იდრის I (არაბ.إدريس الأول; დ. 12 მარტი1889 — გ. 25 მარტი1983)[1] — ლიბიის სამეფოს პირველი და ერთადერთი მეფე, რომელიც 1951-1969 წლებში მეფობდა. ის ასევე იყო სენუსის (მუსლიმანური ორდენი) ლიდერი. 1969 წელს თურქეთში მისი სამკურნალოდ ყოფნის დროს ლიბიის არმიის ოფიცრებმა, მუამარ კადაფის ხელმძღვანელობით მოახდინეს გადატრიალება. რის შემდეგაც დაიწყო ლიბიაში მუამარ კადაფის მმართველობის რეჟიმი.
იდრისი მისი კარიერის დასაწყისში იღვწოდა კირენაიკას დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.[2] 1922 წელს იტალიის მიერ ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო კომპანიის დაწყების შემდეგ ის გადავიდა ეგვიპტეში, საიდანაც კოლონისტების წინააღმდეგ პარტიზანულ ომს ეწეოდა.[3]
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომის დროს იდრისი მოკავშირეებს უჭერდა მხარს და კირინაეკის ნაციონალისტებთან ერთად ფაშისტური კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდა. ლიბიაში ერვინ რომელის განკარგულებში მყოფი გერმანული და იტალიური არმიების დამარცხების შემდეგ ის დაბრუნდა ბენღაზიში და ჩამოაყალიბა მთავრობა.
ლიბიის მეფე
1949 წელს ბრიტანეთის მხარდაჭერით როგორც ას-სენუსიმ იდრისმა კირენაიკას ამირატის დამოუკიდებელობა გამოაცხადა. შემდგომშ ის ასევე მიიწვიეს ტრიპოლიტანიის და ფეზანის ამირად.[4] 1949 წელს წარადგინეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1951 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა. 1951 წლის 24 დეკემბერს ეროვნულმა საბჭომ იდრის I მეფედ აირჩია და მან გამოაცხადა ლიბიის გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობა.
არაბი ნაციონელებისა და პანარაბულად განწყობილი მეზობელი ქვეყნების წინააღმდებობის მიუხედავად, იდრისი ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა. სამეფოს კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა უფლისწულის არ არსებობა, რომელიც გააგრძელებდა სამეფოს მართვას. 1956 წელს იდრისმა საკუთარი ძმის შვილი ჰასან ას-სენუსი გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა ნავთობი და ტრიპოლიში განთავსებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. იდრისის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მემკვიდრედ დასახელებული ჰასანი სულ უფრო მეტად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. 1969 წლის 4 აგვისტოს იდრისმა ჰასანის სასარგებლოდ მოახდინა აბდიკაცია (ტახტის დათმობა).
გადატრიალება და დევნილობა
1969 წლის 1 სექტემბერს, როდესაც იდრისი იმყოფებოდა თურქეთში სამკურნალოდ, ლიბიის ოფიცრების ჯგუფმა მუამარ კადაფის ხელმძღვანელობით მოაწყო წარმატებული პუტჩი. ამბოხებულებმა გამოაცხადეს მონარქიის გაუქმება და რესპუბლიკის ჩამოყალიბება.[5] თურქეთიდან იდრისი და დედოფალი გადავიდნენ საბერძნეთში, იქიდან კი ეგვიპტეში. გადატრიალების შემდეგ იდრისის დაუსწრებლად შედგა ლიბიის ხალხის სასამართლო და მას 1971 წელს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.
ლიბიის სამოქალაქო ომის პერიოდში მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეები ატარებდნენ იდრის I-ის სურათს. განსაკუთრებით სანუსის ტრადიციულ რეგიონში კირენაიკაში. სამეფოს სამფეროვანი დროშა გამოიყენებოდა რევოლუციის პერიოდში და აღდგენილი იქნა ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ.[6]
სქოლიო
↑Royal Ark. Royalark.net. ციტირების თარიღი: 29 July 2012.
↑Vandewalle, Dirk (2006). A history of modern Libya. Cambridge University Press. p. 36. ISBN 978-0-521-85048-3.
↑Oliver, Roland; Atmore, Anthony (2005). Africa since 1800. Cambridge University Press. p. 236.
↑Diller, Daniel; Moore, John (1995). The Middle East. Congressional Quarterly. p. 308.