„Дом хрустальный“,[1] „Высота“, „Кони привередливые“,[2] „Моя цыганская“, „Охота на волков“, „Парус“, „Песня о друге“, „Прощание с горами“,[3] „Я не люблю“[4][5]
ვისოცკიმ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა საკუთარი სიმღერებისგიტარაზე შესრულებით მოიპოვა. 1970-იან წლებში მის სიმღერებს ყოფილი საბჭოთა კავშირის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იცნობდა, — მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები იმდროინდელ საბჭოთა ოფიციალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ ისმოდა.
ვისოცკის ეკუთვნის 700-მდე სიმღერა და ლექსი, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, კონცერტებით მოიარა თითქმის მთელი ქვეყანა, ხშირად მიდიოდა გასტროლებზე უცხოეთშიც. სასტიკი ცენზურის პირობებში ვისოცკი ეხებოდა აკრძალულ თემებს, მღეროდა ყოველდღიურ საბჭოთა ცხოვრებაზე, სამამულო ომზე. ყოველივე ამან მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა.
ბიოგრაფია
ბავშვობა
ვისოცკი 1938 წლის 25 იანვარს, მოსკოვში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, სემიონ ვლადიმერის ძე ვისოცკი (1916–1997) საკადრო პოლკოვნიკი იყო, დედა, ნინა მაქსიმეს ასული (ქალიშვილობაში სერიოგინა; 1912–2003) კი — გერმანული ენიდან მთარგმნელი.[8] ადრეული ბავშვობა ვლადიმერმა მოსკოვის კომუნალურ საცხოვრებელში გაატარა. დიდი სამამულო ომის დროს ორი წელი ცხოვრობდა დედასთან ერთად ევაკუაციაში ურალის ქალაქ ბუზულუკში. 1943 წელს დაბრუნდა მოსკოვში. 1945 წელს როსტოკინსკის რაიონის 273-ე სკოლის პირველ კლასში შევიდა. 1947–1949 წლებში ცხოვრობდა მამასთან და მის მეორე ცოლთან ერთად გერმანიის ქალაქ ებერსვალდეში, სადაც ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. შემდეგ ისევ მოსკოვში დაბრუნდა.
მსახიობის კარიერა
1953 წლიდან ვისოცკი დადიოდა დრამატულ წრეზე, რომელსაც ვ. ბოგომოლოვი ხელმძღვანელობდა. 1955 წელს დაამთავრა 186-ე საშუალო სკოლა და ნათესავების დაჟინებული თხოვნით ჩააბარა ვ. კუიბიშევის სახელობის მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც მიატოვა პირველივე სემესტრის ბოლოს. ინსტიტუტის დატოვების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1955 წლის 31 დეკემბრის ღამეს. ვისოცკიმ და მისმა სკოლის მეგობარმა, იგორ კოხანოვსკიმ გადაწყვიტეს ახალი წლის ღამე გაეტარებინათ სესიისთვის საჭირო ნახაზებზე მუშაობაში. ღამის ორი საათისთვის ნახაზები უკვე მზად იყო. ამ დროს ვისოცკი ადგა, მაგიდიდან ტუშის ქილა აიღო (მეორე ვერსიის მიხედვით ქილაში მაგარი ყავა ესხა) და თავის ნახაზებს გადაასხა. იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება მომავალი წლისთვის მომზადებულიყო და თეატრალურზე ჩაებარებინა. 1956–1960 წლებში ვისოცკი ვ.ი. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-სტუდია МХАТ-ის სამსახიობო განყოფილების სტუდენტია. პირველ კურსზე ყოფნისას გაიცნო მომავალში თავისი პირველი ცოლი, იზა ჟუკოვსკი. 1959 წელს პირველი როლი ითამაშა სასწავლო სპექტაკლში „დანაშაული და სასჯელი“ და ფილმში „თანატოლები“ (სტუდენტი პეტიას ეპიზოდური როლი). 1960 წელს ვისოცკის სახელი პირველად გამოჩნდა ცენტრალურ პრესაში, „საბჭოთა კულტურის“ 28 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ ლ. სერგეევის სტატიაში.
1961 წელს კინოფილმის „713 ითხოვს დაშვებას“, გადაღების დროს გაიცნო თავისი მეორე ცოლი ლუდმილა აბრამოვა. ამავე წელს გამოჩნდა მისი პირველი სიმღერები. სიმღერა „Татуировка“, რომელიც ლენინგრადში დაიწერა, ითვლება მის პირველ ნამუშევრად. შემდგომში სიმღერა მისი მოღვაწეობის მთავარ სფეროდ იქცა. ორ თვეზე ნაკლები იმუშავა მოსკოვის მინიატურის თეატრში. 1964 წელს შექმნა თავისი პირველი სიმღერები კინოფილმებისთვის და მუშაობა დაიწყო მოსკოვის დრამისა და კომედიის თეატრში ტაგანკაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
1967 წლის ივლისში გაიცნო ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა.
1968 წელს გამოვიდა მისი პირველი საავტორო ალბომი „სიმღერები კინოფილმიდან „ვერტიკალი“.
1975 წელს ავტორის სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად გამოქვეყნდა ვისოცკის ლექსი ლიტერატურულ კრებულში (День поэзии 1975. М., 1975).
1970-იან წლებში გაიცნო პარიზშიბოშა მსახიობი და მუსიკოსი ალიოშა დმიტრიევიჩი, რომელთან ერთადაც შემდგომში ხშირად მღეროდა. მათ ერთობლივი ალბომის ჩაწერაც კი ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ 1980 წელს ვისოცკის გარდაცვალების გამო ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.
ამავე წლის 18 ივლისს ვისოცკიმ უკანასკნელად ითამაშა თავისი ყველაზე ცნობილი თეატრალური როლი - ჰამლეტი, შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში.
1980 წლის 25 ივლისს, დილის 4:10 საათზე ვისოცკი ძილში გარდაიცვალა მოსკოვში, თავის ბინაში. ანატოლი ფედოტოვის ვერსიით, სიკვდილის მიზეზი მიოკარდიუმისინფარქტი იყო. სტანისლავ შერბაკოვისა და ლეონიდ სულპოვარის ვერსიით კი სიკვდილი დამამშვიდებელი საშუალებების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ასფიქსიის მიზეზით დადგა. ამ ვერსიების მიუხედავად, ვისოცკის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია.
ვისოცკი დაკრძალეს 1980 წლის 28 ივლისს, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.
ამ პერიოდში მოსკოვშიზაფხულის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ქალაქი გადაკეტილი იყო და მილიცია იცავდა. ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ცნობა საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ გაცხადებულა, მიუხედავად ამისა, ტაგანკის თეატრთან, სადაც იგი მუშაობდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაშლილა (გამოსვენების დღეს ახლომდებარე შენობების სახურავებიც კი სავსე იყო ხალხით).
ვლადიმერ ვისოცკისა და მარინა ვლადის ძეგლი ეკატერინბურგში (ეკატერინბურგში არის ასევე ვისოცკის ქუჩა - ერთადერთი, რომელსაც 1991 წლის რეფერენდუმის შედეგად არ შეცვლია სახელწოდება).
↑Sputnik Эстония (25 იანვარი, 2018). Кумир ХХ века: Владимиру Высоцкому – 80// В 1986 году Высоцкому было посмертно присвоено звание заслуженного артиста РСФСР, а год спустя присуждена Государственная премия СССР "за участие в телесериале "Место встречи изменить нельзя" и авторское исполнение песен". დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 ნოემბერი, 2019. წყარო:Sputnik Эстонияდაარქივებული 2019-11-14 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2019.
↑РИА Новости (25 იანვარი, 2018). Биография Владимира Высоцкого// В 1987 году Владимиру Высоцкому посмертно была присуждена Государственная премия СССР за участие в телесериале "Место встречи изменить нельзя" и авторское исполнение песен. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 ნოემბერი, 2019. წყარო:РИА Новости. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2019.
↑Кем был Владимир Высоцкий по национальности// Владимир родился в Москве 25 января 1938 года. Нина Максимовна – мать знаменитого барда - была переводчицей. Отец — Семён Владимирович (Вольфович) Высоцкий - военный связист, ветеран Великой Отечественной войны, кавалер более чем 20 орденов и медалей, почётный гражданин городов Кладно и Праги, полковник. Мать Высоцкого была русской, а отец - еврей. ციტატა: „Основателем рода Высоцких считается Лейба Букльковштейн из местечка Селец (под Брестом), который приходился прапрадедом барду. Прадед артиста – Шлиом Высоцкий - стал первым носителем знаменитой фамилии.“ დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 ნოემბერი, 2019. წყარო:Вестник.online. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2019.