ბურიანი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, მდინარე თეზმის (მდინარე არაგვის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან — 860 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 20 კმ-ით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
1907[2] |
203
|
1911[3] |
126
|
2002 |
7[4]
|
2014 |
15
|
ლიტერატურა
სქოლიო