დენზელ ვაშინგტონი დაიბადა 1954 წლის 28 დეკემბერს ქალაქ მაუნტ-ვერნონში, ნიუ-იორკის შტატში. დენზელი ოჯახში სამი შვილიდან შუათანა იყო: დედა სილამაზის სალონში მუშაობდა და პატარა დენზელიც მას ეხმარებოდა. სკოლის დასრულების სწავლა გააგრძელა ფორდჰემის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად შეისწავლა მედიცინა, შემდეგ ბიოლოგია, შემდეგ ჟურნალისტიკა და ბოლოს კი თეატრით დაინტერესდა. უნივერსიტეტი 1977 წელს, ჟურნალისტიკის ბაკლავრის დიპლომით დაასრულა. ამის მერე ვაშინგტონი სასწავლებლად სან-ფრანცისკოს ამერიკულ კონსერვატორიაში შევიდა. ერთი წლის შემდეგ ის ნიუ-იორკში გადავიდა, კონსერვატორიაში სწავლა შეაჩერა და სატელევიზიო ფილმებში დაიწყო მონაწილეობა [1].
კარიერა
1977 წელს დენზელმა თავის პირველ ფილმ, სპორტულ დრამა „ვილმაში” ითამაშა. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე პაულეტა პერსონი. 1981 წელს ვაშინგტონი გადაიღეს კომედიაში „ზუსტი ასლი”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამერიკელ მაყურებლებში პოპულარობა NBC-ის სერიალმა „სენტ-ელსვერმა” მოუტანა. ამ სერიალში ვაშინგტონი 6 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.
1993 წელს მან ტომ ჰენქსთან და ანტონიო ბანდერასთან ერთად ითამაშა ჰომოფობი ადვოკატის როლი ფილმში „ფილადელფია“. 2000 წელს ვაშინგტონმა მიიღო ოქროს გლობუსის პრემია და ბერლინის 50-ე კინოფესტივალის საუკეთესოს მსახიობი მამაკაცის ჯილდო ფილმ „ქარიშხალში (1999) შერულებული მოკრივის როლისთვის. 2001 წელს დენზელმა პირველად, თავის კარიერაში ითამაშა უარყოფითი პერსონაჟის როლი ფილმში „საწვრთნელი დღე“. ამე ფილმისთვის დენზელმა ოსკარი მოიპოვა.
1982 წელს დენზელი პაულეტა პირსონზე დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ვაჟი ჯონ დევიდი (დ. 1985 წელს), ქალიშვილი კატია (დ. 1988 წელს) და ტყუპები მალკომი და ოლივია (დ. 1991 წელს).