ბეღლეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის სამხრეთი ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ხაშურიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას არქიტექტურული ძეგლი ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
22 |
10 |
12
|
2014[1] |
22 |
11 |
11
|
ისტორია
ბეღლეთი პირველად ვახუშტი ბაგრატიონს აქვს მოხსენიებული. სოფელი გვიანდელ შუა საუკუნეებში სათავადო სააბაშიოს ქართლის კუთვნილ ნაწილში შედიოდა. 1865 წელს თავისი 7 კომლით სურამის უბნის ქვიშხეთის სასოფლო თემს ეკუთვნოდა.
ლიტერატურა
სქოლიო