ჯონ ედგარ ჰუვერი (ინგლ. John Edgar Hoover; დ. 1 იანვარი 1895, ვაშინგტონი — გ. 2 მაისი 1972) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამდებობა ეკავა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში 1924 წლიდან 1972 წლამდე. საგამოძიებო ბიუროს (1935 წლიდან ეწოდება გფბ) სათავეში ჩაუდგა 29 წლის ასაკში და ამ თანამდებობაზე იყო დიდი დეპრესიის ფრანკლინ დელანო რუზველტის რეფორმების, მეორე მსოფლიო ომის, ცივი ომის პირველი ეტაპის, კორეის, ვიეტნამის ომების პერიოდში და იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა აშშ-ში. მისი გარდაცვალების შემდეგ გფბ-ს დირექტორის მაქსიმალური მმართველობის ვადა განისაზღვრა 10 წლით.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში