დიდი ხალები — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხალების ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიდი ხალები, ალექსანდრესწყარო, პატარა ხალები, სარტყელა, ღართა, ღვრიაწყალი).
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 790 მ-ზე, ხაშურიდან 12 კმ დაშორებით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.[3] სოფლის სასაფლაოზე დგას მაცხოვრის ეკლესია, ხოლო სოფლის აღმოსავლეთით — ქარტის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 26 მცხოვრებია.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
28 |
12 |
16
|
2014[5] |
26 |
14 |
12
|
ლიტერატურა
სქოლიო