ემზადება. დიმიტრი მუსიკალურ ყუთს გადასცემს მარიეს და აიძულებს წასვლის წინ თვალი შეავლოდ და გამოელაპარაკოს ანიას. შეხვედრისას ანია გაიხსენებს მივიწყებულ ბავშვობის მომენტებსა და, მათ შორის, მუსიკალურ ყუთსაც... ამღერდებიან რა ერთად იმ მელოდიაზე, რომელსაც მუსიკალური ყუთი უკრავს, მარიე საბოლოოდ რწმუნდება, რომ დაკარგული შვილიშვილი სასწაულებრივად იპოვა.

გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჟამს დიმიტრი უარს აცხადებს მარიეს გასამრჯელოზე, იგი წასვლას გადაწყვეტს. ინაუგურაციის ბალზე მარიე გაუმხელს ანიას დიმიტრის გადაწყვეტილებას და პრინცესაც აცნობიერებს შეცდომას. ამასობაში ძაღლი პუკა ბაღის ლაბირინთისაკენ მირბის და ანიაც იძულებულია გაჰყვეს მას. ალექსანდრეს ხიდზე ანიას ბოროტი რასპუტინი ხვდება, რომელიც გაყინულ სენაში ცდილობს პრინცესას გადაგდებას. დიმიტრი ბრუნდება ანიას დასახმარებლად. დაძაბული ბრძოლის შემდგომ ანასტასია ახერხებს მაგიური რელიქვიის ხელში ჩაგდებას, ფეხით ამსხვრევს მას და საბოლოოდ ანადგურებს ბოროტ რასპუტინს.

დიმიტრი და ანია შეუღლდებიან. მარიესა და სოფისათვის გამოსამშვიდობებელი წერილების მიწერის შემდგომ ისინი, პუკასთან ერთად, ნავით მიემგზავრებიან. ფილმი წყვილის მშვენიერი ამბორით სრულდება, ამასთან ერთად ბარტოკიც პოულობს გულისსწორს, მიმზიდველ ქალ ღამურასა და ნაზ ამბორს უგზავნის მას.

გახმოვანება

ხმის

მსახიობი პერსონაჟ(ებ)ი
მეგ რაიანი ანასტასია/ანია
ჯონ კიუსაკი დიმიტრი პავლოვიჩი
კელსი გრემერი ვლადიმირი
კრისტოფერ ლოიდი რასპუტინი
ჰენკ აზარია ბარტოკი (რასპუტინის ღამურა)
ბერნადეტ პიტერსი სოფი
კირსტენ დანსტი ახალგაზრდა ანასტასია
ანჯელა ლენსბერი იმპერატრიცა მარია თედორეს ასული

სიმღერა

მომღერალი პერსონაჟი
ლიზ კოლეუეი ანასტასია (ანია)
ჯონათან დოკუჩიცი დიმიტრი
ლეისი ჩაბერტი ახალგაზრდა ანასტასია
ჯიმ კამინგსი რასპუტინი

ფილმის გამოშვება

”ანასტასიას” პრემიერა ნიუ იორკში, 1997 წლის 14 ნოემბერს შედგა. ჩრდილო ამერიკის მასშტაბით ფილმმა 58,406,000 აშშ დოლარი მოაგროვა, საერთო შემოსავალი კი $139,804,348 შეადგენს.

მუსიკა

ყველა ტექსტის ავტორი — ლინ არენსი; მუსიკა — დევიდ ნიუმენი და სტივენ ფლაერტი.

#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„A Rumor in St. Petersburg“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტიჯონათან დოკუჩიცი, კელსი გრემერი3:25
2.„Journey to the Past“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტილიზ კოლეუეი2:55
3.„Once Upon a December“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტილიზ კოლეუეი2:48
4.„In the Dark of the Night“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტიჯიმ კამინგსი3:21
5.„Learn to Do It“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტიჯონათან დოკუჩიცი, კელსი გრემერი, ლიზ კოლეუეი2:36
6.„Learn to Do It (Waltz Reprise)“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტიჯონათან დოკუჩიცი, კელსი გრემერი, ლიზ კოლეუეი1:45
7.„Paris Holds the Key (To Your Heart)“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტიჯონათან დოკუჩიცი, ბერნადეტ პიტერსი3:02
8.„At the Beginning“რიჩარდ მარქსი, ლინ არენსი, სტივენ ფლაერტირიჩარდ მარქსი, დონა ლუისი3:40
9.„Journey to the Past“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტიაალია4:04
10.„Once Upon a December“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტიდიენა კარტერი3:34
11.„Prologue“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტი; დევიდ ნიუმენი 6:23
12.„Speaking of Sophie“დევიდ ნიუმენი 2:36
13.„The Nightmare“დევიდ ნიუმენი 3:05
14.„Kidnap and Reunion“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტი; დევიდ ნიუმენი 4:29
15.„Reminiscing with Grandma“დევიდ ნიუმენი 3:17
16.„Finale“დევიდ ნიუმენი 2:59
17.„Viaje Tiempo Atrás (Journey to the Past)“ლინ არენსი; სტივენ ფლაერტითალია3:07

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ANASTASIA (U). British Board of Film Classification (December 5, 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 22, 2014. ციტირების თარიღი: March 19, 2013.
  2. Anastasia (1997) - Box Office Mojo. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: September 21, 2009.

Read other articles:

Часть серии статей о Холокосте Идеология и политика Расовая гигиена · Расовый антисемитизм · Нацистская расовая политика · Нюрнбергские расовые законы Шоа Лагеря смерти Белжец · Дахау · Майданек · Малый Тростенец · Маутхаузен ·&...

 

American media franchise The IncrediblesOfficial franchise logoCreated byBrad BirdOriginal workThe Incredibles (2004)OwnerDisney Enterprises, Inc.Years2004–presentFilms and televisionFilm(s) The Incredibles (2004) Incredibles 2 (2018) Short film(s) Jack-Jack Attack (2005) Mr. Incredible and Pals (2005) Auntie Edna (2018) Chore Day – The Incredibles Way (2021) Cookie Num Num (2021) GamesVideo game(s) The Incredibles (2004) Rise of the Underminer (2005) Disney Infinity (2013)* Lego The Incr...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Johann...

Piala FA ThailandPenyelenggaraFATMulai digelar1980; 44 tahun lalu (1980)WilayahThailandJumlah tim736 (2016–17)Piala domestikPiala Championship ThailandPiala internasionalLiga Champions AFCJuara bertahanBuriram United (5 gelar)Tim tersuksesBuriram United, Rajpracha (5 gelar)Televisi penyiarTrueVisionsSitus webFA Cup Piala FA Thailand 2022–23 Piala FA Thailand (Thai: ไทยเอฟเอคัพ), dikenal secara resmi sebagai Piala Asosiasi Sepak Bola Thailand, adalah kompetisi pi...

 

PT Screenplay ProduksiNama dagangScreenplay ProductionsJenisPerseroan terbatasIndustriPerfilmanDidirikan13 Agustus 2010; 13 tahun lalu (2010-08-13) di Jakarta, IndonesiaKantorpusatSCTV Tower, Senayan City, Jl. Asia Afrika Lot 19, Tanah Abang, IndonesiaWilayah operasiIndonesiaTokohkunciWicky V. OlindoPemiliklihat daftarIndukElang Mahkota TeknologiSitus webscreenplayproductions.co.id PT Screenplay Produksi (Screenplay Productions) adalah rumah produksi yang didirikan 13 Agustus 2010 di Ja...

 

Contemporary hit radio station in Oklahoma City For the airport with ICAO code KJYO, see Leesburg Executive Airport. KJYOOklahoma City, OklahomaBroadcast areaOklahoma City MetroplexFrequency102.7 MHz (HD Radio)BrandingKJ103ProgrammingFormatTop 40 (CHR)AffiliationsPremiere NetworksOwnershipOwneriHeartMedia(iHM Licenses, LLC)Sister stationsKGHM, KOKQ, KTOK, KTST, KXXY-FMHistoryFirst air dateApril 9, 1961 [1]Former call signsKJEM (1961–1972)KAFG (1972–1977)KZUE (1977–1981)Call sig...

Siaga Bantu adalah tingkatan kedua Syarat-syarat Kecakapan Umum dalam satuan Pramuka Siaga. selain Siaga Mula dan Siaga Tata. Syarat-syarat yang harus dipenuhi Untuk mencapai tingkat Siaga Bantu, seorang Pramuka Siaga Mula harus memenuhi syarat-syarat sebagai berikut: Rajin dan giat mengikuti latihan Perindukan sebagai Siaga Mula, sekurang-kurangnya 10 kali latihan. Bersungguh-sungguh mengamalkan Dwi Darma dan Dwi Satya. Tahu arti lambang Gerakan Pramuka Dapat memelihara bendera kebangsaan I...

 

Untuk Ubud sebagai kawasan, lihat Ubud. UbudKecamatanPeta lokasi Kecamatan UbudNegara IndonesiaProvinsiBaliKabupatenGianyarPemerintahan • CamatDrs. I Kadek Alit Wirawan, M.A.P (2009)[1]Populasi • Total78,852 jiwa (2.014)[2] 69,323 jiwa (2.010)[3] jiwaKode pos80571Kode Kemendagri51.04.05 Kode BPS5104050 Luas42,38 Km²Desa/kelurahan7 Desa1 Kelurahan Kecamatan Ubud adalah sebuah kecamatan di Kabupaten Gianyar, Bali, Indonesia. Luasnya adalah 4...

 

Синелобый амазон Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:ЗавропсидыКласс:Пт�...

Johan Anuar Pelaksana Tugas Bupati Ogan Komering UluMasa jabatan8 Maret 2021 – 8 Maret 2021PresidenJoko WidodoGubernurHerman DeruPendahuluAlm. Kuryana AzisPenggantiEdward Chandra (Plh)Wakil Bupati Ogan Komering Ulu ke-4Masa jabatan17 Februari 2016 – 8 Maret 2021PresidenJoko WidodoGubernurAlex NoerdinHadi Prabowo (Pj.)Herman DeruBupatiAlm. Kuryana AzisPendahuluAlm. Kuryana AzisPenggantiPetahana Informasi pribadiLahirJohan Anuar(1965-08-07)7 Agustus 1965Baturaja, Sumat...

 

2016 studio album by LambchopFLOTUSStudio album by LambchopReleasedNovember 4, 2016StudioBattle Tapes Recording, NashvilleGenreIndietronica, electronica[1][2]Length68:46LabelCity Slang, MergeLambchop chronology Mr M(2012) FLOTUS(2016) This (Is What I Wanted to Tell You)(2019) Professional ratingsAggregate scoresSourceRatingAnyDecentMusic?8.0/10[3]Metacritic83/100[4]Review scoresSourceRatingAllMusic[5]The A.V. ClubB+[6]The Guardian[7&...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: KGLK – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2009) (Learn how and when to remove this message) Radio station in Lake Jackson, TexasKGLKLake Jackson, TexasBroadcast areaGreater HoustonFrequency107.5 MHz (HD Radio)BrandingHouston's Eagle @ 106.9 &...

В Википедии есть статьи о других людях с такой фамилией, см. Шоу; Шоу, Джордж. Бернард Шоуангл. Bernard Shaw 1909 год Имя при рождении George Bernard Shaw Дата рождения 26 июля 1856(1856-07-26)[1][2][…] Место рождения Дублин, Соединённое Королевство Великобритании и Ирландии Дата смерти 2 н�...

 

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: コルク – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL(2017年4月) コルクを打ち抜いて作った瓶の栓 コルク(木栓、�...

 

Village in Southern Transdanubia, HungaryÖtvöskónyi Otoš / Kunja (in Croatian)VillageCzindery Mansion Coat of armsÖtvöskónyiLocation of ÖtvöskónyiCoordinates: 46°17′16″N 17°21′38″E / 46.28778°N 17.36051°E / 46.28778; 17.36051Country HungaryRegionSouthern TransdanubiaCountySomogyDistrictNagyatádRC DioceseKaposvárArea • Total27.71 km2 (10.70 sq mi)Population (2017) • Total924[1]Demonym(s)kó...

Major League Baseball team season 2006 Chicago CubsLeagueNational LeagueDivisionCentralBallparkWrigley FieldCityChicagoRecord66–96 (.407)Divisional place6thOwnersTribune CompanyGeneral managersJim HendryManagersDusty BakerTelevisionCSN ChicagoSuperstation WGNWCIU-TV(Len Kasper, Bob Brenly)RadioWGN(Pat Hughes, Ron Santo)StatsESPN.comBB-reference ← 2005 Seasons 2007 → The 2006 Chicago Cubs season was the 135th season of the Chicago Cubs franchise, the 131st in the ...

 

Fribourg/Freiburg Lambang kebesaranNegaraSwissKantonFribourgDistrikSarinePemerintahan • WalikotaSyndic (daftar)Pierre-Alain Clément SPS/PSS(per 2008)Luas[1] • Total9,28 km2 (3,58 sq mi)Ketinggian610 m (2,000 ft)Ketinggian tertinggi (Schönberg)702 m (2,303 ft)Populasi (Kesalahan: waktu tidak sah.[2]) • Total35,680 • Kepadatan3,800/km2 (10,000/sq mi)Kode pos1700...

 

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

The National Collegiate Athletic Association (NCAA) is divided into three divisions: Division I, Division II, and Division III. The main reason for Division II and Division III schools to compete in Division I is that certain sports have either only a single division or only Divisions I and III. As a result of this, there are some D-II and III conferences with a conference championship in a sport that has only one or two NCAA divisions (e.g. bowling, men's volleyball). Some schools, however,...

 

Radio station in County Kildare, Ireland For the martial art KFM, see Batman Begins § Keysi Fighting Method. This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Kfm Ireland – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2008) (Learn how and when to remove this message) KfmBroadcast areaCounty Kild...