ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო[1] (ინგლ. Leonardo DiCaprio; დ. 11 ნოემბერი, 1974) — ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი.
ბიოგრაფია
ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთ გერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.
სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTA-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი.
მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. ამას მოჰყვა როლები ფილმებში „დამიჭირე, თუ შეძლებ“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს „ავიატორით“ მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს სხვა ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „მიცვალებულები“ და „ჩაკეტილი კუნძული“, „უოლ-სტრიტის მგელი“.
დღეს დღეობით, მას „შვებულება“ აქვს აღებული კინოკარიერიდან რადგან 2013 წელს, ზედიზედ სამ ფილმზე იმუშავა. მათ შორის იყო „უოლ-სტრიტის მგელი“, რომელიც დაფუძნებულია ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიულ წიგნზე. დიკაპრიო იყო ამ ფილმის თანაპროდიუსერი და ასრულებდა მთავარ, ჯორდან ბელფორტის როლს. ფილმისთვის მან მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის კიდევ ერთი ნომინაცია, თუმცა ოსკარის ჯილდო მან ამჯერადაც ვერ მიიღო და ის დათმო მეთიუ მაკ-კონეჰისთან. დიკაპრიომ თქვა, რომ „უოლ-სტრიტის მგელი“, განსაკუთრებით დამღლელი იყო და ამ ფილმმა მისი ადრენალინი ბოლომდე დახარჯა, ამიტომ იგი ცოტა ხნით კინოკარიერისგან ისვენებს და ყურადღება გამახვილებული აქვს მის ქველმოქმედებით კარიერაზე.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| 1928–1940 | |
---|
| 1941–1960 | |
---|
| 1961–1980 | |
---|
| 1981–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
|
|
---|
| 1943–1960 | |
---|
| 1961–1980 | |
---|
| 1981–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
|