აჰმედ ალ-სენუსი (არაბ.أحمد الزبير الشريف) (დ. 1934, ეგვიპტე) — მუსულმანური რელიგიურ-პოლიტიკური ორდენის სენუსის წევრი, ლიბიის რესპუბლიკის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წევრი. ყოფილი პოლიტიკური პატიმარი[1][2] .
აჰმედ ალ-სენუსი არის ლიბიის ერთადერთი მეფის იდრის I-ის ძმის შვილიშვილი. სახელი დაარქვეს პაპის აჰმედ შარიფ ას-სენუსის პატივისცემის ნიშნად[3][2]. ალ-სენუსიმ 1958 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია ერაყში. 1961 წელს კი დაქორწინდა ფატილაჰზე, რომელიც მისი მეუღლე იყო გარდაცვალებამდე.