სიუდად-ბოლივარი (ესპ. Ciudad Bolívar — ბოლივარის ქალაქი) — ქალაქი ვენესუელის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ბოლივარის შტატის დედაქალაქი. დაარსდა 1764 წელს სახელით ანგოსტურა, 1846 წელს კი დღევანდელი სახელი ეწოდა. 2010 წელს მისი სავარაუდო მოსახლეობა 350 691 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი გაშენებულია მდინარე ორინოკოს სიგანეში შევიწროვების ადგილას, სადაც მდინარის სიგანე 1,6 კმ-ია. აღსანიშნავია, რომ სწორედ სიუდად-ბოლივარში გაიდო პირველი ხიდი ორინოკოზე.
სიუდად-ბოლივარის ისტორიული ცენტრი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება, იგი გამოირჩევა ორიგინალური კოლონიური შენობებით პლასა-ბოლივარის გარშემო, მათ შორისაა კათედრალი. დღეისათვის, ქალაქი ვენესუელის აღმოსავლეთ რეგიონების უმნიშვნელოვანესი პორტია მდინარე ორინოკოზე. ამავე დროს, ის ორინოკოს აუზის მთავარო კომერციული ცენტრია, რომლის წარმოებაც მოიცავს ოქროს, რკინის მადანს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, ტყავის ნედლეულსა და უიშვიათეს ხე-მასალას.
1973 წელს სიუდად-ბოლივარში გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელსაც ქალაქის ცნობილი შვილის, დინამიკური სკულპტორის — ხესუს რაფაელ სოტოს სახელი ეწოდა.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში