ლა-ასუნსიონი (ესპ. La Asunción) — ქალაქი ვენესუელაში. ნუევა-ესპარტას შტატის დედაქალაქი.
მდებარეობს კუნძულ მარგარიტაზე, კარიბის ზღვაში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან 19 კილომეტრში.
2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 23,097 ათ. კაცს.
ლა-ასუნსიონის ძველ ნაწილში შემონახულია კოლონიური არქიტექტურის ისტორიული ძეგლები, რომელთაგან აღსანიშნავია სანტა-როსას ციხესიმაგრე.
პირველად დასახლებულ იყო ესპანელებით.
ქალაქი ააშენა და გაამაგრა კაპიტანმა პედრო გონსალესმა 1565 წელს. 1648 წელს ლა-ასუნსიონი მეკობრეების არაერთგზის შემოსევის ადგილი იყო.
იხილეთ აგრეთვე
დაძმობილებული ქალაქები
რესურსები ინტერნეტში