დიდი ბეკამი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული სურამი).
მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ხაშურიდან 6 კმ-ში.
სოფელი ბეკამი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სურამის წყლის სოფელთა სიაში. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას წმ. გიორგის („კვართის“) დარბაზული ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები), სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე, კი — სავანეთის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (XVIII ს.).
დემოგრაფია
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 308 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 180 კაცი, საიდანაც 82 მამაკაცია, ხოლო 98 ქალი.[3]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002[4][5] |
308
|
2014[3] |
180
|
ფოტოგალერეა
ლიტერატურა
სქოლიო