გუანარე (ესპ. Guanare) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, პორტუგესის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 2001 წლის მონაცემებით გუანარეს მოსახლეობა შეადგენდა 157.400 ადამიანს,[1] 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა უდრის 235.000 ადამიანს. მდებარეობს ანდების მთისწინეთში, ზღვის დონიდან 183 მ სიმაღლეზე. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ქალაქში არის უმაღლესი სასწავლებლები.
დაარსდა 1591 წლის 3 ნოემბერს. სხვადასხვა შეხედულებით გუანარე მიჩნეულია ვენესუელის სასულიერო დედაქალაქად. ქალაქის ცენტრში აღმართულია ქვეყნის ეროვნული გმირის — სიმონ ბოლივარის ძეგლი.
მისასვლელი გზით ჩრდილო-აღმოსავლეთით დაკავშირებულია ქალაქ სან-კარლოსთან, ჩრდილოეთით ქალაქ ბარკისიმეტოსთან, სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ბარინასთან.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო