ედმუნდო გონსალესი (ესპ.Edmundo González; დ. 29 აგვისტო, 1949, ლა-ვიქტორია) — ვენესუელელი პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც იყო 2024 წლის ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი პლატფორმის პოლიტიკური ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატი. ვენესუელის მთავრობის მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, არ იყო დაფუძნებული რეალურ ხმებზე, განვითარდა ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისი.[2][3] ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარყვეს ოფიციალური შედეგები და გონსალესი ცნეს არჩევნებში გამარჯვებულად,[4][5][6] ხოლო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა და კუბა, გამარჯვებულად აღიარებს ნიკოლას მადუროს.[7][8]
მადურომ არ დათმო ძალაუფლება და სამაგიეროდ სთხოვა იუსტიციის უზენაეს ტრიბუნალს, რომელიც შედგება მადუროს ერთგული მოსამართლეებისგან, დაამტკიცოს შედეგები, რომელიც მათ „დაადასტურეს“. გონსალესზე დაპატიმრების ორდერი გამიცა, რომელსაც ბრალად ედებოდა „ფუნქციების უზურპაცია, საჯარო დოკუმენტების გაყალბება, კანონის დაუმორჩილებლობის წაქეზება და შეთქმულება“.[9] მას თავშესაფარი ესპანეთმა მისცა და ვენესუელა 2024 წლის 7 სექტემბერს დატოვა.[10][11]