ევროპული თამაშები 2019ევროპული თამაშები 2019 — მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც უმასპინძლა ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა. ჩატარდა 21 ივნისიდან 30 ივნისამდე. მასპინძლის შერჩევამასპინძლობით დაინტერესებული იყო ევროპის 5 ქვეყანა, ესენია: დიდი ბრიტანეთი (გლაზგო), პოლონეთი (პოზნანი), ბელარუსი (მინსკი), რუსეთი (ყაზანი და სოჭი) და თურქეთი (სტამბოლი). ტურნირიტურნირზე მონაწილეობას მიიღო 50 ქვეყნის 4082 სპორტსმენი. ის ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გახსნა. სპორტის სახეობებიშეჯიბრება გაიმართა 15 სპორტის სახეობაში, ამათგან 10 სახეობა არის სალიცენზიო — შესარჩევი ტურნირი 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის.[1]
მონაწილე ქვეყნებიშეჯიბრებაში მონაწილეობას იღებს 50 ქვეყანა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Information related to ევროპული თამაშები 2019 |