ირიგაცია

ირიგაციის სისტემა

ირიგაცია — მიწების ხელოვნური რწყვის ღონისძიებათა სისტემა. მორწყვა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, კერძოდ ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გამოშრობილი ნიადაგის ვარგისიანად გადაქცევას. მორწყვას ასევე აქვს სხვა გამოყენებები მნიშვნელობა მოსავლის მიღებაში, მათ შორის ყინვებისგან დაცვაც,[1] მინდვრის სარეველების ზრდის შეჩერება [2] და ნიადაგის კონსოლიდაციის თავიდან აცილება.[3] ამ ხერხის გამოყენებით აღარ არის საჭირო, რომ მოსავლის მიღება დამოკიდებული იყოს წვიმის მოსვლაზე.

სარწყავი სისტემები ასევე გამოიყენება პირუტყვის გასაგრილებლად, მტვრის ნაწილაკების შესამცირებლად და სხვა. მორწყვის დროს ნაკვეთს წყალი ქვესადგურიდან ტუბმოს საშუალებით მიეწოდება. მორწყვის ტექნიკა სოფლის მეურნეობაში 5000 წელზე დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება მრავალ კულტურაში.

ისტორია

ირიგაცია ცხოველების საშუალებით, ეგვიპტე.

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ სარწყავი სისტემები დიდი ხნის არსებობდა ისეთ ადგილებში, სადაც არ მოდიოდა საკმარისი ბუნებრივი ნალექი. ამ ტექნოლოგიის ადრეული გამოყენება თარიღდება ძვ.წ.VI ათასწლეულით ხუზისტანის ოსტანში დღევანდელი ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.[4][5]

სარწყავები ასევე გამოიყენებოდა ინდის ცივილიზაციაში, რეგიონში მისი გამოყენება, სავარაუდოდ, ძვ.წ. 4500 წლიდან დაიწყეს და ამან მკვეთრად გაზარდა მოსავლის რაოდენობა, რაც იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე სასიკეთოდ აისახა.[6] ინდის ცივილიზაციამ შეიმუშავა დახვეწილი სარწყავი და წყალსაცავის სისტემები, მათ შორისაა გირნარში არსებული ხელოვნური წყალსაცავები, რომლეიბიც ძვ. წ. 3000 წლით არის დათარიღებული.[6][7]

მესოპოტამიის დაბლობზე ფერმერები მორწყვის ტექნიკას ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან იყენებდნენ.[8] მათ შეიმუშავეს მრავალწლიანი სისტემა, ისინი რეგულარულად რწყავდნენ ტერიტორიებს მატრიცული არხების მეშვეობით.[9] ძველი ეგვიპტელები სარწყავად იყენებდნენ ნილოსის აუზს, არსებობს ფაქტები ვძელი ფარაონ ამენემჰეტ III-ს დროიდან, რომლის თანახმადაც ეგვიპტელები მშრალი სეზონების დროს წყლის რესურსად იყენებდნენ ხელოვნურად შექმნილ ოაზისებს.[10]

შრი-ლანკა

შრი-ლანკაში სარწყავი სისტემები, ჯერ კიდევ ძვ.წ. 300 წელს იყო და შემდეგი ათასი წლის განმავლობაში უწყვეტად ვითარდებოდა, იგი წარმოადგენდა უძველესი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ სარწყავ სისტემას. არხების გარდა, სინჰალელები პირველები იყვნენ, რომლებაც ააშენეს სრულიად ხელოვნური წყალსაცავები. ამ სარწყავი სისტემების უმეტესი ნაწილი ანურადჰაპურასა და პოლონარუვაში დღემდე ჯერ კიდევ დაუზიანებელი შემორჩა, მშენებლობის ხარისხის გამო. [11]

ჩრდილოეთ ამერიკა

სასოფლო სარწყავი არხის ყველაზე ადრეული სისტემა, რომელიც ცნობილია ახლანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თარიღდება ძვ.წ. 1200 წლით, აღმოაჩინეს არიზონაში, 2009 წელს.[12]

თანამედროვე პერიოდი

2000 წელს, მოსავლისთვის განკუთვნილი მთლიანი მიწის რესურსი შეადგენდა 2 788 000 კმ²-ს (დაახლოებით 689 მილიონი ჰექტარი) და იგი აღჭურვილი იყო სარწყავი ინფრასტრუქტურით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ტერიტორიის დაახლოებით 68% აზიაში მდებარეობდა, ამერიკაში 17%, ევროპაში 9%, აფრიკაში 5% და ოკეანეთში 1%. მათგან ყველაზე დიდი უბნებია: ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში, მდინარე განგისა და ინდის გასწვრივ, ჩინეთში ჰაი ჰეს, ხუანხესა და იანძის აუზებში, ეგვიპტესა და სუდანში მდინარე ნილოსის გასწვრივ და მისისიპის-მისურის მდინარის აუზში, კალიფორნიის ნაწილებში. მცირე ზომის სარწყავი ინფრასტრუქტურა გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა დასახლებულ ნაწილში.[13]

2012 წლისთვის, სარწყავი მიწის ფართობი გაიზარდა დაახლოებით 3 242 917 კმ²-მდე (801 მილიონი ჰექტარი), რომელიც მასშტაბით თითქმის ინდოეთის ზომისაა.[14]

ირიგაციის სახეობები

მიწის ზედაპირის დატბორვა.

არსებობს მორწყვის რამდენიმე მეთოდი. ისინი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ მიეწოდება წყალი მცენარეებს. მიზანი არის ის, რომ მცენარეებს წყალი მაქსიმალურად ერთნაირად მიეწოდოთ, რათა თითოეულ მცენარეს ჰქონდეს საჭირო რაოდენობა, არც ზედმეტი და არც ძალიან მცირე.

ზედაპირის მორწყვა

ზედაპირის მორწყვა არის მორწყვის უძველესი ფორმა, რომელიც გამოიყენება ათასობით წლის განმავლობაში. მეთოდი მოიცავს არხებით მორწყვას ან ტერიტორიის დატბორვას, რათა მიწამ წყალი შეიწოვის. ისტორიულად, ეს ფორმა სოფლის მეურნეობაში ოდითგანვე ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო და დღესაც გამოიყენება მსოფლიოს უმეტეს ნაწილში.

მორწყვის ეს ხერხი ხშირად გვხვდება ბრინჯის ტერასულ მინდვრებში, სადაც ნიადაგი მთლიანად დატბორილია. წყლის კონტროლი ხდება სხადასხვაგვარად, იგი ზოგიერთ შემთხვევაში იტუმბება, ადამიანის ან ცხოველის საშუალებით. ზედაპირის მორწყვის ეფექტიანობა, როგორც წესი, დაბალია, მორწყვის სხვა მეთოდებთან შედარებით.

მიკრო ირიგაცია

წვეთოვანი ირიგაციის მოწყობილობა.

მიკრო სარწყავი, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ ლოკალიზებულ ირიგაციას, გამოიყენება მცრირე მასშტაბებზე და არის სისტემა, სადაც წყალი დაბალი წნევის ქვეშ ნაწილდება მილსადენების ქსელის საშუალებით და გამოყოფს მცირე რაოდენობის წყალს თითოეულ მცენარის ძირში ან მის გვერდით.[15]

მიკრო ირიგაციის ერთ-ერთი სახეა წვეთოვანი ირიგაცია.[16] წყალი წვეთოვანი გზით მიეწოდება მცენარეების ზუსტად იმ ზონას, სადაც ფესვებია განლაგებული. ეს მეთოდი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ზუსტ და ეფექტიან მეთოდად, მორწყვის სხვა ხერხებთან შედარებით. მისი ეფექტიანობა, როგორც წესი, 80-დან 90 პროცენტამდე მერყეობს, სწორად რეგულირების შემთხვევაში.

თანამედროვე სოფლის მეურნეობაში წვეთოვანი სარწყავი ხშირად პლასტიკურ საწვეთურთანაა შერწყმული, რაც კიდევ უფრო ამცირებს აორთქლებას და მეტად ეფექტიანს ხდის მეთოდს.

ჰაერში მიმოფრქვევა

წყლის წვეთების ჰაერში მიმოფრქვევა.

ამ მეთოდის დროს, წყალი მიედინება ერთ ან რამდენიმე ადგილზე, მაღალი წნევის ქვეშ წნევის. როდესაც წყალი მილების საშუალებით ზემოთ აიწევს მაღალი წნევა მას წყლის წვეთების სახით გარშემო მიმოაფრქვევს, დანადგარს ასევე შეუძლია ბრუნვა, რაც წყალს ყველა უბანში თანაბრად ანაწილებს. ბრუნვა შეიძლება ხდებოდეს მთლიანად მის გარშემო ან ნაწილობრივად. აპარატები ძირითადად იყენებენ ძალიან მაღალ წნევას დაახლოებით 275-დან 900 კილოპასკალამდე, ხოლო წყლის გადაადგილება ტოლია 3-დან 76 ლიტრამდე წამში. მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ სარწყავად, არამედ ჰაერში მტვრის კონცენტრაციის შესამცირებლად.

ავტომატურად მოძრავი ბორბლიანი სისტემებით, შეიძლება მოირწყას ისეთი ადგილები, როგორიცაა მცირე ნაკვეთები, სპორტული მოედნები, პარკები, საძოვრები და სასაფლაოები. მათი უმეტესობა იყენებს პოლიეთილენის მილებს, რომლებშიც ჩამონტაჟებულია მეტალის მოწყობილობა. მას შემდეგ, რაც მილში წყალი გაივლის, ძრავის საშუალებით იგი მორწყავს სასურველ ტერიტორიას.

სარწყავი სისტემები

სარწყავი სისტემა წარმოადგენს სარწყავ ტერიტორიაზე განლაგებული არხებისა და სხვა ჰიდროტექნიკურ და საექსპლუატაციო ნაგებობების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება რწყვა.

სარწყავი სისტემა არის რეგულარული, პერიოდული და გამაწყლოვანებელი. რეგულარული სარწყავი სისტემის დანიშნულებაა სარწყავ ფართობს ნებისმიერ ნაწილში საჭიროების შესაბამისად მიაწოდოს განსაზღვრული რაოდენობის წყალი. იგი შედგება სარწყავი ტერიტორიის, სარწყავი წყაროს (მდინარე, ტბა), წყალმიმღები კვანძის, სარწყავი ქსლის, წყალგამტარ ქსლის, წყალშემკრებ-წყალსაგდებ და საკოლექტორო-სადრენაჟო ქსელისაგან, აგრეთვე ჰიდროტექნიკურ (სარწყავ და წყალგამტარ ქსელზე) და საექსპლუატაციო ნაგებობებისაგან, ტყის ზოლებისაგან და სხვა; პერიოდული სარწყავი სისტემა მოქმედებს თოვლის დნობის ან წყალდიდობის პერიოდში. მას განეკუთვნება ლიმანური და წყალდიდობისმიერი რწყვა; გამანაწყლოვანებელი სარწყავი სისტემის დანიშNულებაა სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგება, აგრეთვე მცირე ნაკვეთების მორწყვა.

სარწყავი სისტემა არის თვითდინებადი და მექანიკური, კონსტრუქციის მიხედვით — ღია, დახურული და კომბინირებული. საქართველოში რეგულარულად მოქმედი, თვითდინებითი, კომბინირებული სარწყავი სისტემის მაგალითია ზემო სამგორის სარწყავი სისტემა.

ეფექტიანობა

მორწყვის თანამედროვე მეთოდები არის ეფექტიანი, ისინი უზრუნველყოფენ მთელი ნაკვეთის მასშტაბით მცენარეებს ერთნაირი რაოდენობის წყლით, ისე, რომ თითოეულ მცენარეს ჰქონდეს საჭირო რაოდენობის წყალი.[17]

1960-იან წლებამდე გავრცელებული იყო შეხედულება, რომ წყალი უსასრულო რესურსს წარმოადგენდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმ დროს პლანეტაზე ადამიანთა რაოდენობა დღევანდელის ნახევარზე ნაკლები იყო. ხალხი ისეთი მდიდარი არ იყო უწინ, როგორც დღეს, ისინი უფრო ნაკლებად ან ზომიერად მოიხმარდნენ საკვებს, ამიტომ მათი საკვების წარმოებისთვის ნაკლები წყალი იყო საჭირო. დღეს ბევრად უფრო ინტენსიურია წყლის რესურსების გამოყენება. ეს იმიტომ ხდება, რომ პლანეტაზე დღესდღეობით შვიდ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიშნავს წყალზე უფრო მეტ მოთხოვნას. გლობალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებს მოუწევთ შეეცადონ გაზარდონ საკვების წარმოება, ხოლო მრეწველობასა და ქალაქებში უნდა იპოვნონ წყლის უფრო ეფექტიანად გამოყენების გზები.[18]

წარმატებული სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია იმ ფერმერებზე, რომელთაც წყალი საკმარისი რაოდენობით აქვთ. ამასთანავე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წყლის სიმცირე უკვე გადამწყვეტი შეზღუდვაა სოფლის მეურნეობისთვის. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკი მიზნად ისახავს სურსათის წარმოებას და წყლის მენეჯმენტს, როგორც გლობალურ საკითხს.[19] წყლის ფიზიკური ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ არ არის საკმარისი წყალი, რათა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ძირითადად წყლის ნაკლებობა პრობლემას მშრალი რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს უქმნის, თუმცა ანალოგიური პრობლემები ხდება იქ, სადაც წყალი უხვად აქვთ, მაგრამ ამ რესურსებს საკმარისად არ იყენებენ. ეს შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ რეგიონში არ იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილემადე. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ჰიდრავლიკური ინფრასტრუქტურის დანერგვა ან განვითარება. დღესდღეობით დაახლოებით 2,8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ისეთ რეგიონში, სადაც წყლის მცირე რაოდენობა აქვთ.[20]

ლიტერატურა

  • Elvin, Mark. The retreat of the elephants: an environmental history of China (Yale University Press, 2004)
  • Hallows, Peter J., and Donald G. Thompson. History of irrigation in Australia ANCID, 1995.
  • Howell, Terry. "Drops of life in the history of irrigation." Irrigation journal 3 (2000): 26–33. the history of sprinker systems online
  • Hassan, John. A history of water in modern England and Wales (Manchester University Press, 1998)
  • Vaidyanathan, A. Water resource management: institutions and irrigation development in India (Oxford University Press, 1999)
  • Deutsches Institut für Normung (Hrsg.): Bewässerung, Entwässerung: Normen. DIN-Taschenbuch. 5. Auflage. Nr. 187. Beuth, Berlin/Wien/Zürich 2007, ISBN 978-3-410-16461-6.
  • Deutscher Verband für Wasserwirtschaft und Kulturbau DVWK (Hrsg.): Ecologically Sound Resources Management in Irrigation. DVWK Bulletin. Nr. 19. Hennef 1993 (dwa.de).
  • E. W. Herrmann u. a.: Beregnung. Warum? Wann? Womit? DLG e. V., Frankfurt am Main 1977.
  • Susanne Neubert, Lena Horlemann: Empfehlungen zur zukünftigen strategischen Orientierung der deutschen EZ im Wasser- und Bewässerungssektor. Schlussgutachten im Rahmen des Forschungs- und Beratungsprojekts „Wasser und Armut“ – Schlussfolgerungen für die Umsetzung des Aktionsprogramms 2015 und die Millennium Development Goals (= DIE-Discussion Paper. Band 4/2005). Deutsches Institut für Entwicklungspolitik DIE, Bonn 2005, ISBN 3-88985-287-4 (die-gdi.de [PDF; 1000 kB]).
  • Susanne Neubert, Waltina Scheumann, Annette van Edig: Integriertes Wasserressourcenmanagement (IWRM). 1. Auflage. Nomos, Baden-Baden 2005, ISBN 3-8329-1111-1.
  • Bruce Withers, Stanley Vipond: Bewässerung. Parey, Hamburg/Berlin 1978, ISBN 3-489-71510-1 (englisch: Irrigation – design and practise. Übersetzt von Kurt Lecher, Neuauflage 1993 bei Blackwell-Wissensch.-Verlag Berlin).
  • Empfehlungen für die Planung, Installation und Instandhaltung von Bewässerungsanlagen in Vegetationsflächen. 2010, ISBN 978-3-940122-21-6. (Regelwerk-Herausgeber: Forschungsgesellschaft Landschaftsentwicklung Landschaftsbau e. V. (FLL))
  • Constantino Constantinidis, Bonifica ed Irrigazione. Edagrícola. Ediciones Calderini. Bologna, Italia. 1970.
  • Potencial del Riego Extensivo en Cultivos y Pasturas. 1.er Seminario Internacional / Paysandú / Uruguay. Agosto, 2010.
  • Riego en cultivos y pasturas. 2.º. Seminario Internacional / Salto / Uruguay / 2012.
  • Мелиорация земель / Н. С. Ерхов, Н. И. Ильин, В. С. Мисенев. — 2-е изд., перераб. и доп. — М.: Агропромиздат, 1991. — 319 с.: ил. ISBN 5-10-000840-7.
  • Колпаков В. В., Сухарев И. П. Сельскохозяйственные мелиорации / Под ред. И. П. Сухарева. — М.: Колос, 1981. — 328 с., ил.
  • Черемисинов А. Ю., Бурлакин С. П. Сельскохозяйственные мелиорации: Учебное пособие. — Воронеж: ФГОУ ВПО ВГАУ, 2004. — 247 с. ISBN 5-7267-0365-0.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Snyder, R. L.; Melo-Abreu, J. P. (2005) Frost protection: fundamentals, practice, and economics. Food and Agriculture Organization of the United Nations. ISBN 978-92-5-105328-7. 
  2. Williams, J. F.; S. R. Roberts; J. E. Hill; S. C. Scardaci; G. Tibbits. Managing Water for 'Weed' Control in Rice. UC Davis, Department of Plant Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-03. ციტირების თარიღი: 2007-03-14.
  3. Arid environments becoming consolidated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-09. ციტირების თარიღი: 2012-06-19.
  4. Flannery, Kent V. (1969) „Origins and ecological effects of early domestication in Iran and the Near East“, The Domestication and Exploitation of Plants and Animals. New Brunswick, New Jersey: Transaction Publishers, გვ. 89. ISBN 9780202365572. 
  5. Lawton, H. W.; Wilke, P. J. (1979) „Ancient Agricultural Systems in Dry Regions of the Old World“, Agriculture in Semi-Arid Environments, reprint, Ecological Studies, Berlin: Springer Science & Business Media, გვ. 13. ISBN 9783642673283. 
  6. 6.0 6.1 (2004) The Basis of Civilization--water Science? (en). International Association of Hydrological Science. ISBN 9781901502572. 
  7. Ancient India Indus Valley Civilization. Minnesota State University "e-museum". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-05. ციტირების თარიღი: 2007-01-10.
  8. (2013) The Sumerian World, Routledge Worlds. Abingdon, Oxfordshire: Routledge. ISBN 9781136219115. 
  9. Hill, Donald (1984) „2: Irrigation and Water supply“, A History of Engineering in Classical and Medieval Times, reprint, London: Routledge, გვ. 18. ISBN 9781317761570. 
  10. Amenemhet III. Britannica Concise. ციტირების თარიღი: 2007-01-10.
  11. de Silva, Sena. (1998)Reservoirs of Sri Lanka and their fisheries. UN Food and Agriculture Organization. ციტირების თარიღი: 2007-01-10.
  12. Earliest Canals in America – Archaeology Magazine Archive.
  13. Siebert, S.; J. Hoogeveen, P. Döll, J-M. Faurès, S. Feick, and K. Frenken (2006-11-10). „The Digital Global Map of Irrigation Areas – Development and Validation of Map Version 4“. Tropentag 2006 – Conference on International Agricultural Research for Development. Bonn, Germany. http://www.tropentag.de/2006/abstracts/full/211.pdf. წაკითხვის თარიღი: 2007-03-14.
  14. The World დაარქივებული 2020-05-09 საიტზე Wayback Machine. ". The World Factbook. Central Intelligence Agency. Retrieved 23 May 2019.
  15. Food and Agriculture Organization of the United Nations. ISBN 978-92-5-105414-7.
  16. Provenzano, Giuseppe (2007). „Using HYDRUS-2D Simulation Model to Evaluate Wetted Soil Volume in Subsurface Drip Irrigation Systems“. Journal of Irrigation and Drainage Engineering. 133 (4): 342–350. doi:10.1061/(ASCE)0733-9437(2007)133:4(342).
  17. Water use efficiency - agriwaterpedia.info.
  18. Chartres, C. and Varma, S. Out of water. From Abundance to Scarcity and How to Solve the World's Water Problems FT Press (USA), 2010
  19. Reengaging in Agricultural Water Management: Challenges and Options გვ. 4–5. The World Bank. ციტირების თარიღი: 2011-10-30.
  20. Molden, D. (Ed). Water for food, Water for life: A Comprehensive Assessment of Water Management in Agriculture. Earthscan/IWMI, 2007.

Read other articles:

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Antidot – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Antidot (Inggris: antidotecode: en is deprecated ) atau antidotum (Belanda: antidotumcode: nl is deprecated , bahasa Latin: antidotumcode: la i...

 

 

Street in Lahore, Pakistan This article is about the road in Lahore, Pakistan. For the shopping mall, see Mall of Lahore. This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Mall, Lahore – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2022) (Learn how and when to remove this template message) Template:A...

 

 

Pour la ville afghane, voir Pol-e Khomri. Myriam El Khomri Myriam El Khomri en 2014. Fonctions Ministre du Travail, de l'Emploi, de la Formation professionnelle et du Dialogue social 2 septembre 2015 – 10 mai 2017 (1 an, 8 mois et 8 jours) Président François Hollande Gouvernement Manuel Valls IIBernard Cazeneuve Prédécesseur François Rebsamen Successeur Muriel Pénicaud (Travail) Secrétaire d'État à la Politique de la Ville 26 août 2014 – 2 septembre 2015(1 a...

Pour les articles homonymes, voir Sarraut. Albert Sarraut Portrait d'Albert Sarraut, années 1930. Fonctions Président du Conseil des ministres françaiset Ministre de l'Intérieur 24 janvier – 4 juin 1936(4 mois et 11 jours) Président Albert Lebrun Gouvernement Sarraut II Législature XVe législature(Troisième République) Prédécesseur Pierre Laval Successeur Léon Blum Président du Conseil des ministres françaiset ministre de la Marine 26 octobre – 24 novembre 1933(29...

 

 

British cookery writer (1708–1770) Hannah GlasseGlasse's signature at the top of the first chapter of her book, The Art of Cookery Made Plain and Easy, 6th Edition, 1758BornHannah AllgoodMarch 1708London, EnglandDied1 September 1770(1770-09-01) (aged 62)London, EnglandOccupationCookery writer, dressmakerNotable worksThe Art of Cookery Made Plain and Easy (1747)Spouse John Glasse ​(m. 1724⁠–⁠1747)​Children10 or 11 Hannah Glasse (née ...

 

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: List of legislatures by country – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2013) (Learn how and when to remove this template message) Legislature Chambers Unicameralism Bicameralism Tricameralism Multicameralism Upper house (Senate) Lower house Par...

Battle during the First World War Battle of the Lys and the Escaut, 1918Part of the Hundred Days Offensive of the First World WarBritish and Belgian soldiers outside a German cafeteria called Kaiser Kaffee in Menin, October 1918.Date20 October – 11 November 1918LocationEast Flanders, Belgium50°51′N 03°36′E / 50.850°N 3.600°E / 50.850; 3.600Result Allied victoryBelligerents Belgium British Empire France United States  German EmpireCommander...

 

 

telescope of GAISh, USSR 1958 The Sternberg Astronomical Institute (Государственный астрономический институт имени Штернберга in Russian), also known as GAISh (ГАИШ), is a research institution in Moscow, Russia, a division of Moscow State University. The institute is named after astronomer Pavel Karlovich Shternberg. It was founded in 1931, on the site of the observatory established by the university in 1831.[1] The main-belt as...

 

 

Santa Caterina d'AlessandriaAutoreRaffaello Sanzio Data1508 circa TecnicaOlio su tavola Dimensioni71×53 cm UbicazioneNational Gallery, Londra Santa Caterina d'Alessandria è un dipinto a olio su tavola (75x51 cm) di Raffaello, databile al 1508 circa e conservato nella National Gallery di Londra. Indice 1 Storia 2 Descrizione e stile 3 Curiosità 4 Bibliografia 5 Altri progetti Storia Nel 1550 una lettera di Pietro Aretino indirizzata ad Agosto d'Adda citava una Santa Caterina d'Alessand...

Сельское поселение России (МО 2-го уровня)Новотитаровское сельское поселение Флаг[d] Герб 45°14′09″ с. ш. 38°58′16″ в. д.HGЯO Страна  Россия Субъект РФ Краснодарский край Район Динской Включает 4 населённых пункта Адм. центр Новотитаровская Глава сельского пос�...

 

 

County in Michigan, United States For the county of Oakland, California, see Alameda County. County in Michigan, United StatesOakland County, MichiganCountyCounty of OaklandTop-to-bottom, left-to-right: Troy's skyline, Southfield's skyline, Rackham Fountain (at the Detroit Zoo), National Shrine of the Little Flower Basilica (Royal Oak), Downtown Pontiac, Downtown Royal Oak (downtown Detroit on the horizon) FlagSealLogoLocation within the state of MichiganCities and Townships in the countyCoun...

 

 

Chemical compound AM-6545Identifiers IUPAC name 5-(4-[4-cyanobut-1-ynyl]phenyl)-1-(2,4-dichlorophenyl)-4-methyl-N-(1,1-dioxo-thiomorpholino)-1H-pyrazole-3-carboxamide CAS Number1245626-05-4 NPubChem CID46912919ChemSpider26333263 YCompTox Dashboard (EPA)DTXSID70677329 ECHA InfoCard100.216.518 Chemical and physical dataFormulaC26H23Cl2N5O3SMolar mass556.46 g·mol−13D model (JSmol)Interactive image SMILES O=S4(=O)CCN(CC4)NC(=O)c1nn(-c2ccc(Cl)cc2Cl)c(c1C)-c3ccc(C#CCCC#N)cc3 InChI...

Cable jetting is a technique to install cables in ducts.[1] It is commonly used to install cables with optical fibers in underground polyethylene ducts and is an alternative to pulling. Pulling Traditionally, fibre optic cables were pulled through cable ducts in the same way as other cables, via a winch line. Every time the fibre passes a bend or undulation in the duct, the pulling force is multiplied by a friction-dependent factor (which can be reduced by using lubricant[2])....

 

 

Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Cet article ne cite pas suffisamment ses sources (mai 2014). Si vous disposez d'ouvrages ou d'articles de référence ou si vous connaissez des sites web de qualité traitant du thème abordé ici, merci de compléter l'article en donnant les références utiles à sa vérifiabilité et en les liant à la section « Notes et références ». En pratique : Quelles sources sont attendues ? Comme...

 

 

Species of flowering plant in the daisy family Asteraceae Tarragon Conservation status Secure  (NatureServe) Scientific classification Kingdom: Plantae Clade: Tracheophytes Clade: Angiosperms Clade: Eudicots Clade: Asterids Order: Asterales Family: Asteraceae Genus: Artemisia Species: A. dracunculus Binomial name Artemisia dracunculusL.[1] not Hook.f. 1881 Synonyms[2] Synonymy Achillea dracunculus Hort. ex Steud. Artemisia aromatica A.Nelson Artemisia cernua Nutt. Ar...

Masato Fukui Informasi pribadiNama lengkap Masato FukuiTanggal lahir 14 November 1988 (umur 35)Tempat lahir Prefektur Tottori, JepangPosisi bermain PenyerangKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2011-2012 Gainare Tottori * Penampilan dan gol di klub senior hanya dihitung dari liga domestik Masato Fukui (lahir 14 November 1988) adalah pemain sepak bola asal Jepang. Karier Masato Fukui pernah bermain untuk Gainare Tottori. Pranala luar (Jepang) Profil dan statistik di situs web resmi J. Lea...

 

 

Battleship of the German Imperial Navy For other ships with the same name, see German ship Schleswig-Holstein. Schleswig-Holstein in the late 1930s History Germany NameSchleswig-Holstein NamesakeSchleswig-Holstein[1] Ordered11 June 1904 BuilderGermaniawerft, Kiel Laid down18 August 1905 Launched17 December 1906 Commissioned6 July 1908 Recommissioned31 January 1926 Decommissioned2 May 1917 FateSunk by bombs 1944; scuttled 21 March 1945; raised and beached for long-term use as target 19...

 

 

Airtricity League 2016 Généralités Sport Football Organisateur(s) FAI Édition 96e Lieu(x) Irlande Participants 20 équipes Site web officiel http://www.sseairtricityleague.ie/ Palmarès Tenant du titre Dundalk FC Promu(s) en début de saison Wexford Youths FCFinn Harps FC Vainqueur Dundalk FC Deuxième Cork City FC Relégué(s) Longford TownWexford Youths Navigation Édition précédente Édition suivante modifier La saison 2016 du Championnat d'Irlande de football est la 96e saison...

板橋競馬場 施設情報通称・愛称 板橋競馬場所在地 東京府北豊島郡板橋町座標 北緯35度45分12秒 東経139度42分11秒 / 北緯35.75333度 東経139.70306度 / 35.75333; 139.70306座標: 北緯35度45分12秒 東経139度42分11秒 / 北緯35.75333度 東経139.70306度 / 35.75333; 139.70306開場 1908年 (明治41年) 3月28日閉場 1910年 (明治43年)所有者 日本産馬株式会社管理・運用者 東京...

 

 

This article is part of a series aboutRonald Reagan Entertainment and personal Filmography Bibliography Death Eponyms Honors Depictions music Residences Birthplace of Ronald Reagan Ronald Reagan Boyhood Home Rancho del Cielo 668 St. Cloud Road 33rd Governor of California Governorship 1969 People's Park protest Elections 1966 1970 40th President of the United States Presidency timeline Transition Inaugurations first second Presidential library Tenure Assassination attempt Invasion of Grenada ...