კირენაიკა (ძვ. ბერძნ.Κυρηναϊκή, ქალაქ კირენას მიხედვით; არაბ.برقة; ბერბერული: Berqa) — ლიბიის აღმოსავლეთი რეგიონის ისტორიული სახელი, რომელსაც თვით-გამოცხადებული ავტონომიის სტატუსი აქვს. ტომთა ყრილობაზე ეროვნულ ფედერაციონალური ფედერაციული ბლოკის პარტიამ კირენეიკა გამოაცხადა ავტონომიურ რეგიონად, თუმცა ადგილობრივი მმართველობის ნაცვლად მთელს რეგიონზე ეროვნული გარდამავალი საბჭოს დე-ფაქტო ხელისუფლება ვრცელდება.[4][5][6]
რეგიონს ანტიკურ პერიოდში ასევე პენტაპოლისი ეწოდებოდა. რომაულ პერიოდში ის წარმოადგენდა კრეტის და კირენაიკას პროვინციის ნაწილს, მოგვიანებით გაიყო ლიბია პენტაპოლისად და ლიბია სიკად. ისლამურ პერიოდში ტერიტორიას ეწოდებოდა ქალაქ ბარკას შესაბამისად ეწოდებოდა - ბარქა.